ფეხბურთი

23:35 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: “არ ვიცი ფეხბურთელები ჩინეთში რატომ მიდიან”

მიუნხენის “ბაიერნთან” არიენ რობენმა გუშინ ახალი კონტრაქტი გააფორმა. 33 წლის რობენმა ამით საბოლოოდ გამორიცხა, რომ თითქოს ისიც ჩინეთში აპირებდა კარიერის გაგრძელებას.

რობენმა ფრანგულ L"Equipe-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ მიდიან ფეხბურთელები ჩინეთში სათამაშოდ.

“არ მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებიც 27-28 წლის ასაკში სათამაშოდ ჩინეთში მიდიან. ამ დროს ფეხბურთელი კარიერის პიკზეა და ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. ისინი ფიქრობენ, რომ იქ 4-5-ჯერ მეტ ანაზღაურებას მიიღებენ, ვიდრე ევროპაში, მაგრამ პირადად ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა მოტივაცია და პირველ ადგილზე ყოველთვის საფეხბურთო მიღწევები იდგა. ჩინეთში წასვლა ნიშნავს კარიერის დასასრულს”, - განაცხადა რობენმა.

რობენს “ბაიერნთან” ხელშეკრულება 2017 წელს ეწურებოდა, მაგრამ ახალი პირობის თანახმად გერმანიაში 2018 წლამდე დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113819