ფეხბურთი

14:07 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გლადბახმა” მეკარეებს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“გლადბახმა” თავის ორ მეკარეს იან ზომერს და ტობიას სიპელს ახალი კონტრაქტები გაუფორმა – იუწყება გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ძირითადი კიპერი ზომერი “კვიცების” ღირსებას 2021 წლის 30 ივნისამდე დაიცავს, ხოლო სათადარიგო მეკარე სიპელსი – 2019 წლის 30 ივნისამდე.

28 წლის ზომერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “გლადბახის” კარი 26-ჯერ დაიცვა, 39 გოლი გაუშვა და 7 მშრალი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ასევე 28 წლის სიპელსმა გერმანიის თასზე მხოლოდ 1 მატჩი ითამაშა და გოლი არ გაუშვია.

0.111718