ფეხბურთი

22:08 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო კარიერას ასრულებს

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელი ფეხბურთელი ჩაბი ალონსო კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს. Bild-ის ცნობით, ესპანელმა ამის შესახებ უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას.

აქამდე არაერთი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ 35 წლის ნახევარმცველი კარიერას ამერიკაში გააგრძელებდა, თუმცა მან თავადვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია.

ალონსოს კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია: “რეალ სოსიედადი”, “ლივერპული”, “რეალი” და “ბაიერნი” - რაც შეეხება ტიტულებს, მოპოვებული აქვს 16 მნიშვნელოვანი ტიტული. 2-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ასევე 2-ჯერ გერმანიის ჩემპიონი, ამდენჯერვე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. იგი ორგზის ევროპისა და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118687