ფეხბურთი

2:04 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ისევ წინ გაიჭრა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXII ტურის შემდგომ ლიდერი “იუვენტუსი” მდევარ “რომას” კიდევ უფრო გაექცა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ დედაქალაქურმა გუნდმა გენუაში “სამპდორიასთან” მატჩში მარცხი განიცადა. თავის მხრივ, “იუვემ” ისევ გაიმარჯვა.

მასიმილიანო ალეგრიმ უკვე ნაცადი სქემით ითამაშა “სასუოლოს” წინააღმდეგ და თამაშის სცენარი ზუსტად იგივე გამოდგა, როგორიც ერთი კვირის წინ, “ლაციოსთან” მატჩს ჰქონდა. “ბებერმა ქალბატონმა” პირველივე ტაიმში და მეტადრე საწყის 25 წუთში გაიტანა 2 გოლი და მერე მშვიდად მიიყვანა შეხვედრა გამარჯვებამდე. მეცხრე წუთზე მარიო მანჯუკიჩის დიდებული თამაშის შემდეგ გაიხსნა ანგარიში: ხორვატმა ქუსლით ალექს სანდროს გაატანა ბურთი, რომლის ჩაწოდების მერე გონსალო იგუაინმა გაიტანა. არგენტინელმა ზედიზედ 6 შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა სერია ა-ში და ასეთი რამ ბოლოს “იუვეს” ფეხბურთელთაგან დავიდ ტრეზეგეს მოეხერხებინა, როდესაც მიჯრით 9 თამაშში გაიტანა. მეორე გოლიც მარცხენა ფლანგიდან შეტევას მოჰყვა: ამჯერად იგუაინმა ჩააწოდა და სამი ხედირამ ერთი შეხებით შეაგდო – 0:2. მერე მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, “იუვენტუსი” აღარ ინდომებდა, “სასუოლო” ვეღარ უტევდა და შეხვედრაც ასე დასრულდა. “იუვეს” გასახარად კი, მთავარი კონკურენტი “რომა” დამარცხდა და სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ტურინელებს ერთი მატჩი მარაგში აქვთ. მოკლედ, სკუდეტოს ინტრიგა ფაქტობრივად არ არსებობს...

“რომამ” წაუგებელი სერია მოულოდნელად დაასრულა. მოულოდნელად იმიტომ, რომ “სამპდორიასთან” ორჯერ იგებდა და სწრაფი გოლიც შეაგდო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. გენუელთა შორის დიდებული შეხვედრა ჩაატარა კოლუმბიელმა ლუის მურიელმა ვინც ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, თამაშის ბოლოს კი, ფანტასტიკური საჯარიმო დარტყმა შეაგდო, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. აღნიშნულ მატჩში ერთი პატარა რეკორდიც დამყარდა. პატრიკ შიკმა მოედანზე შესვლიდან 01:25 წუთში მოახერხა გოლის გატანა, რაც ცვლილებაზე შესულ ფეხბურთელთა შორის მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლია. “რომას” სატურნირო მდგომარეობაზე უკვე გითხარით და მათი მთავარი საზრუნავი ალბათ არა სკუდეტო, არამედ მეორე ადგილის შენარჩუნება იქნება, რადგან “ნაპოლი” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

საერთოდ, ნეაპოლიტანელებს შეეძლოთ, რომ “რომას” გათანაბრებოდათ, მაგრამ შინ მოულოდნელად ორი ქულა დაკარგეს. არადა, მაურიციო სარის გუნდის მეტოქე საშინელ მდგომარეობაში მყოფი “პალერმო” იყო, თუმცა რად გინდა, “სან პაოლოზე” გუნდებმა ქულები გაიყვეს. ეგ კი არა, მასპინძლებს არ წაგებისთვის მოუწიათ თამაში, რადგან დასაწყისშივე გაშვებული გოლით კარგა ხანს აგებდნენ. საბოლოოდ, “ნაპოლის” კინკილა ქულა საუკეთესო ბომბარდირმა, დრის მერტენსმა გადაურჩინა.

“მილანის” კრიზისი გრძელდება და როგორც ჩანს დასასრული არ უდგას – ვინჩენცო მონტელას გუნდში მექანიზმი აშკარად მოიშალა და ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა. უდინეში, “როსონერი” სწრაფადვე დაწინაურდა, მაგრამ მერე მანუელ ლოკატელისა და ჯიჯი დონარუმას ორი შეცდომის შედეგად უქულოდ დარჩა. საერთოდ, ლოკატელის ბოლო დროს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ და ამბობენ, რომ მისთვის სასტარტოში მუდმივად თამაში ნაადრევია. ფაქტია, 18 წლის ფეხბურთელი ბევრ შეცდომას უშვებს. ამასობაში, ლომბარდიული გრანდი მეშვიდე ადგილზე დამკვიდრდა და ეს არათუ ჩემპიონთა ლიგის ზონის, არამედ ევროსაგზურის გარეშე დარჩენას ნიშნავს.

ჩვენდა გასახარად მორიგი გოლით გამოირჩა ლევან მჭედლიძე, რომელმაც ამჯერად “კროტონეს” შორი მანძილიდან გაუტანა. ყველა გამოცემის თანახმად, ქართველი თანაგუნდელებს შორის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. თუმცა, 78-ე წუთზე ტრავმის გამო მოედანი დატოვა. ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმე უცნობია. ლევანს მიმდინარე სეზონში 5 გოლი დაუგროვდა. სერია ა-ში კი, ეს თავის კარიერაში საუკეთესო შედეგია. თვითონ შეხვედრას რაც შეეხება – “კროტონემ” დიეგო ფალჩინელის ჰეთ-თრიქის წყალობით 4:1 მოიგო.

სხვა მატჩებიდან გამოსაყოფია “ფიორენტინასა” და “ჯენოას” უხვგოლიანი ფრე – 3:3. მასპინძლები მეორე ტაიმის სტარტზე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, მაგრამ ორი ქულა მაინც დაკარგეს. ფრედ დასრულდა დღის სასტარტო შეხვედრა “ტორინოსა” და “ატალანტას” შორის – 1:1. სინიშა მიხაილოვიჩის ამბიციური ტურინული გუნდი საშინელ ფორმაშია და ბოლო 8 შეხვედრიდან გამარჯვება ერთადერთხელ მოიპოვა იგიევ შედეგი და ანგარიში დაფიქსირდა სარდინიაზე, სადაც “კალიარიმ” და “ბოლონიამ” გოლები გაცვალეს..

“ტორინო” – “ატალანტა” 1:1 (1:0) VIDEO

ტურინი, “გრანდე ტორინო”

მაყურებელი: 19 000

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; დე სილვესტრი, როსეტინი, მორეტი, ბარეკა; ბენასი, ვალდფიორი (იტურბე 73), ობი (ბაზელი 30); იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, ძუკანოვიჩი; კონტი, გრასი (კესიე 46), ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი; პეტანია (პეშიჩი 87), გომესი (დ’ალესანდრო 85)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 იაგო ფალკე (16), 1:1 პეტანია (67)

გაფრთხილება: ფროილერი (2) – ფროილერი (2), კალდარა (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 13 (9) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ანტონიო დამატო

“კალიარი” – “ბოლონია” 1:1 (0:0)

კალიარი, სანტ ელია”

მაყურებელი: 13 000

“კალიარი” (4-3-1-2): რაფაელი; პისაჩენე, ჩეპიტელი (მანგუე 79), ბრუნო ალვეში, კაპუანო; ისლა, დესენა (სალამონი 86), ტაკჩიდისი; დი ჯენარო; ბორიელო, საუ

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; კრაფტი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა; დონსა, პულგარი, ნადი (ვივიანი 72); დი ფრანჩესკო (ვერდი 62), დესტრო (ტოროსიდისი 90), კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 0:1 დესტრო (64), 1:1 ბორიელო (90)

გაფრთხილება: საუ (6), ტაკჩიდისი (31) – მაიეტა (13), დონსა (36), ვივიანი (80)

გაძევება: ვივიანი (89), კრაფტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 4 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“კროტონე” – “ემპოლი” 4:1 (1:1) VIDEO

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 5 000

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ფერარი, ჩეკერინი, მარტელა; სტოიანი (ნალინი 90), კრისეტიჯი, ბარბერისი (კაპეცი 72), როდენი; პალადინო (ტროტა 78), ფალჩინელი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ვესელი, ბელუსკი, კოსტა, დიმარკო; კრუნიჩი, დიუსე, კროჩე; პუჩარელი (ზაიჩი 86); მარილუნგო (მაკარონე 60), მჭედლიძე (ტიამი 78)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

გოლები: 1:0 სტოიანი (24), 1:1 მჭედლიძე (39), 2:1 ფალჩინელი (56), 3:1 ფალჩინელი (90, პენ), 4:1 ფალჩინელი (90)

გაფრთხილება: ჩეკერინი (34), ფალჩინელი (57), როზი (63) – კრუნიჩი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 4 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“ფიორენტინა” – “ჯენოა” 3:3 (1:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 28 000

“ფიორენტინა” (3-4-2-1): სპორტიელო; დე მაიო, სანჩესი, ასტორი; მაქსი ოლივერა, ბადელი (ბერნარდესკი 61), ვესინო, კიეზა (ტელო 87); ილიჩიჩი (კრისტოფორო 71), ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ორბანი, კოფიე (ტაარაბტი 32), ჰილიემარკი (ნტჩამი 80), ლაზოვიჩი; ლაქსალტი, სიმეონე, პინილია (პანდევი 52)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (18), 2:0 კიეზა (51), 2:1 სიმეონე (57), 2:2 ჰილიემარკი (60), 3:2 კალინიჩი (62), 3:3 სიმეონე (86, პენ)

გაფრთხილება: ბადელი (55), ოლივერა (84), ასტორი (89) - კოფიე (28), ბურდისო (38), სიმეონე (44), ლაქსალტი (66)

გაძევება: ბერნარდესკი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (10) – 6 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დანიელე ორსატო

“სამპდორია” – “რომა” 3:2 (1:1)VIDEO

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; ბერეშჟინსკი, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბარეტო, ტორეირა, პრატი (ლინეტი 62); ბრუნო ფერნანდესი (შიკი 69); მურიელი (ჯურიჩიჩი 84), კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; რუდიგერი, ფაციო, ვერმაელენი (პარედესი 87); ბრუნო პერესი (ელ შაარავი 78), დე როსი (ტოტი 78), სტროტმანი, ემერსონი; ნაინგოლანი, პეროტი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ბრუნო პერესი (5), 1:1 პრატი (21), 1:2 ჯეკო (66), 2:2 შიკი (71), 3:2 მურიელი (73)

გაფრთხილება: ტორეირა (30), პუჯიონი (60) – ვერმაელენი (51), რუდიგერი (73), ტოტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 13 (9) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“სასუოლო” – “იუვენტუსი” 0:2 (0:2) VIDEO

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 10 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ანტეი, კანავარო, აჩერბი, პელუზო; აკვილანი, მაციტელი (დანკანი 58), პელეგრინი (დეფრელი 59); ბერარდი, მატრი (რაგუზა 75), პოლიტანო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი; კუადრადო (რინკონი 83), დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 იგუაინი (9), 0:2 ხედირა (26)

გაფრთხილება: პოლიტანო (23), მაციტელი (37), პელუზო (65) – პიანიჩი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 13 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

“უდინეზე” – “მილანი” 2:1 (1:1) VIDEO

უდინე, “დაჩია არენა”

მაყურებელი: 16 000

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ფარაონი (ანჯელა 30), დანილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა (ალი ადნანი 72), ჰალფრედსონი, იანკტო; დე პაული (ჰეტრო 90), ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო (ვანგიონი 74); კუცკა, ლოკატელი, პაშალიჩი; სუსო, ბაკა (ლაპადულა 71), ბონავენტურა (დეულოფეუ 27)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 ბონავენტურა (8), 1:1 ტერო (31), 2:1 დე პაული (73)

გაფრთხილება: სამირი (62), დე პაული (71), ანჯელა (83) - პაშალიჩი (45), რომანიოლი (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 13 (9) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ნაპოლი” – “პალერმო” 1:1 (0:1) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 34 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, მაკსიმოვიჩი, გულამი; ალანი (ზიელინსკი 55), ჟორჟინიო (პავოლეტი 63), ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“პალერმო” (4-3-3): პოსავეცი; რისპოლი, გონსალესი, გოლდანიგა, პეცელა; ბრუნო ენრიკე, იაიალო, ჩოჩევი; ქუაისონი (მორგანელა 89), ნესტოროვსკი (სუნჯიჩი 90), ტრაიკოვსკი (ალეესამი 60)

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

გოლები: 0:1 ნესტოროვსკი (6), 1:1 მერტენსი (66)

გაფრთხილება: ქუაისონი (23), ბრუნო ენრიკე (32), იაიალო (65)

გაძევება: გოლდანიგა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (13) – 2 (2) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 14:2 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: დომენიკო ჩელი

ბომბარდირები: გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 15 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 15, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 14, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 13, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 11.

თეგებისერია A
0.327373