ფეხბურთი

2:33 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოპა დელ რეი: “ბარსელონამ” რევანში აიღო და შემდეგ ეტაპზეა

სამშაბათს და ოთხშაბათს ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის 5 შეხვედრა გაიმართა. სამშაბათს მხოლოდ ერთი მატჩი შედგა: “ატლეტიკომ” შინ “ლას პალმასი” მიიღო და მოულოდენლად 2:3 დამარცხდა, თუმცა მადრიდელებს გასვლაზე ორი უპასუხო ბურთი ჰქონდათ გატანილი და 1/4 ფინალში გავიდნენ.

ოთხშაბათის ყველაზე საინტერესო ჯახი კი, “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ბარსელონამ” “ბილბაო” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა, სრულფასოვანი რევანში აიღო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და შედეგიც სამართლიანია. კატალონიელებმა ტაიმი ლუის სუარესის ძალიან ლამაზი გოლით მოიგეს და ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ურუგვაელს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს. იმ ეპიზოდში შეხვედრის მთავარმა მსაჯმა არარსებული თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ნახევარიც “ბლაუგრანასთვის” დიდებულად დაიწყო და ნეიმარმა 48-ე წუთზე პენალტით სხვაობა გაზარდა, თუმცა სამ წუთში საბორიტმა ორი მატჩის ჯამში სხვაობა თანაბარი გახადა. გადამწყვეტი სიტყვა კვლავ ლიონელ მესიმ თქვა, რომელმაც 78-ე წუთზე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და თავის გუნდი 1/4 ფინალში გაიყვანა – 3:1.

აღსანიშნავია, რომ მესი ზედიზედ მესამე თამაშია ჯარიმას იტანს.

“ვილიარეალმა” შინ “სოსიედადი” მიიღო, ვერაფერი დააკლო და ტურნირს დაემშვიდობა. “ალავესმა” საკუთარ მოედანზე “დეპორტივოსთან” სასურველ ფრეს მიაღწია და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა, ხოლო “ალკორკონმა” გასვლაზე “კორდობას” აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

10 იანვარი

ატლეტიკო – ლას პალმასი 2:3 (0:0) პირველი მატჩი 2:0

გოლები: 1:0 გრიზმანი (49), 1:1, 2:2 ლივაია (57; 89), 2:1 კორეა (61), 2:3 მ.გარსია (93)

11 იანვარი

ბარსელონა – ბილბაო 3:1 (1:0) პირველი მატჩი 1:2

გოლები: 1:0 ლ.სუარესი (35), 2:0 ნეიმარი (48 პენ.), 2:1 საბორიტი (51), 3:1 მესი (78)

ალავესი – დეპორტივო 1:1 (1:1) პირველი მატჩი 2:2

გოლები: 1:0 მენდეში (45), 1:1 არიბასი (62)
გაძევება: ტ.ერნანდესი (47 ა.)

კორდობა – ალკორკონი 1:2 (1:0) პირველი მატჩი 0:0

გოლები: 1:0 პიოვაკარი (9), 1:1 დ.როდრიგესი (51), 1:2 ალეხო (68)

ვილიარეალი – სოსიედადი 1:1 (1:1) პირველი მატჩი 1:3

გოლები: 0:1 ოიარზაბალი (15), 1:1 რ.სორიანო (45)
გაძევება: სანსონე (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112197