ფეხბურთი

2:12 | 23.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" გასეირნება, "ინტერის" მეექვსე და მჭედლიძის პირადი რეკორდი (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXI ტურში ჩვენთვის გასახარი რამ მოხდა – “ემპოლის” ლევან მჭედლიძემ მოაგებინა. ქართველმა ბოლო ხუთ შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა. ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ. რაც შეეხება სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილს – მდგომარეობა უცვლელი დარჩა. მოიგო “იუვენტუსმა” და “რომამ”. “მილანი” კი თავის მხრივ ორი საფეხურით დაქვეითდა.

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” ფლორენციული კოშმარიდან გამოსვლა მალევე მოახერხა. “ბებერმა ქალბატონმა” შინ რომის “ლაციოს” კარში ზუსტად ორჯერ დაურტყა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა დამაჯერებელი და მარტივი 3 ქულის მოსაპოვებლად. მასიმილიანო ალეგრიმ თავიდანვე აქცენტი შეტევაზე გააკეთა და ბევრისთვის გასაკვირად, ძალზე შემტევი შემადგენლობა დააყენა. თავად განსაჯეთ, “იუვეს” სასტარტოში ერთდროულად დაიწყეს თამაში გონსალო იგუაინმა, პაულო დიბალამ და მარიო მანჯუკიჩმა. ასეთი რამ ტურინელთათვის პირველად მოხდა მიმდინარე სეზონში. ამას თუ დავუმატებთ, რომ ხუან კუადრადოც ძირითადში იყო, მართლაც მეტისმეტად შემტევ შემადგენლობას მივიღებთ. ალეგრის ჩანაფიქრმა კი, თავის მხრივ სრულად გაამართა – მე-17 წუთზე “იუვე” უკვე 2:0 იგებდა და ორივე გოლში ზემოხსენებული ოთხეულის წვლილი იყო. ჯერ, მეხუთე წუთზე მანჯუკიჩმა დაუგდო თავით საჯარიმოს მოსადგომებთან დიბალას - არგენტინელმა მოულოდნელად და ეფექტურად, ერთი შეხებით გაისროლა კარისკენ. ფედერიკო მარკეტი მზად არ გახლდათ და ანგარიში გაიხსნა. მე-17 წუთზე უკვე კუადრადომ ჩააწოდა საჯარიმოში და იგუაინმა სტეფან დე ვრეის დაასწრო – 2:0. ნათელი იყო, რომ მასპინძლები ამ მატჩს მშვიდად მიიყვანდნენ გამარჯვებამდე და ასეც მოხდა. “ლაციოს” შანსიც კი არ მისცემია მთელი თამაში. “იუვენტუსმა” კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბრჭყალები და კრიტიკოსებს დაანახა, რომ ჯერ კიდევ მთავარი ბობოქარია სამშობლოში.

იტალიური “ემპოლი” გასავარდნი ზონის ზღვარზეა, მაგრამ ბოლოს სამეული იმდენად უფერულად თამაშობს, 11 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს. რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ტოსკანელები არ გავარდებიან. თავის მხრივ, “ემპოლი”, ბოლო დროს ქულებს რომ აგროვებს, პირდაპირი დამსახურებაა ლევან მჭედლიძის – ქართველმა უკანასკნელი ექვსი თამაში სასტარტოში გაატარა. ხსენებული თამაშებიდან კი, შესაძლო 15 ქულიდან ჯოვანი მარტუშიელოს გუნდმა 11 ქულა აიღო. აქედან “კალიარისთან” და “უდინეზესთან” გამარჯვებები “ემპოლიმ” მჭედლიძის გოლებით მოახერხა. გარდა ამისა, “პალერმოსთან” პენალტით მოგებულ მატჩში ნახევრად საგოლე პასი მან გააკეთა. მოკლედ, ლევანი ჩინებულ ფორმაშია და პირადი რეკორდიც გაიმეორა. აქამდე მას სერია ა-ში საუკეთესო შედეგი 4 გოლი ჰქონდა (2014-2015 წლების სეზონი) და ამ ნიშნულს უკვე უწია. რაც შეეხება უშუალოდ “უდინეზესთან” მატჩს – მასპინძლებმა კარის ჩარჩოში ზუსტად ერთადერთხელ, 82-ე წუთზე დაარტყეს. ვესელის ფლანგურ ჩაწოდებას მჭედლიძის დიდოსტატური თავური მოჰყვა. ქართველმა ჯერ ბრაზილიელ ფელიპეს მოუგო საჰაერო ორთაბრძოლა, ხოლო ბერძენ კიპერ კარნეზისს კარის გადარჩენის შანსიც არ ჰქონია. თამაშის შემდგომ მარტუშიელომ ჩვენებური აქო და ადიდა... ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ იმედია, ლევანი გააგრძელებს შედეგიან თამაშს, ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

ამასობაში კი, მილანის “ინტერს” ვეღარავინ აჩერებს და სატურნირო ცხრილში თანაქალაქელი “მილანიც” უკან მოიტოვა. “ნერაძურიმ” მიჯრით მეექვსე თამაში პალერმოში, ღრმა აუსტაიდერთან მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ სტეფანო პიოლის გუნდს კუნძულზე უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, გოლის გატანა მაინც გაუჭირდა. თუმცა, 65-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჟოაო მარიომ 3 ქულიანი ბურთი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ “ინტერნაციონალეს” მიერ მოგებული ბოლო 6 თამაშიდან ოთხში გოლიც არ გაუშვია და ესეც ნიშანდობლივია. “ინტერს” კვალში ჩაუდგა ბერგამოს “ატალანტა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე ალეხანდრო გომესის პენალტით გენუის “სამპდორიას” მოუგო – 1:0. აღსანიშნავია, რომ ჯამპიერო გასპერინის გუნდმაც “მილანი” უკან მოიტოვა.

XXI ტურის დასკვნით მატჩში “რომამ” “კალიარის” უმასპინძლა და გაჭირვებით მოიგო. თუმცა, რომაელებს დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ და უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებასაც იმსახურებდნენ. მიუხედავად ამისა, ედინ ჯეკოს კინკილა გლს მოუწიათ დაჯერება. ბოსნიელმა კი ხანგრძლივი მშრალი სერია შეწყვიტა და ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო ჩაერთო. “რომა” “იუვენტუსს” ისევ 1 ქულით ჩამორჩება.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია “სასუოლოს” გამარჯვება სტუმრად “პესკარასთან” – აღნიშნულ შეხვედრაში დუბლით გამოირჩა ბევრისგან მივიწყებული ალესანდრო მატრი. სხვათა შორის, ვეტერანმა ფორვარდმა პირველი ბურთი 58-ე წამზე გაიტანა და ეს მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლია სერია ა-ში. “კროტონემ” გასვლაზე ქულა მოიპოვა “ჯენოასთან”, მაგრამ მაინც უმძიმესია მისი სიტუაცია, ხოლო ამბიციურმა “ტორინომ”, რომელსაც ბომბარდირი ანდრეა ბელოტი აკლდა ტრავმის გამო, მორიგი უფერული მატჩი ჩაატარა და “ბოლონიასთან” უშანსოდ წააგო.

“იუვენტუსი” – “ლაციო” 2:0 (2:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (ბარძალი 74), ბონუჩი, კიელინი, ასამოა; ხედირა, პიანიჩი; კუადრადო, დიბალა (რინკონი 81), მანჯუკიჩი; იგუაინი (პიაცა 86)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი, დე ვრეი, უოლასი, რადუ (ლუკაკუ 60); პაროლო, ბილია (ჯორჯევიჩი 60), მილინკოვიჩ-სავიჩი; ლომბარდი (მურჯა 66), იმმობილე, ფელიპე ანდერსონი

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 დიბალა (5), 2:0 იგუაინი (17)

გაფრთხლება: რადუ (19), იმმობილე (26), პაროლო (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 7 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 0:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დავიდე მასა

“ბოლონია” – “ტორინო” 2:0 (1:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; კრაფტი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა; დზემაილი, პულგარი, ნადი (დონსა 78); კრეიჩი (რიცო 88), დესტრო, დი ფრანჩესკო (ვერდი 72)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა (დე სილვესტრი 46), როსეტინი, მორეტი, ბარეკა; ბენასი (მარტინესი 79), ვალდიფიორი (იტურბე 66), ბაზელი; იაგო ფალკე, ბოიე, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 დზემაილი (43), 2:0 დზემაილი (83)

გაფრთხლება: დზემაილი (38), დესტრო (63) – ბენასი (45), დე სილვესტრი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 6 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 1:6

მსაჯი: დავიდე ჯერზინი

“ემპოლი” – “უდინეზე” 1:0 (0:0) მჭედლიძის გოლი

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 500

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი (ვესელი 56), ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კროჩე, ბუჩელი, კრუნიჩი; პუჩარელი (ტელო 72); მჭედლიძე, მაკარონე (ტიამი 78)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ფარაონი, დანილო, ფელიპე, სამირი; ჰალფრედსონი (კუმსი 63), ფოფანა, იანტკო (მატოსი 85); დე პაული, ძაპატა (პერიცა 56), ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლი: 1:0 მჭედლიძე (82)

გაფრთხლება: ბელუსკი (40), პასკუალი (45), კოსტა (48), ტელო (78) - იანტკო (27), ჰალფრედსონი (33), სამირი (63), კუმსი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 5 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: კარმინე რუსო

“ჯენოა” – “კროტონე” 2:2 (1:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“ჯენოა” (3-4-2-1): ლამანა; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ედენილსონი, კატალდი, რიგონი (კოფიე 30), ლაქსალტი; ლაზოვიჩი (პანდევი 61), ოკამპოსი (პინილია 79); სიმეონე

მწვრთნელი: ივან იურიჩი

“კროტონე” (4-4-2): კორდასი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, სამპრისი; როდენი, ბარბერისი, კრისეტიჯი, სტოიანი (მარტელა 75); ტროტა, ფალჩინელი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 1:0 სიმეონე (43), 1:1 ჩეკერინი (54), 2:1 ოკამპოსი (66, პენ), 2:2 ფერარი (74)

გაფრთხლება: კატალდი (58) - როზი (34), კრისეტიჯი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 12 (7) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“პალერმო” – “ინტერი” 0:1 (0:0) VIDEO

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 16 000

“პალერმო” (3-5-1-1): პოსავეცი; ჩიონეკი, გონსალესი, გოლდანიგა; რისპოლი (დიამანტი 78), ბრუნო ენრიკე (ბალოგი 72), გაცი, იაიალო (ჩოჩევი 81), პეცელა; ქუაისონი; ნესტოროვსკი

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, მირანდა, ანსალდი; გალიარდინი, ბროჟოვიჩი; კანდრევა (სანტონი 82), ბანეგა (ჟოაო მარიო 55), პერიშიჩი (კონდოგბია 77); იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 0:1 ჟოაო მარიო (65)

გაფრთხლება: ნესტოროვსკი (19), გოლდანიგა (44), გაცი (64, 90), დიამანტი (83), ქუაისონი (90) – ანსალდი (22, 80), დ’ამბროზიო (36)

გაძევება: გაცი (90) – ანსალდი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 13 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 7:12 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“პესკარა” – “სასუოლო” 1:3 (0:1)

პესკარა, “ადრიატიკო”

მაყურებელი: 13 000

“პესკარა” (3-4-3): ბიძარი; ფორნასიერი, სტენდარდო, კოდა (ბენალი 74); კრეშენცი, კრისტანტე, ბრუნო, ბირაგი; ვერე (მემუშაი 63), ბაჰებეკი (პეპე 66), კაპრარი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა (ანტეი 54), კანავარო, აჩერბი, პელუზო; მაციტელი, პელეგრინი (დანკანი 81), აკვილანი; ბერარდი, მატრი (დეფრელი 75), პოლიტანო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 მატრი (2), 1:1 ბაჰებეკი (56), 1:2 პელეგრინი (65), 1:3 მატრი (73)

გაფრთხლება: კაპრარი (16), კოდა (20), ბრუნო (44), კრისტანტე (84) – მატრი (25), ბერარდი (39), პელეგრინი (44), ანტეი (89), პოლიტანო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 13 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ატალანტა” – “სამპდორია” 1:0 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 16 000

“ატალანტა” (3-4-2-1): ბერიშა; მაზიელო, კალდარა, ბასტონი; კონტი (ძუკანოვიჩი 61), მელეგონი (გრასი 46), ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი, გომესი (ტოლოი 88); პეტანია

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; პერეირა, სილვესტრე, სკრინიარი, პავლოვიჩი; პრატი (ჯურიჩიჩი 51), ტორეირა, ლინეტი (მურიელი 58); ბრუნო ფერნანდესი (ბუდიმირი 83); კვალიარელა, შიკი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლი: 1:0 გომესი (55, პენ)

გაფრთხლება: კურტიჩი (74) – პერეირა (28), ჯურიჩიჩი (81), სკრინიარი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 12 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 8:0

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“რომა” – “კალიარი” 1:0 (0:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 40 000

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; მანოლასი (ვერმაელენი 90), ფაციო, რუდიგერი; ბრუნო პერესი, დე როსი, სტროტმანი, ემერსონი; ნაინგოლანი (პარედესი 88), პეროტი (ელ შაარავი 81); ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“კალიარი” (4-3-2-1): რაფელი; პისაჩენე (ფარაგო 81), ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, მურუ; ისლა, ტაკჩიდისი, დესენა (ჟოაო პედრო 66); ბარელა, ფარიასი (საუ 72); ბორიელო

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლი: 1:0 ჯეკო (55)

გაფრთხლება: მანოლასი (87) - პისაჩენე (18), ჩეპიტელი (82), ბარელა (89)

გაძევება: ჟოაო პედრო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 4 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მარკო გუიდა

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 14, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 14, ედინ ჯეკო (“რომა”) – 14, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 12, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 11.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.428235