ფეხბურთი

2:09 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკო” კვლავ ვერ ვარგობს

ლა ლიგის მეორე წრის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს 4 შეხვედრა გაიმართა. “ატლეტიკო” გასვლაზე “ალავესს” დაუპირისპირდა და ამჯერადაც ვერ შეძლო ბასკური კლუბის დამარცხება.

თანაც, უპირატესობას “ალავესი” ფლობდა და რამდენჯერმე სტუმრები სასწაულად გადაურჩნენ გაშვებულ გოლს: ბასკებმა ერთ ეპიზოდში ძელს გაარტყეს ბურთი, ხოლო ორჯერ მიგელ ანხელ მოიამ გადაარჩინა საკუთარი გუნდი უეჭველ გოლს. სტუმართაგან, ყველაზე რეალური შანსი მატჩის მიწურულს ნიკო გაიტანს ჰქონდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ პაჩეკოს მიტყუება ვერ შეძლო.

შეხვედრის ბოლო წამებზე სკანდალური ეპიზოდი მოხდა: დეივერსონმა დიეგო გოდინს სახეში შეაფურთხა და ბრაზილიელს მკაცრი სასჯელი არ ასცდება.

აშკარაა, რომ "როხიბლანკოში" ყველაფერი რიგზე ვერაა და უდიდესი ალბათობით, მადრიდელები ლა ლიგაში უმაღლესი მიზნისთვის ვეღარ იბრძოლებენ.

სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ვილიარეალმა”, რომელმაც შინ აუტსაიდერი “გრანადა” ბრუნო სორიანოს და ალვაროს გოლებით დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონას კვლავ მიუახლოვდა.

“ეიბარმა” შინ “დეპორტივოს” აჯობა, ხოლო “სელტამ” სტუმრად “ლეგანესს” მოუგო.

ვილიარეალი – გრანადა 2:0 (1:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხიო, ალვარო, ბონერა, გასპარი, ანხელი, ტრიგეროსი, ბ.სორიანო, კასტილიეხო (ლეონარდო სუარესი 80), რ.სორიანო (ადრიანი 63), ჯ.დოს სანტოსი, სანსონე (რ.ერნანდესი 87).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გრანადა (5-3-2): ოჩოა, სუნიერი (კრავეტსი 74), ჰონგლა, ინგასონი, გ.სილვა, ფოლქიერი, მალე (ატზილი 81), სამპერი, კუენკა, პონსე (ბოგა 60), ა.რამოსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 1:0 ბ.სორიანო (42), 2:0 ალვარო (73)
გაფრთხილებები: ალვარო, რ.სორიანო, ანხელი – სამპერი, გ.სილვა
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

ალავესი – ატლეტიკო 0:0

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-4-2): პაჩეკო, ფედალი, ლაგუარდია, კიკო, ტ.ერნანდესი, კამარასა (კ.სანტოსი 77), მ.გარსია, მ.ლორენტე, იბაი (მენდეში 65), ტოკერო (ვიგარაი 84), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხიმენესი (სავიჩი 56), გოდინი, ვრსალკო, ლუისი, კოკე, გაბი, კარასკო (ფ.ტორესი 62), გაიტანი, გრიზმანი, გამეირო (ა.კორეა 60).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილებები: მ.ლორენტე, დეივერსონი, მ.გარსია – ხიმენესი, გოდინი
მსაჯი: დანიელ ოკონ არაისი

ეიბარი – დეპორტივო 3:1 (2:1)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): იოელი, ლეიუნი, გალვესი, კაპა, ლუნა (პენია 65), რივერა, დ.გარსია, ადრიანი, ინუი (არბილია 71), პ.ლეონი, ენრიჩი (ბებე 90).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი, სიდნეი, არიბასი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, ბორგესი (მ.მორენო 83), გილერმე, ჩოლაკი, ხილი (ხოსელუ 73), გამა (კაკუტა 62), ანდონე.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 1:0 ადრიანი (4), 2:0 ენრიჩი (15), 2:1 ჩოლაკი (19), 3:1 ლეიუნი (72)
გაფრთხილებები: ბორგესი, ხილი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

ლეგანესი – სელტა 0:2 (0:1)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, პ.ინსუა, მანტოვანი, ვ.დიასი, მარინი, ტიმორი (ლუსიანო 53), რ.პერესი, გაბრიელი, შიმანოვსკი (სამუელი 73), უ.ლოპესი (მაჩისი 73), გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი, ფონტასი, მალიო, პლანასი, პ.ერნანდესი, რადოია, სენე (ხოზაბედი 90), ლემოსი (ხონი 79), სისტო, როსი (გუიდეტი 43).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1 ლემოსი (32), 0:2 გუიდეტი (66 პენ.)
გაფრთხილებები: გაბრიელი – ფონტასი
მსაჯი: დანიელ ხესუს ტრახილიო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142916