ფეხბურთი

15:20 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კავანის პსჟ-ში შედეგი გააუმჯობესა და ევროპაში დაწინაურდა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "ნანტისთან" სტუმრად მოგებულ (2:0) საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში დუბლი შეასრულა და პარიზულ გუნდში პირადი შედეგი გააუმჯობესა.

სამხრეთამერიკელს ლიგა 1-ში 20 გოლი დაუგროვდა და აქამდე "პარი სენ ჟერმენის" მაისურით ჩემპიონატში ამდენი გოლი არ გაუტანია. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში კი ედინსონი "დორტმუნდის" თავდამსხმელს პიერ-ემერიკ ობამეიანგს უკვე 4 გოლით უსწრებს.

კავანის ასევე ჩამორჩებიან პრემიერლიგიდან დიეგო კოშტა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალექსის სანჩესი, ხოლო ლა ლიგიდან ლიონელ მესი და ლუის სუარესი (ხუთივეს 14 გოლი). იტალიის ჩემპიონატში კი საუკეთესო ამ ეტაპზე მაურო იკარდია (15), ხოლო შიდა ჩემპიონატში კავანი ალექსანდრ ლაკაზეტს 5 გოლით უსწრებს.

0.109578