ფეხბურთი

18:12 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დეპაი საფრანგეთში

ჰოლანდიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მემფის დეპაი კარიერას ლიონის “ოლიმპიკში” გააგრძელებს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის ფინანსური დეტალები, მაგრამ გავრცელებული ცნობით, “ლომებმა” “წითელ ეშმაკებს” 16.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც მომავალში ბონუსის სახით კიდევ 8 მილიონი დაემატება. დეპაი საფრანგეთში 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, 22 წლის ჰოლანდიელი “მანჩესტერში” 2015 წლის ზაფხულში პსვ ეინდჰოვენიდან 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, მაგრამ საწყის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, “ოლდ ტრაფორდზე” თავი ვერ გამოიჩინა.

მთლიანობაში დეპაიმ “იუნაიტედის” რიგებში 52 ჩატარებულ მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

0.119483