ფეხბურთი

4:59 | 8.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ლიდერთათვის 2017 წელი ჩინებულად დაიწყო

ლა ლიგაში თითქმის სამკვირიანი შესვენება დასრულდა და 2017 წლის პირველი მატჩები გაიმართა. ტური პარასკევს “კორნელია ელ პრატზე” გაიხსნა, სადაც ადგილობრივი “ესპანიოლი” ლა კორუნიის “დეპორტივოს” დაუზავდა (1:1).

შაბათს კი, ოთხი შეხვედრა ჩატარდა და აქედან სამში გათამაშების ფავორიტებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ მშვენივრად ითამაშეს და 2017 წელი ჩინებულად დაიწყეს.

დღის პირველი შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “რეალმა” აუტსაიდერი “გრანადა” მიიღო და შავი დღე აყარა. მადრიდელებმა ყველაფერი საწყის ნახევარ საათში მოაგარეს და ამ დროის განმალობაში მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. მეორე ნახევარში კი, ანდალუსიური კლუბი აშკარად დაინდეს და მხოლოდ ერთი გოლი აკმარეს. უნდა ითქვას, ანგარიში ბევრად დიდი იქნებოდა გილერმო ოჩოა რომ არ ყოფილიყო, მექსიკელმა კიპერმა რვა სეივი განახორციელა, თუმცა საკუთარი გუნდი კატასტროფული მარცხისგან მაინც ვერ იხსნა – 5:0.

“რეალმა” ესპანური ფეხბურთის რეკორდი გაიმეორა: მადრიდელებს 39 მატჩია არ წაუგიათ და თუ მომდევნო მატჩშიც წარმატებით ითამაშებენ, “ბარსელონას” რეკორდს დაამხობენ.

საჭირო სამი ქულა მოიპოვა “ატლეტიკომ”, რომელმაც “იპარუაზე” “ეიბარის” დამარცხება მოახერხა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 54-ე წუთზე საულ ნიგუესმა გახსნა, ხოლო 20 წუთში ანტუან გრიზმანმა შეაგდო და 822-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა – 0:2.

“სოსიედადი” “ანოეტაზე” “სევილიას” დაუხვდა და ყველასთვის მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დამარცხდა. ბასკები საკუთარ მოედანზე ტრადიციულად ძალიან კარგად თამაშობენ (უშუალოდ "სევილიასთვის" უკანასკნელი 5 საშინაო მატჩიდან 4 მოეგოთ და 1 ფრედ ეთამაშათ), ხოლო ანდალუსიელთათვის პირიქით გახლდათ - გასვლაზე თამაში მათი აქილევსის ქუსლი იყო, თუმცა ხორხე სამპაოლის ხელში ნელ-ნელა “დალაქებმა” გასვლაზე თამაში ისწავლეს (გაიხსენეს) და გამარჯვებებიც დაიწყეს.

არგენტინელმა სპეციალისტმა “რეალთან” განცდილი სათასო მარცხიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და ეს ტაბლოზე აისახა. ბენეფისი მოიწყო ვისამ ბენ იედერმა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ერთი ბურთი პაბლო სარაბიამ გაიტანა – 0:4. “დალაქებმა” 36 ქულა დააგროვეს და მინიმუმ ერთი დღით მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს.

მეოთხე მატჩი “გრან კანარიაზე” შედგა, სადაც “ლას პალმასმა” ნაბილ ელ ჟარის გოლით აუტსაიდერი “ხიხონის” დამარცხება შეძლო – 1:0.

რეალი – გრანადა 5:0 (4:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, ვარანი, კარვახალი, მარსელო (კოენტრაო 67), კასემირო, კროოსი (ხამესი 46), მოდრიჩი, ისკო (ასენსიო 51), რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გრანადა (4-5-1): ოჩოა, ვეზო, ლომბანი, ტიტო, გაბრიელი, აგბო (მარკესი 60), სამპერი, ა.პერეირა, ტაბანუ (პონსე 77), ბოგა (ბუენო 65), კრავეტსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 1:0, 4:0 ისკო (12; 31), 2:0 ბენზემა (20), 3:0 რონალდუ (27), 5:0 კასემირო (58)
გაფრთხილებები: კასემირო – სამპერი, აგბო, გაბრიელი, ტაბანუ
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

ეიბარი – ატლეტიკო 0:2 (0:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): იოელი, მ.დოს სანტოსი, ლეიუნი, ლუნა, კაპა, დ.გარსია, ფ.რიკო, ადრიანი (ნანო 82), ინუი (ბებე 68), პ.ლეონი (პენია 76), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ატლეტიკო (4-1-4-1): მოია, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ვრსალკო (ხუანფრანი 46), ხიმენესი, გაბი, კოკე, საული, გრიზმანი, ფ.ტორესი (გამეირო 71).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 საული (54), 0:2 გრიზმანი (74)
გაფრთხილებები: ადრიანი, ბებე – ვრსალკო, კოკე
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

ლას პალმასი – ხიხონი 1:0 (0:0)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ბიგასი, ლემოსი, დ.კასტელიანო, სიმონი, ვ.გომესი, მესა, ვიერა, ბოატენგი (ლივაია 89), ელ ჟარი (ტანაუსუ 78), მ.გარსია (მომო 69).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ხიხონი (5-4-1): კუელარი, ლ.კასტელიანო, ბაბინი (აფიფი 65), მერე, დუგლასი, კანელია, ს.ალვარესი, ხ.ტორესი, კარმონა (რ.სანჩესი 75), ვ.როდრიგესი, ჩოპი (ვიგუერა 60).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

გოლი: ელ ჟარი (55)
გაფრთხილებები: მომო, ტანაუსუ – ხ.ტორესი, მერე, კასტელიანო
მსაჯი: ხოსე ლუის მონტერო

სოსიედადი – სევილია 0:4 (0:2)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-3-3): რული, მ.გონსალესი (ელუსტონდო 46), ი.მარტინესი, ზალდუა, ბერჩიჩი, გრანერო (კანალესი 57), ილარამენდი, პრიეტო, ველა (ხუანმი 57), ოიარზაბალი, ვილიან ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

სევილია (3-4-2-1): ს.რიკო, პარეხა, მერკადო, რამი, ესკუდერო, ნ’ზონზი, ვიტოლო (კრანევიტერი 79), მარიანო, ფ.ვაზკესი (სარაბია 69), ნასრი, ბენ იედერი (ხ.კორეა 91).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 0:1, 0:2, 0:4 ბენ იედერი (25; 29; 83), 0:3 სარაბია (73)
გაფრთხილებები: ვილიან ჟოზე, ბერჩიჩი – ფ.ვაზკესი, ესკუდერო, ვიტოლო
მსაჯი: მიგელ მარტინეს მუნუერა

თეგებილა ლიგა
0.134252