ფეხბურთი

2:40 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ლიდერებმა “ჩელსის” სასარგებლოდ ითამაშეს

პრემიერლიგის 23-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართა და თავიანთი მატჩები ზედა ექვსეულის ოთხმა გუნდმა ჩაატარა, მაგრამ ვერცერთმა იმარჯვა და დღეს “ჩელსის” შანსი აქვს კიდევ უფრო წინ გაიჭრას.

დღის გახსნითი შეხვედრა “ენფილდ როუდზე” შედგა, სადაც ტურის ყველაზე სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “სუონსისთან” დამარცხდა, რომელიც ამ ტურის წინ ბოლო ადგილზე იმყოფებოდა.

პირველი ტაიმი მოსაწყენად წარიმართა და გუნდებს კარის ჩარჩოში ბურთი არ მოუხვედრიათ. აი მეორე ნახევარი კი, ნეიტრალური ქომაგისთვის შესანიშნავი სანახავი გამოდგა და მაყურებელმა 5 გატანილი გოლი იხილა. მერსისაიდელებმა საწყის 7 წუთში ნამდვილი შოკი მიიღეს: 48-ე წუთზე ფერნანდო ლორენტემ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, ხოლო ოთხ წუთში თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

მასპინძლები მალევე გამოცოცხლდნენ და ლორენტეს მსგავსად, რობერტო ფირმინომაც დუბლი შეასრულა, რომელმაც 55-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, ხოლო 15 წუთში ძალიან ლამაზი გოლით გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, “წითლები” მაინც უქულოდ დარჩენენ, შეტევაში გართულებს 74-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა გამოეპარათ, რომელიც გილფი სიგურდსონმა დააგვირგვინა და “სუონსის” სენსაციური გამარჯვება მოუპოვა - 2:3.

“მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე “სტოკს” დაუპირისპირდა და მარცხს 94-ე წუთზე გადაურჩა. მასპინძლები ხუან მატას ავტოგოლით იგებდნენ და 3 ქულის აღებასთან ძალიან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ უეინ რუნიმ შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა და გარდა იმისა, რომ საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა, 250 გატანილი გოლით “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 1:1. ცნობისთვის, “წითელი ეშმაკები” ბოლოს 23 ოქტომბერს “ჩელსისთან” დამარცხდნენ (0:4). მას შემდეგ ჟოზე მოურინიოს შეგირდებს პრემიერლიგაში 13 მატჩია არ წაუგია.

ტურის ცენტრალური მატჩი “ეტიჰად სთედიუმზე” შედგა, სადაც გასულ ტურში “ევერტონთან” შერცხვენილი (0:4) “მანჩესტერ სიტი” ლონდონის “ტოტენჰემს” დაუხვდა და დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად 3 ქულის აღება ვერ მოახერხა.

მასპინძლებს პირველ ტაიმში გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ რეალიზებაში მოიკოჭლებდნენ და ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარი კი “ქალაქელებისთვის” იდეალურად დაიწყო და საწყის 10 წუთში უგო ლორისის ორ მიუტევებელ შეცდომას ლეროი სანეს და კევინ დე ბრუინის გოლები მოჰყვა.

“სიტი” კომფორტული სხვაობით იგებდა და თითქოს განსაკუთრებული პრობლემები არ უნდა შექმნოდა, რადგან “ტოტენჰემი” შეტევაში დიდად ვერ ყოჩაღობდა, მაგრამ მასპინძელთაგან განსხვავებით ლონდონელებმა თავიანთი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს და უქულოდ არ დარჩნენ: 58-ე წუთზე დელე ალიმ თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა, ხოლო 77-ე წუთზე სონმა კლაუდიო ბრავოს შორეულ კუთხეში გაუტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 2:2. აღსანიშნავია, რომ “დეზებმა” 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.

“ვესტ ჰემი” გასვლაზე “მიდლსბროს” დაუპირისპირდა და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ენდრიუ კეროლის დუბლით იმარჯვა. ინგლისელმა ფორვარდმა დებიუტშივე შეძლო გატანა, რასაც კრისტიან სტუანიმ უპასუხა, თუმცა ტაიმის ბოლოს ენდრიუმ “ჩაქუჩები” კვლავ დააწინაურა. მესამე გოლი კი, 93-ე წუთზე კეროლის ნაცვლად შემოსულმა კალერიმ გაიტანა – 1:3.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა “ევერტონმა”, რომელმაც კოულმენის გვიანი გოლით გასვლაზე “კრისტალ პალასს” აჯობა. “კანფეტებს” 5 მატჩია, რაც არ წაუგიათ.

მხიარული შეხვედრა იხილა “დინ კურტზე” შეკრებილმა პუბლიკამ, სადაც “ბორნმუთმა” და “უოტფორდმა” ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს, ხოლო “ვესტ ბრომვიჩმა” შინ აუტსაიდერ “სანდერელენდს” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ლივერპული – სუონსი 2:3 (0:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, კლავანი, ლოვრენი, კლაინი, მილნერი, ჩანი (ორიჯი 70), ჰენდერსონი, ვეინალდუმი (მატიპი 94), კოუტინიო (სტარიჯი 57), ლალანა, ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, ფ.ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი (რანხელი 79), ნოუტონი, ფერი (ფულტონი 94), კორკი, ტ.კეროლი, რუტლიჯი, სიგურდსონი, ფ.ლორენტე (ბასტონი 85).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

გოლები: 0:1, 0:2 ფ.ლორენტე (48; 52), 1:2, 2:2 ფირმინო (55; 69), 2:3 სიგურდსონი (74)
გაფრთხილებები: კლავანი – ფერი
მსაჯი: კევინ ფრენდი

ბორნმუთი – უოტფორდი 2:2 (0:1)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, მინგსი, კუკი, დანიელსი, ა.სმიტი, სურმენი, უილშირი, სტანისლასი (აფობი 74), კინგი (აიბი 74), ფრეისერი (პუგი 81), უილსონი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

უოტფორდი (3-4-1-2): გომეში, პროდლი, ქაბული, ბრიტოსი, დაკური (იგალო 88), კაპუ, ჰოლებასი, კაბასელე (კეტკარტი 85), კლევერლი, ოკაკა (ჯანმაატი 62), დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გოლები: 0:1 კაბასელე (24), 1:1 კინგი (48), 1:2 დინი (64), 2:2 აფობი (82)
გაფრთხილებები: კუკი – ჰოლებასი, ქაბული
მსაჯი: ლი მეისონი

კრისტალ პალასი – ევერტონი 0:1 (0:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (3-4-1-2): ჰენესი, დანი, დელანი, ტომკინსი, კაბაიე (ლედლი 72), პანჩონი, უარდი, შლუპი (თაუნსენდი 88), მაკარტური, რემი (ლი 61), ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ევერტონი (3-5-2): რობლესი, მორი, ჰოლგეიტი, უილიამსი, ტ.დევისი, ბერი (შნეიდერლენი 59), ბარკლი (იაგიელკა 92), კოულმენი, ბეინსი, მირალაში (ლუკმენი 72), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლი: კოულმენი (87)
გაფრთხილებები: ჰოლგეიტი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

მიდლსბრო – ვესტ ჰემი 1:3 (1:2)

მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი, გიბსონი, ესპინოსა, ჩემბერსი, ფრენდი, კლეიტონი, დე როონი, ფორშოუ (ჟესტედი 83), სტუანი (ბემფორდი 80), ა.ტრაორე, ნეგრედო.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი, ოგბონა, რიდი, ბაირამი, კრესველი, ნობლი (ე.ფერნანდესი 54), ობიანგი, ფეგული (კოლინსი 83), ლანცინი, ანტონიო, ე.კეროლი (კალერი 67).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 0:1, 1:2 ე.კეროლი (9; 43), 1:1 სტუანი (27), 1:3 კალერი (94)
გაფრთხილებები: გიბსონი, ესპინოსა – ლანცინი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ვესტ ბრომვიჩი – სანდერლენდი 2:0 (2:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკოლი, კ.დოუსონი, ბრანტი, ნიომი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, მორისონი (ლივერმორი 72), ჩადლი (მაკკლინი 81), ფილიპსი, რონდონი (რობსონ-კანუ 87).
მწვრთნელი: ტონი პულისი

სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე, ჯილობოჯი, ოში, ვან აანჰოლტი, ჯონსი, როდუელი, დენაიერი (ბორინი 79), ჰანიმენი, იანუზაი (ანიჩებე 66), ლარსონი, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 1:0 დ.ფლეტჩერი (30), 2:0 ბრანტი (36)
გაფრთხილებები: ნიომი – ჰანიმენი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

სტოკი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (1:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, შოუკროსი, ინდი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ადამი (აფელაი 63), ველანი, არნაუტოვიჩი (იმბულა 88), ალენი, შაქირი (ნგოი 73), კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა, ჯონსი, სმოლინგი, ბლინდი, ა.ვალენსია, ფელაინი (რეშფორდი 56), ერერა, პოგბა, მხიტარიანი (ლინგარდი 73), მატა (რუნი 67), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 მატა (19 ს.კ.), 1:1 რუნი (94)
გაფრთხილებები: არნაუტოვიჩი, გრანტი, პიტერსი, ალენი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

მანჩესტერ სიტი – ტოტენჰემი 2:2 (2:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ბრავო, ოტამენდი, კოლაროვი, ზაბალეტა, კლიში (სტოუნზი 84), ტურე, სილვა (დელფი 90), დე ბრუინი, სტერლინგი (გაბრიელ ჟეზუსი 82), სანე, აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, ალდერვეირელდი (ვინკსი 65), ვიმერი (სონი 46), დაიერი, დემბელე (სისოკო 79), ვანიამა, უოლკერი, როუზი, ერიკსენი, ალი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 სანე (49), 2:0 დე ბრუინი (54), 2:1 ალი (58), 2:2 სონი (77)
გაფრთხილებები: კოლაროვი, ოტამენდი – ვიმერი, დაიერი, ალი, ვანიამა
მსაჯი: ანდრე მარინერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119591