ჭადრაკი

22:45 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მოჭადრაკეები დაწყვილდნენ

მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მოჭადრაკეები დაწყვილდნენ და ათი თებერვლიდან ხუთი მარტის ჩათვლით ირანის დედაქალაქ თეირანში იასპარეზებენ.

ჩემპიონატის 64 მონაწილეს შორის რვა ქართველია. მათგან ყველაზე რთული მეტოქე ნინო ხურციძეს შეხვდა, რომელიც ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ნატალია ჟუკოვას დაუპირისპირდება. ოცდამეთორმეტედფინალის დასრულების შემდეგ ჩემპიონატს მინიმუმ ერთი ქართველი მოჭადრაკე დაემშვიდობება, რადგან კენჭისყრამ პირველივე წრეში ერთმანეთს ნინო ბაციაშვილი და სოფო გვეტაძე შეახვედრა.

ჩემპიონატის საზეიმო გახსნის დროს კენჭისყრით გაირკვევა, თუ პირველ პარტიაში თეთრი ფიგურებით რომელი მოჭადრაკე ითამაშებს.

გთავაზობთ ჩემპიონატის წყვილებს ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნანა ძაგნიძე - მონა ხალედი (ეგვიპტე)

ნინო ბაციაშვილი - სოფო გვეტაძე

ლელა ჯავახიშვილი - პამ ნგუენი (ვიეტნამი)

ბელა ხოტენაშვილი - ოლგა ზიმინა (იტალია)

სალომე მელია - ეკატერინა ატალიკი (თურქეთი)

ნინო ხურციძე - ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)

სოფო გურამიშვილი - სარასადატ ხადემალშარეხი (ირანი)

1/32 ფინალი

11 – 13 თებერვალი

1/16 ფინალი

14 – 16თებერვალი

1/8 ფინალი

17-19თებერვალი

1/4 ფინალი

20-22თებერვალი

ნახევარფინალი

23-25თებერვალი

26 თებერვალი დასვენების დღე

ფინალი

27 თებერვალი-3 მარტი

4 მარტი-ჩემპიონატის საზეიმო დახურვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი ნოკაუტ სისტემით ტარდება. წყვილებში წაგებული ტურნირს ეთიშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104484