ფეხბურთი

3:42 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი განსხვავებული ტაიმი და "მილანის" გადარჩენილი ქულა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XX ტურის დასკვნითი მატჩი “ტორინოსა” და “მილანს” შორის თვალსასეირო სანახავი გამოდგა. ორი განსხვავებული ტაიმი და ორი სცენარი – ასეთი იყო “გრანდე ტორინოზე” გამართული მატჩი.

შეხვედრა აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და უკვე 25-ე წუთზე სერიოზული უპირატესობა მიიღეს. ჯერ გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ანდრეა ბელოტიმ გახსნა ანგარიში, 4 წუთში კი, მარკო ბენასიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და თითქოს სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს სამი ქულა გარანტირებული ჰქონდა. ეს რეალური კიდევ უფრო მას შემდგომ გახდა, რაც 32-ე წუთზე “როსონერის” კარში პენალტი დაინიშნა. თუმცა, ადემ ლიაიჩმა საშინლად დაარტყა და ჯანლუიჯი დონარუმას გადახტომაც კი არ მოუწია, რომ თერთმეტრიანი მოეგერიებინა.

სრულიად განსხვავებული გამოდგა მეორე ნახევარი – თუ პირველ 45 წუთში “ტორინომ” მეტოქე აშკარად დაჯაბნა, მეორე ტაიმში უკვე “მილანი” გამოიყურებოდა მასპინძლებზე უკეთ. განსაკუთრებით საწყის 15 წუთში. ეს შედეგშიც აისახა – მე-60 წუთისთვის ვინჩენცო მონტელას გუნდმა გაათანაბრა. ანდრეა ბერტოლაჩიმ და კარლოს ბაკამ პენალტით შესძლეს “როსონერისთვის” ქულის გადარჩენა.

აღნიშნული მატჩის შედეგით ძალზე გაბრაზებული გახლდათ სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც ფიცხი ხასიათით ყოველთვის გამოირჩეოდა. მისი განცხადებით, მოცემულ ვითარებაში გუნდმა ევროპა ლიგის საგზურზე აღარც უნდა იფიქროს. ვინჩენცო მონტელას გუნდმა კი დაკარგული 2 ქულით სამეულისკენ გზა ოდნავ გაირთულა.

“ტორინო” – “მილანი” 2:2 (2:0) VIDEO

ტურინი, “გრანდე ტორინო”

მაყურებელი: 19 000

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, ბარეკა; ბენასი (ბაზელი 81), ვალდიფიორი (ლუკიჩი 67), ობი (იტურბე 61); იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, კალაბრია (ვანგიონი 87); პაშალიჩი, ლოკატელი, ბერტოლაჩი (კუცკა 74); სუსო, ბაკა, ბონავენტურა (ნიანგი 84)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ბელოტი (21), 2:0 ბენასი (26), 2:1 ბერტოლაჩი (55), 2:2 ბაკა (60, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: ლიაიჩი (32, მეკარე)

გაფრთხილება: მორეტი (40), ბელოტი (50), ობი (57), როსეტინი (59), იაგო ფალკე (80) – ლოკატელი (25), რომანიოლი (45, 89)

გაძევება: რომანიოლი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 15 (7) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 14, ედინ ჯეკო (“რომა”) – 13, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 13, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 12, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 11.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.188867