ფეხბურთი

3:11 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონამ” გაილაღა, “ატლეტიკოს” გაუჭირდა

ლა ლიგის მე-18 ტურის პირველ სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. “ბარსელონა” “ნოუ კამპზე” “ლას პალმასს” დაუხვდა და ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა.

“ლას პალმასი” ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ გახლავთ და კანარელებმა მიმდინარე სეზონში ბევრი ძლიერი გუნდი გაამწარეს (მათ შორის “რეალთანაც” არ წააგეს), მაგრამ “ნოუ კამპზე” ვერაფერი გააწყეს და უშანსოდ განადგურდნენ.

ანგარიში მე-15 წუთზე ლუის სუარესმა ანდრე გომეშის გადაცემით გახსნა. მასპინძლებს საწყის 45 წუთში კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ სხვაობის გაზრდა, მაგრამ შედეგი არ შეცვლილა.

სამაგიეროდ, “ბარსელონამ” მეორე ნახევარში შეძლო ის, რითაც საკუთარ გულშემატკივრებს ასიამოვნებს. კატალონიელებმა მეტოქე არ დაინდეს და კიდევ ოთხი ბურთი გაუტანეს.

სხვაობა 52-ე წუთზე ლიონელ მესიმ გაზარდა, რომელმაც ხავი ვარასის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა კანარელებს პირველად გაუტანა. ხუთ წუთში კვლავ ლუის სუარესის ჯერი დადგა, რომელმაც ვარასს შორეულ კუთხეში გაუტანა. ორ წუთში კი, არდა თურანმაც შეაგდო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ნეიმარის ნაცვლად იყო. სტუმართა წვალებას ბოლო ალეიშ ვიდალმა მოუღო, რომელმაც ცვლილებაზე შემოსული პაკო ალკასერის გადაცემა შეირგო და მე-80 წუთზე გამოზომილი დარტყმით ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 5:0.

“ატლეტიკომ” შინ “ბეტისი” მიიღო და სამი ქულა ბრძოლაში მოიპოვა. მადრიდელები ნიკო გაიტანმა შეხვედრის დებიუტშივე დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და ბოლომდე ნერვიულობა მოუწიათ - 1:0.

დღის დანარჩენი ორი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ლეგანესი – ბილბაო 0:0

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): ჩამპანიე, მანტოვანი, პ.ინსუა, მარინი, ვ.დიასი, რ.პერესი, ტიმორი, ომარი (შიმანოვსკი 44), გაბრიელი, მაჩისი (ლუსიანო 74), გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ბოვედა, ლეკუე, ბალენსიაგა, სან ხოსე (ბენიატი 46), იტურასპე, რ.გარსია, მუნიაინი (დე მარკოსი 85), უილიამსი (სუსაეტა 57), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გაფრთხილებები: ვ.დიასი, რ.პერესი, პ.ინსუა – ადურისი, რ.გარსია, ბენიატი
მსაჯი: ხაიმე ლატრე

ბარსელონა – ლას პალმასი 5:0 (1:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, უმტიტი, მასკერანო, ვიდალი, ალბა, ბუსკეტსი (მატიე 74), გომეში (რაკიტიჩი 74), რაფინია, თურანი, მესი, ლ.სუარესი (ალკასერი 68).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ლას პალმასი (4-3-3): ვარასი, დ.გარსია (აიტამი 34), ლემოსი, მასედო, ლოპეში, ვ.გომესი (მ.გარსია 63), ვიერა, მესა, ელ ჟარი (ლივაია 74), ტანაუსუ, ბოატენგი.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0, 3:0 ლ.სუარესი (15; 57), 2:0 მესი (52), 4:0 თურანი (59), 5:0 ვიდალი (80)
გაფრთხილებები: რაფინია, მასკერანო, გომეში – მესა, ლოპეში, ბოატენგი, ლივაია
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ატლეტიკო – ბეტისი 1:0 (1:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): მოია, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ვრსალკო, გაბი, საული, კოკე, გაიტანი (კარასკო 63), ფ.ტორესი (გამეირო 70), გრიზმანი (ხიმენესი 93).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბეტისი (5-3-2): ადანი, დონკი, პაცელა, ხ.კარლოსი (ლეივა 70), დურმისი, პიცინი, ბრასანაჩი (ხოაკინი 66), მარტინი, სებალიოსი, ალეგრია (ზოზულია 82), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლი: გაიტანი (8)
გაფრთხილებები: პიცინი, ალეგრია, სებალიოსი
მსაჯი: კლოს გომესი

დეპორტივო – ვილირეალი 0:0

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი, სიდნეი, არიბასი, ლაურე, ფ.ნავარო, ბორგესი, გილერმე, ლუისინიო, ჩოლაკი, მ.მორენო (ვალე 78), ანდონე (ხოსელუ 83).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, ალვარო, რუისი, გასპარი, ანხელი, ტრიგეროსი, ბ.სორიანო, კასტილიეხო, ჯ.დოს სანტოსი, პატო (ნ’დიაიე 86), ბორე (მ.გონსალესი 68).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გაფრთხილებები: ტრიგეროსი
მსაჯი: დანიელ ოკონ არაისი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.218006