კალათბურთი

17:17 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დელტა” ლაფანაშვილმა ჩაიბარა

კალათბურთში ,,ა’’ ლიგის მონაწილე მარნეულის ,,დელტას’’ მთავარ მწვრთნელად ვეტერანი კალათბურთელი ლექსო ლაფანაშვილი დაინიშნა, რომელიც პარალელურად ზაზა ფაჩულიას საკალათბურთოა აკადემიაში ბავშვებს ავარჯიშებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს თავად ლაფანაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლაფანაშვილამდე ,,დელტას’’ ირაკლი მაისურაძე ავარჯიშებდა, რომელიც გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაში დაეხმარა და ,,ა’’ ლიგის საგზური მოაპოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111098