ფეხბურთი

19:50 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “რეალის” თამაშზე პასუხისმგებელი ვარ”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “სელტასთან” (1:2) სამეფო თასზე განცდილ მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მისი განცხადებით, გუნდი ამ სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის და ისე გააგრძელებს თამაშს, როგორც ეს ადრე იყო.

“არ გამკვირებია “სელტას” ასეთი თამაში, რადგან კარგი გუნდია. ჩვენ რაც შეგვეხება, არ მაშინებს ის ფაქტი, რომ ზედიზედ ორი თამაში წავაგეთ. უნდა დავმშვიდდეთ და გავაგრძელოთ ისე მუშაობა, როგორც ეს იყო ერთი კვირის წინ. გუშინდელი თამაში კი, უნდა დავივიწყოთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით სამეფო თასის მოსაპოვებლად.

მე პასუხისმგებელი ვარ გუნდის თამაშზე და გამოსავალს ვიპოვით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სევილიაში მარცხმა გუნდზე ცუდი ზეგავლენა მოახდინა”, - განაცხადა ზიდანმა.

“რეალისა” და “სელტას” განმეორებითი მატჩი 25 იანვარს, ვიგოში ჩატარდება. შეგახსენებთ, “რეალს” 40 თამაში არ ჰქონდა წაგებული, მაგრამ ბოლო 4 დღეში ორი შეხვედრა დათმო. ისიც აღსანიშნავია, რომ ზიდანის ხელში მადრიდელებს 2 წაგება 1 წლის განმავლობაში ჰქონდათ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10836