ფეხბურთი

12:26 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დრაქსლერი პსჟ-ს შეუთანხმდა

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი იანვრიდან კარიერას “პარი სენ ჟერმენში” გააგრძელებს. გერმანული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ფეხბურთელი ფრანგულ კლუბთან ოთხწელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დრაქსლერის შეძენით ასევე “არსენალი” და “იუვენტუსი” იყვნენ დაინტერესებულნი.

23 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.112124