ფეხბურთი

1:33 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" მეხუთე

მილანის “ინტერმა” მოგებათა სერია გააგრძელა და სატურნირო ცხრილში წინსვლას განაგრძობს – სტეფანო პიოლის გუნდი ახლა მესამე ადგილს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. “ნერაძურის” XX ტურში საკუთარ მოედანზე ვერონას “კიევოსთან” თამაში მოუწია და გამარჯვება მატჩის მიწურულს მოიპოვა. როგორც წინა ტურში, ამჯერადაც მთავარი გმირი ხორვატი ივან პერიშიჩი გახდა. ბალკანელმა ფეხბურთელმა 86-ე წუთზე გაიტანა, როცა ტაბლოზე საყაიმო ანგარიში იყო დაფიქსირებული.

აღნიშნულ შეხვედრაში თავდაპირველად “კიევო” დაწინაურდა, რომელმაც ვეტერანი სერჯო პელისიერის გოლით ტაიმი საერთოდ მოიგო. “ინტერნაციონალემ” 69-ე წუთზე გაათანაბრა. თავი მაურო იკარდიმ გამოიჩინა, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 15 გატანილი გოლი დაუგროვდა. სხვათა შორის, აღნიშნულ ციფრს მაურომ მიჯრით მესამე სეზონში უწია და კრისტიან ვიერისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მერე “ნერაძურის” პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ამის გახერხება შეძლო. პერიშიჩის გოლზე გითხარით და წერტილი მსაჯის კომპესირებულ დროში ედერმა დასვა – 3:1.

აღსანიშნავია, რომ “ინტერმა” ზედიზედ მეექვსე საშინაო მატჩი მოიგო და ეს საუკეთესო სერიაა 2011 წლის შემდეგ.

XX ტურის სასტარტო მატჩში კი, ღრმა აუტსაიდერმა “კროტონემ” შინ “ბოლონიასთან” 0:1 წააგო და სერია ბ-ეში გავარდნისგან სასწაული თუ იხსნის.

“კროტონე” – “ბოლონია” 0:1 (0:0)

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 5 000

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი (ნვანკვო 77), კაპეცი (ნალინი 57), კრისეტიჯი, პალადინო; ტროტა (გნაჰორი 65), ფალჩინელო

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ტოროსიდისი (კრაფტი 29), მაიეტა, გასტალდელო (ოიკონომუ 42), მაზინა; ნადი, ვივიანი (პულგარი 83), დზემაილი; დი ფრანჩესკო, დესტრო, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლი: 0:1 დზემაილი (51)

გაფრთხილება: პალადინო (4), ფალჩინელი (68) – გასტალდელო (41), მაზინა (71), მაიეტა (76), ნადი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 11 (7) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“ინტერი” – “კიევო” 3:1 (0:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 42 000

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, მირანდა, ანსალდი (ედერი 60); გალიარდინი, კონდოგბია; კანდრევა (პალასიო 82), ჟოაო მარიო (ბანეგა 70), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; ფრეი (სპოლი 61), დაინელი, გამბერინი, გობი; კასტრო (დე გუზმანი 73), რადოვანოვიჩი, ბასტიენი; ბირსა (იცკო 46); მეჯორინი, პელისიერი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 0:1 პელისიერი (34), 1:1 იკარდი (69), 2:1 პერიშიჩი (86), 3:1 ედერი (90)

გაფრთხილება: ბირსა (32), რადოვანოვიჩი (64), სპოლი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (14) – 4 (4) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 12:2 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 13, ედინ ჯეკო (“რომა”) – 13, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 12, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 11, ჩირო იმობილე (“ლაციო”) – 10, ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”) – 9.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137168