ფეხბურთი

2:27 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალისთვის” ბედნიერი დღე

ლა ლიგის მეორე წრე “რეალისთვის” შესანიშნავად დაიწყო. მადრიდელებმა შინ სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადი” მიიღეს და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო მისმა კონკურენტებმა “ბარსელონამ” და “სევილია” გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს და გათამაშების ლიდერს ოთხ-ოთხი ქულით ჩამორჩნენ. თანაც, “რეალს” ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

დღის პირველი შეხვედრა “ბენიტო ვილამარინზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ბეტისმა” კატალონიურ “ბარსელონას” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვება ხელიდან მხოლოდ 90-ე წუთზე გაუშვა.

ანდალუსიელებმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს. დაცვაში არ ისხდნენ და სახიფათო მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ. განსაკუთრებით კარგი მომენტები მეორე ტაიმში დანი სებალიოსს და რუბენ კასტროს ჰქონდათ, რომელთა დარტყმის შემდეგ ბურთი ტერ შტეგენის კარის ძელს მოხვდა. სტუმართაგან ყველაზე კარგი მომენტი ნეიმარს შეექმნა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, ანტონიო ადანს ვერ აჯობა.

ანგარიში მასპინძლებმა 75-ე წუთზე გახსნეს: ანდალუსიელთა კუთხურს სტუმართა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც ალეგრიამ ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო. “ბარსელონა” გაშვებული გოლის შემდეგ ძალიან გააქტიურდა და ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა ვერ დაინახა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და გოლი არ ჩათვალა. ამ ეპიზოდის შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ტექნოლოგიების გამოყენებაზე ნამდვილად უფრო აქტიურად უნდა დაფიქრდეს.

“ბარსელონამ” მაინც არ წააგო: 90-ე წუთზე ლიონელ მესის დიდებული გადაცემის შემდეგ ლუის სუარესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა, თუმცა ეს ქულა დამაკმაყოფილებელი ნამდვილად ვერ იქნება “ბლაუგრანასთვის” – 1:1.

უქულოდ დარჩა “სევილია”, რომელიც “ესპანიოლთან” გასვლაზე დამარცხდა. ანდალუსიელებს მე-2 წუთზე ნიკო პარეხა გაუძევეს და მათ კარში პენალტი დანიშნეს, რამაც ბუნებრივია ხორხე სამპაოლის გეგმები მთლიანად შეცვალა. 11-მეტრიანი გოლად ხოსე ანტონიო რეიესმა აქცია. სტუმრებმა მე-20 წუთზე გაათანაბრეს და თავი კვლავ სტევან იოვეტიჩმა გამოიჩინა. გუნდები შესვენებაზე თითქოს ამ ანგარიშით უნდა გასულიყვნენ, მაგრამ მსაჯის მიერ პირველ დამატებულ წუთზე მარკ ნავარო თავური დარტყმით შეაგდო და ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს.

მეორე ნახევარში “დალაქებმა” ბევრი იბრძოლეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და გოლი აქეთ მიიღეს – 73-ე წუთზე ხერარდ მორენოს თავური ზუსტი აღმოჩნდა და 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა – 3:1.

სამაგიეროდ, იოლად მოიგო “რეალმა”, რომელიც ფონს 6 მნიშვნელოვანი მოთამაშის გარეშე გადის. მადრიდელებს საერთოდ არ გასჭირვებიათ და დაგეგმილი 3 ქულა ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიპოვეს.

მადრიდელებმა ტაიმი მატეო კოვაჩიჩის გოლით მოიგეს, რომელიც 38-ე წუთზე რონალდუს გადაცემით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და გატანა არ გასჭირვებია.

51-ე წუთზე უკვე კოვაჩიჩმა დატოვა კრიშტიანუ კიპერთან პირისპირ და პორტუგალიელმა შემტევმა ხერონიმო რულის ბურთი თავზე გადაუგდო, ხოლო 82-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ალვარო მორატამ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

“ბილბაომ” “სან მამესზე” აუტსაიდერი “ხიხონი” მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდა, თუმცა მეორე ნახევარში მალევე იკერ მუნიაინმა გაათანაბრა, ხოლო 71-ე წუთზე არიც ადურისმა პენალტი შეასრულა ზუსტად და ბასკებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს – 2:1.

ბეტისი – ბარსელონა 1:1 (0:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, პაცელა, ტოსკა, მანდი, პიცინი, დურმისი, სებალიოსი, პეტროსი (რ.ნავარო 86), სებალიოსი (დონკი 69), ალეგრია (ლეივა 85), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, მატიე, ვიდალი, დინიე (ალბა 68), რაკიტიჩი, თურანი (რობერტო 68), დ.სუარესი (გომეში 59), ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 ალეგრია (75), 1:1 ლ.სუარესი (90)
გაფრთხილებები: პეტროსი, რ.კასტრო – პიკე, რაკიტიჩი, გომეში
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

ესპანიოლი – სევილია 3:1 (2:1)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, მ.ნავარო, კარისოლი, ხურადო, ფუეგო, ხოსე ანტონიო რეიესი (ა.ვაზკესი 83), ჰ.პერესი (როკა 64), პიატი (ვ.ალვარესი 74), ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

სევილია (4-1-3-2): ს.რიკო, პარეხა, რამი, ესკუდერო, მარიანო, ნ’ზონზი, ნასრი, სარაბია, ფ.ვაზკესი (ვიეტო 59), ბენ იედერი (ლენგლეტი 7), იოვეტიჩი (იბორა 70).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 1:0 ხოსე ანტონიო რეიესი (4 პენ.), 1:1 იოვეტიჩი (20), 2:1 მ.ნავარო (45+1), 3:1 ხ.მორენო (71)
გაფრთხილებები: კარისოლი, ხ.მორენო – ესკუდერო, სარაბია
გაძევება: პარეხა (2)
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

ბილბაო – ხიხონი 2:1 (0:1)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ბოვედა, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, ბენიატი (იტურასპე 72), სან ხოსე, ლეკუე (უილიამსი 46), რ.გარსია (მ.რიკო 92), მუნიაინი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ხიხონი (4-1-3-2): კუელარი, ბაბინი (ს.ალვარესი 35), ამორობიეტა, კანელია (ბურგუი 77), კასტელიანო, კარმონა, ი.ლოპესი, ვ.როდრიგესი, ხ.ტორესი, ვიგუერა (მ.გომესი 68), ჩოპი.
მწვრთნელი: რუბი

გოლები: 0:1 ჩოპი (27), 1:1 მუნიაინი (50), 2:1 ადურისი (71 პენ.)
გაფრთხილებები: უილიამსი, ადურისი, მ.რიკო, რ.გარსია - ამორობიეტა, კანელია, კარმონა, ხ.ტორესი
მსაჯი: კლოს გომესი

რეალი – სოსიედადი 3:0 (1:0)

მადრიდი, “სან-სებასტიანი”

რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, ვარანი, ნაჩო, დანილო, კასემირო, კროოსი, კოვაჩიჩი (ისკო 77), რონალდუ, ლ.ვაზკესი (ასენსიო 84), ბენზემა (მორატა 66).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, კ.როდრიგესი, ზალდუა, ილარამენდი, კანალესი (გრანერო 77), ზურუტუზა, ოიარზაბალი (ველა 57), ხუანმი, ვილიან ჟოზე (პრიეტო 57).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 1:0 კოვაჩიჩი (38), 2:0 რონალდუ (51), 3:0 მორატა (82)
გაფრთხილებები: კროოსი, ლ.ვაზკესი – ი.მარტინესი, კ.როდრიგესი
გაძევება: ი.მარტინესი (74)
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი

თეგებილა ლიგა
0.155199