ფეხბურთი

23:34 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” სოლერი დააწინაურა

კარლოს სოლერი პარასკევიდან “ვალენსიას” პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი იქნება – იუწყება ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

20 წლის ნახევარმცველი აქამდე ახალგაზრდული კლუბის წევრი იყო. ის “ღამურების” ძირითად გუნდში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და კარგი თამაშით ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქცია. სოლერის გამოსასყიდი თანხა 8 მილიონი ევროს ნაცვლად, 30 იქნება.

სოლერმა “ვალენსიას” პირველ გუნდში 6 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, ხოლო ახალგაზრდულ გუნდში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111221