ფეხბურთი

2:30 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" წელი რეკორდით დაიწყო, "ინტერმა" სერია გააგრძელა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 2017 წლის სასტარტო, ისე კი, პირველი წრის ბოლო ტურში ცვლილებები არ მომხდარა – ყველა ლიდერმა მოიგო. გუშინ “ნაპოლიმ”, დღეს კი, “იუვენტუსმა”, “რომამ”, “ინტერმა”, “მილანმა” და “ლაციომ”.

თავდაპირველად მოქმედ ჩემპიონზე ვთქვათ – ტურის დასკვნით მატჩში “იუვენტუსმა” “ბოლონია” მიიღო და ისე ადვილად დაამარცხა, თითქოს მოედანზე მარტო ყოფილიყო. ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა. გონსალო იგუაინმა და პაულო დიბალამ დალაშქრეს ანტონიო მირანტეს კარის. პაულომ პენალტი გაიტანა და აღსანიშნავია, რომ ეს იყო მისთვის მეთერთმეტე დარტყმული პენალტი სერია ა-ში და არცერთი გაუფუჭებია. არადა, იტალიის სუპერთასზე გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ იტალიის ჩემპიონატში შეცდომოა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გამანადგურებელი გახდა: სტეფან ლიხშტაინერის გამოზმილი გადაცემის შედეგად იგუაინმა დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ლიდერ მაურო იკარდის უფრო მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსმა” სერია ა-ში მიჯრით 26-ე საშინაო მატჩი მოიგო და იტალიის მთავარი ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა. “იუვემ” 2013 წელს დამყარებული თავისავე რეკორდი დაამხო. აღნიშნულ 26 თამაშში “ბებერმა სინიორმა” 62 გოლი გაიტანა და მხოლოდ 9 გაუშვა... საოცარი ციფრებია მართლაც. “იუვე” ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს: 4 ქულით უსწრებს “რომას” და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თავის მხრივ “რომამ” მძიმე მატჩი მოიგო გენუაში, “ჯენოასთან”. საერთოდ, არავინ იცის, შეძლებდა თუ არა, ლუჩანო სპალეტის გუნდი ლიგურიიდან სამი ქულის წამოღებას, რომ არა მასპინძელთა მცველი არმანდო იცო – 36-ე წუთზე მან საკუთარი კარი დალაშქრა. ეს კი, მატჩის ერთადერთი გოლი გამოდგა.

ერთადერთმა გოლმა მოუტანა სამი ქულა “მილანს”, რომელმაც ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. “როსონერის” ძალზე გაუჭირდა სარდინიული “კალიარის” ძლევა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ლომბარდიული გრანდი მთელი თამაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებას ალალად იმსახურებდა. საწადელს “როსონერიმ” 88-ე წუთზე მიაღწია. ჯანლუკა ლაპადულას ეშმაკური თამაშის შემდეგ კარლოს ბაკამ ახლო მანძილიდან დახვრიტა კუნძულელები და თავისიანებს მოაგებინა. თავის მხრივ კოლუმბიელმა როგორც იქნა, ხანგრძლივი მშრალი სერია შეწყვიტა და ალბათ, ბოლო მოუღო ჭორებს, რომის მიხედვითაც “მილანი” მის გაყიდვას ლამობდა.

არანაკლებ წვალებით მოიგო მეორე მილანურმა გრანდმა – “ინტერმა” უდინეში უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ მილანელთა ბედად მშვენიერ ხასიათზე იყო ივან პერიშიჩი – ხორვატმა დუბლი გაიფორმა და სწორედ მას უნდა უმადლოდეს სტეფანო პიოლი სამ ქულას. არადა, თავიდან “უდინეზე” უკეთ ირჯებოდა და დასაწყისშივე შესძლო წინ გასვლა, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვა. “ინტერნაციონალემ” მიჯრით მეოთხე თამაში მოიგო და უკვე ევროზონა ხელის ერთ გაწვდენაზეა.

სხვა მატჩებს რაც შეეხება: რომის “ლაციო” ღრმა აუტსაიდერ “კროტონესთან” კოლოსარულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ბურთს კარში შესვლა არაფრის დიდებით არ სურდა. ეს 90-ე წუთამდე. აი, შეხვედრის დასასრულს კი, ჩირო იმობილეს გოლმა “აწივებს” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. “ლაციოს” 37 ქულა აქვს და აღსანიშნავია, რომ 20 გუნდიან ჩემპიონატში “ლაციალემ” პირველ წრეში ამაზე მეტი ქულა ერთადერთხელ, 2012-2013 წლების სეზონში დააგროვა (39).

ასევე გამოსარჩევია ბერგამოს “ატალანტას” მორიგი ფეერიული თამაში – ბერგამოელებმა ვერონაში, “მფრინავი ვირები” აფრინეს და 4:1 გაანადგურეს. ნულოვანი ფრით დასრულდა “სასუოლოსა” და “ტორინოს” შეხვედრა. ტურის კიდევ ერთი მატჩი “პესკარასა” და “ფიორენტინას” შორის კი, არ ჩატარებულა – მიზეზი უხვი თოვლი გახლავთ.

“უდინეზე” – “ინტერი” 1:2 (1:1) VIDEO

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

მაყურებელი: 16 000

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა, კუმსი (ჰალფრედსონი 63), იანტკო; დე პაული (პერიკა 72), ძაპატა, ტერო (მატოსი 80)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, მირანდა, ანსალდი; ბროჟოვიჩი, კონდოგბია (ედერი 84); კანდრევა, ბანეგა (ჟოაო მარიო 56), პერიშიჩი (ანდრეოლი 90); იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 იანტკო (17), 1:1 პერიშიჩი (45), 1:2 პერიშიჩი (87)

გაფრთხილება: ტერო (74), იანტკო (75), ფოფანა (86) – კონდოგბია (65), ბროჟოვიჩი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 10 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: დანიელე დოვერი

“კიევო” – “ატალანტა” 1:4 (0:3)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 14 000

“კიევო” (4-1-2-1-2): სორენტინო; ფრეი, დაინელი, გამბერინი, გობი; რადოვანოვიჩი; კასტრო, დე გუზმანი (ბასტიენი 46); ბირსა (კიენი 84); მეჯორინი (ფლორო ფლორესი 46), პელისიერი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, მაზიელო, ძუკანოვიჩი; კონტი, ფროილერი, გრასი (კონკო 68), სპინაცოლა; კურტიჩი; პეტანია (პალოსკი 90), გომესი (დ’ალესანდრო 87)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 გომესი (4), 0:2 გომესი (23), 0:3 კონტი (42), 1:3 პელისიერი (62) 1:4 ფროილერი (69)

გაფრთხილება: ფრეი (29) – გრასი (27)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 13 (9) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

“ჯენოა” – “რომა” 0:1 (0:1) VIDEO

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“ჯენოა” (3-4-2-1): პერინი (ლამანა 9); იცო, ბურდისო, მუნიოსი; ლაზოვიჩი (პინილია 78), რიგონი, კოფიე, ლაქსალტი; ნინკოვიჩი (ედენილსონი 62), ოკამპოსი; სიმეონე

მწვრთნელი: ივან იურიჩი

“რომა” (3-4-1-2): შჩესნი; რუდიგერი, ფაციო, ჟუან ჟესუსი; ბრუნო პერესი (მანოლასი 85), სტროტმანი, დე როსი, ემერსონი; ნაინგოლანი (პარედესი 88); ჯეკო, პეროტი (ელ შაარავი 78)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლი: 0:1 იცო (36, ა,გ)

გაფრთხილება: კოფიე (27), ოკამპოსი (81) – რუდიგერი (38), დე როსი (50), სტორტმანი (66), ფაციო (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 10 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ლაციო” – “კროტონე” 1:0 (0:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 19 000

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, ჰუდტი, რადუ; პაროლო, ბილია (როსი 84), მილინკოვიჩ-სავიჩი; ლომბარდი (კიშნა 78), იმობილე, ლუის ალბერტო (კატალდი 83)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“კროტონე” (4-4-2): ფესტა; სამპირისი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა (ნვანკვო 90); როდენი, კრისეტიჯი, ბარბერისი, სტოიანი (პალადინო 52); ფალჩინელი, ტროტა (როზი 82)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლი: 1:0 იმობილე (90)

გაფრთხილება: ლომბარდი (15), იმობილე (90) – ფესტა (54), როდენი (77)

გამოუყენებელი პენალტი: ბილია (31)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 1 (1) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 14:0 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“სასუოლო” – “ტორინო” 0:0 (0:0)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 10 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, ლეშერტი, აჩერბი, პელუზო; აკვილანი, სენსი, რაგუზა; რიჩი (მატრი 79), დეფრელი, პოლიტანო (ბერარდი 72)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი (კასტანი 84), ბარეკა; ბენასი, ვალდიფიორი, ობი (ბაზელი 79); იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი (იტურბე 69)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გაფრთხილება: ბერარდი (85), რაგუზა (90) - ბელოტი (66), ვალდიფიორი (76), ბაზელი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 15 (1) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“მილანი” – “კალიარი” 1:0 (0:0) VIDEO

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 31 113

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე (ანტონელი 27), პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; პაშალიჩი (ლაპადულა 79), ლოკატელი, ბონავენტურა (ბერტოლაჩი 65); სუსო, ბაკა, ნიანგი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“კალიარი” (4-3-1-2): რაფაელი; პისაჩენე, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, კაპუანო; ისლა, დი ჯენარო, დესენა (ჯანეტი 90); ბარელა; ფარიასი (ჟოაო პედრო 78), საუ (ბორიელო 73)

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლი: 1:0 ბაკა (88)

გაფრთხილება: ისლა (90)

გაძევება: ბრუნო ალვეში (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 6 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“იუვენტუსი” – “ბოლონია” 3:0 (2:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ნეტო; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ასამოა; ხედირა (რინკონი 81), მარკიზიო, სტურარო; პიანიჩი (კუადრადო 70); დიბალა, იგუაინი (მანჯუკიჩი 73)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ტოროსიდისი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა; დონსა, ვივიანი, დზემაილი (პულგარი 71); კრეიჩი (რიცო 71), დესტრო, დი ფრანჩესკო (მუნიე 88)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 იგუაინი (7), 2:0 დიბალა (41, პენ), 3:0 იგუაინი (55)

გაფრთხილება: ლიხშტაინერი (17) – ტოროსიდისი (35), დი ფრანჩესკო (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 5 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“პესკარა” – “ფიორენტინას” მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიდო

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 14 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 13, ედინ ჯეკო (“რომა”) – 13, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 12, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 11, ჩირო იმობილე (“ლაციო”) – 10, ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”) – 9.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.43713