ფეხბურთი

12:20 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ადრიან რამოსი: სეზონის ბოლომდე “გრანადაში”, ხოლო შემდეგ – ჩინეთში

“დორტმუნდის” აწ უკვე ყოფილი მოთამაშე ადრიან რამოსი სეზონის ბოლომდე “გრანადაში” ითამაშებს, ხოლო ზაფხულიდან ჩინურ “ჩუნცინ ლიფანის” შუერთდება. აღნიშნული ცნობა ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

31 წლის ფორვარდი “დორტმუნდმა” 12 მილიონ ევროდ ჩინეთში გაყიდა, თუმცა აზიაში გადაბარგებამდე ადრიანი სეზონის ბოლომდე იჯარით “გრანადასთვის” გაირჯება.

რამოსი “დორტმუნდში” 2014 წლიდან თამაშობდა და 97 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

0.123101