ფეხბურთი

23:50 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ლონდონელების დღე

პრემიერლიგის 21-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა. წარმატებული დღე გამოდგა ლონდონური კლუბებისთვის. ხუთიდან ოთხმა დედაქალაქურმა კლუბმა გამარჯვება მოახერხა, ხოლო “კრისტალ პალასი” თანაქალაქელ “ვესტ ჰემთან” დამარცხდა.

დღის და ტურის გახსნითი შეხვედრა “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართა, სადაც შესანიშნავ ფორმაში მყოფმა “ტოტენჰემმა” ყველასთვის უხერხული მეტოქე “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და შავი დღე აყარა. მასპინძელთაგან ჰეთ-თრიკით გამოირჩა ჰარი კეინი, ხოლო ერთი ბურთი მაკოლიმ საკუთარ კარში გაიტანა – 4:0. “დეზებმა” ზედიზედ მეექვსედ იმარჯვეს.

ამავე ანგარიშით მოიგო “არსენალმა”, რომელმაც გასვლაზე გათამაშების აუტსაიდერი “სუონსი” გაანადგურა. ლონდონელებმა ტაიმი ოლივიე ჟირუს გოლით მოიგეს. მეორე ტაიმში, “გედები” მეტოქეს 3 ქულის მოპოვებაში სერიოზულად დაეხმარნენ და ორი ავტოგოლი გაიტანეს. ბოლოს კი, ალექსის სანჩესმაც შეაგდო – 0:4.

“ვესტ ჰემმა” თანაქალაქელ “კრისტალ პალასს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 68-ე წუთამდე 0:0 იყო, მასპინძლებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს. ანგარიში სოფიან ფეგულიმ გახსნა, ათ წუთში კი ენდრიუ კეროლმა ულამაზესი “მაკრატელათი” სხვაობა გაზარდა. მატჩის საბოლოო წერტილი ლანცინიმ დასვა, რომელმაც 86-ე წუთზე ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ჩელსი” სტუმრად მოქმედ ჩემპიონს “ლესტერს” დაუპირისპირდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. აღსანიშნავია, მარკოს ალონსოს დუბლი, ხოლო მესამე გოლი პედროს ანგარიშზეა, რომელმაც მისი და ვილიანის მშვენიერი კომბინაცია დააგვირგვინა – 0:3. ლონდონელები გათამაშებას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობენ.

“ჰალმა” შინ “ბორნმუთი” დაამარცხა და ბოლო ადგილს დააღწია თავი. “სტოკმა” სტუმრად “სანდერლენდი” გაანადგურა, “ბარნლიმ” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონს” აჯობა, ხოლო “უოტფორდის” და “მიდლსბროს” შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ტოტენჰემი – ვესტ ბრომვიჩი 4:0 (2:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, ვერტონგენი (ბ.დევისი 64), ალდერვეირელდი, დაიერი, დემბელე (ვინკსი 83), ვანიამა, უოლკერი, როუზი, ალი, ერიკსენი, კეინი (სონი 90).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკოლი, ოლსონი, ბრანტი (მაკკლინი 54), კ.დოუსონი, დ.ფლეტჩერი, იაკობი, ფილიპსი (ფიელდი 90), მორისონი, ჩადლი (რობსონ-კანუ 62), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0, 3:0, 4:0 კეინი (12; 77; 82), 2:0 მაკოლი (26 ს.კ.)
გაფრთხილებები: ოლსონი, მაკოლი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბარნლი – საუთჰემპტონი 1:0 (0:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, მი, კინი, იარდი, ლოუტონი, მარნი (ბარტონი 73), ჰენდრიკი, დეფური (ვოკსი 74), ბოიდი, ა.გრეი (ტარკოვსკი 87), ბარნესი.
მწვრთნელი: სეან დიჩი

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ვან დეიკი, იოშიდა, სოარეში, ბერტრანი, რომეუ, უარდ-პროუსი, ჰიობერგი, რედმონდი (სიმსი 80), ტადიჩი (ჯ.როდრიგესი 68), ლონგი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლი: ბარტონი (78)
გაფრთხილებები: მარნი – იოშიდა, რომეუ
მსაჯი: პოლ ტერნი

ჰალი – ბორნმუთი 3:1 (1:1)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (3-4-1-2): იაკუპოვიჩი, მ.დოუსონი, მაგუიერე, კ.დევისი, კლუკასი, ჰადლსტოუნი, დიომანდე, რობერტსონი, მეისონი (ლივერმორი 86), სნოდგრასი (ევანდრო 76), ა.ერნანდესი (ნიასე 83).
მწვრთნელი: მარკო სილვა

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, კუკი, მინგსი, დანიელსი, ა.სმიტი, არტერი, სურმენი, ფრეისერი (კინგი 55), უილშირი, სტანისლასი (პუგი 69), აფობი (უილსონი 55).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 0:1 სტანისლასი (3 პენ.), 1:1, 2:1 ა.ერნანდესი (32; 50), 3:1 მინგსი (62 ს.კ.)
გაფრთხილებები: ა.სმიტი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

სანდერლენდი – სტოკი 1:3 (1:3)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (3-4-3): მანონე, ოში, დენაიერი, ჯილობოჯი, როდუელი, ლარსონი, ლოვი, ვან აანჰოლტი, იანუზაი, ბორინი, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, ინდი, შოუკროსი, პიტერსი, გ.ჯონსონი, ადამი (აფელაი 68), ველანი, შაქირი (ნგოი 89), ალენი, არნაუტოვიჩი, კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 0:1, 0:2 არნაუტოვიჩი (15; 22), 0:3 კრაუჩი (34), 1:3 დეფო (40)
გაფრთხილებები: ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი, იანუზაი – ადამი
მსაჯი: მაიკლ დინი

სუონსი – არსენალი 0:4 (0:1)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ფ.ფერნანდესი, მოუსონი, ნოუტონი, კიგსლი, კორკი (მაკბარნი 71), დაიერი (ფერი 55), სიგურდსონი, ფ.ლორენტე (ბასტონი 70).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, პაულისტა, მონრეალი, რემსი, ჯაკა, ოზილი (ლ.პერესი 79), სანჩესი (უელბეკი 79), ივობი, ჟირუ (ჩემბერლენი 60).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ჟირუ (37), 0:2 კორკი (54 ს.კ.), 0:3 ნოუტონი (67 ს.კ.), 0:4 სანჩესი (73)
გაფრთხილებები: კი, ფერი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

უოტფორდი – მიდლსბრო 0:0

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (3-4-1-2): გომეში (პანტილიმონი 66), ბრიტოსი, პროდლი, ქაბული, ბეჰრამი (კლევერლი 77), კაპუ, კაბასელე, ჰოლებასი (ზუნიგა 89), დაკური, ოკაკა, დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

მიდლსბრო (5-3-2): ვალდესი, გიბსონი, ჩემბერსი, ესპინოსა, ფრენდი, ფაბიო, ლიდბიტერი, ფორშოუ, დე როონი, სტუანი (ჟესტედი 65), ნეგრედო.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

გაფრთხილებები: ოკაკა, ბრიტოსი, დინი – ფაბიო
მსაჯი: ჯონათან მოსი

ვესტ ჰემი – კრისტალ პალასი 3:0 (0:0)

ლონდონი, “ოლიმპიკ სთედიუმი”

ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი, რიდი, კოლინსი, ოგბონა (ბაირამი 46), ობიანგი, ნობლი, ანტონიო (ა.ფლეტჩერი 89), კრესველი, ლანცინი (ე.ფერნანდესი 87), ფეგული, კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, ტომკინსი, მაკარტური (ლი 70), ლედლი (შლუპი 81), პანჩონი, კაბაიე, თაუნსენდი (რემი 70), ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 ფეგული (68), 2:0 კეროლი (79), 3:0 ლანცინი (86)
გაფრთხილებები: ნობლი, კეროლი, ბაირამი, ლანცინი – ლედლი, იარდი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

ლესტერი – ჩელსი 0:3 (0:1)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (3-5-2): შმეიხელი, ჰუტი (ოკაზაკი 60), ფუქსი, მორგანი, ნდიდი, მენდი, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი (სიმპსონი 77), ჩიუელი, ვარდი, მუსა (დ.გრეი 71).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, მატიჩი, კანტე, მოზესი, ალონსო, ვილიანი (ბაჩუაი 84), პედრო (ლოფტუს-ჩიკი 84), აზარი (ფაბრეგასი 79).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1, 0:2 ალონსო (6; 51), 0:3 პედრო (71)
გაფრთხილებები: ფუქსი
მსაჯი:
ანდრე მარინერი

0.172818