ფეხბურთი

19:27 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიას ევრო 2024-ის მასპინძლობა სურს

გერმანიას ევრო 2024-ის მასპინძლობა სურს. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა უეფას ოფიციალურად მიმართა. როგორც ცნობილი გახდა, ალემანების ქვეყანაში 10 სტადიონი უკვე მზადაა, რომ ევროფორუმი მიიღოს.

გერმანიის გარდა კონტინენტის პირველობის მასპინძლობის სურვილს თურქეთი, დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთიც გამოთქვამენ, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

გერმანიას დიდი ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება არ აკლია. ბოლოს ამ ქვეყანაში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი ჩატარდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატი უკანასკნელად 1988 წელს გაიმართა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრა და ასევე, ერთი მეოთხედფინალური მატჩი მიუნხენში გაიმართება.

თეგებიევრო 2024
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103838