ფეხბურთი

23:05 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლეგანესმა” გარსია დაიმატა

ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი სამუ გარსია კარიერას “ლეგანესში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია კასტილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

26 წლის ფეხბურთელი “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქეზე” 2017 წლის 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს.

სამუმ მიმდინარე სეზონში ყაზანური კლუბის მაისური 15-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა. მას “რუბინთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117012