ფეხბურთი

14:48 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM League 2016-17: სუპერლიგა ახალ წელს, ახალი ლიდერით ხვდება!

18 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. მეხუთე ტურის შეხვედრები სუპერლიგის გუნდებმა გამართეს.

დაძაბული შეხვედრებით გამორჩეული ტური, სუპერლიგა B -ს გუნდების დაპირისპირებით დაიწყო. პირველები ერთმანეთის პირისპირ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და უნიკრედიტის გუნდები წარსდგნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რაც მატჩის განმავლობაში ანგარიშის ცვალებადობაშიც აისახა. წარმატებასთან ყველაზე ახლოს უნიკრედიტის ფეხბურთელები იყვნენ, როდესაც შეხვედრაში ორ ბურთიან უპირატესობასაც კი მიაღწიეს, თუმცა მოოპოვებული ვერ შეინარჩუნეს და 4-3 დამარცხდნენ. „სტუდენტების“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შესანიშნავი „ქამბექით“ , დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა მომდევნო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ორი აუტსაიდერი, ვივუსი და ჯვაროსნები-2 დაუპირისპირდნენ. მიუხედავად ორივე კართან შექმნილი არაერთი საგოლე მომენტისა, მატჩი ჯვაროსნების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ამ მოგებით მათ 7 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილის შუაგულში გადაინაცვლეს.

ერთი ბურთი გავიდა Funday Entertainment-ისა და ევროკრედიტის დაპირისპირებაშიც. 40 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპში და ორთაბრძოლებში მიმდინარე შეხვედრაში, გადამწყვეტი მატჩის მერვე წუთზე დავით თარხნიშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, რომელმაც 3 ქულა და Funday-ს ფეხბურთელებს მოუტანა - 1-0. ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, დავით ბობოხიძის გაწვრთნილი გუნდი, ამ მოგების შემდეგ ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში სატურნირო ცხრილს.

ზედიზედ ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ, კვლავ მოახერხა გამარჯვების მოპოვება თელავის საფეხბურთო გუნდმა. კახელების მეტოქე გათამაშების ერთადერთი უქულოდ მყოფი გუნდიეროვნული თავდაცვის აკადემია იყო, რომელსაც არც თუ იოლად 5-2 სძლიეს.

18.12.2016. სუპერლიგა B. V ტური

კსუ/CIU – UNICREDIT.GE 4:3

FC VIVUS.GE - სკ ჯვაროსნები 2 0:1

FUNDAY ENT - სკ ევროკრედიტი 1:0

სკ თელავი - ეთა 5:2

2016 წლის ბოლო შეხვედრები გაიმართა სუპერლიგა A-შიც.

სკ პსპ, საკადრო პრობლემებით დამძიმებულ ჯვაროსნებს დაუპირისპირდა და იოლად, 4-1 დაამარცხა.

სათამაშო დღის საერთო კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი ანგარიში, რომელიც მფკ ნატახტარისა და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის“ შეხვედრაში დაფიქსირდა. ტიტულოვანმა მეტოქემ დებიუტანტი არ დაინდო და 10-1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ალიკ სარქისიანის შეგირდებმა 9 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა ტელეკომპანია იმედისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდების დაპირისპირება. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში გამარჯვება იმედის ფეხბურთელებს ხვდათ წილად - 3-2.

ტურის და მთლიანად დღის ცენტრალური შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდებს შორის გაიმართა, რამაც მაყურებელთა ინტერესი 100% გაამართლა. ამ ტურამდე სატურნირო ცხრილს ოთხიდან ოთხი მოგებით სფფ ლიდერობდა, რომელსაც ორი ქულით სწორედ მისი გუშინდელი მეტოქე ჩამორჩებოდა. „ძალოვნებმა“ თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მატჩის მეშვიდე წუთზე ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება. აღსანიშნავია, რომ სფფ-ს ვარსკვლავურ კრებულს გუშინ, ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი კახა კალაძე აკლდა. ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დავით მუჯირმა მალევე შეამცირა. ამის შემდეგ იაშვილი და კომპანია ბევერს უტევდა თუმცა ტაიმის მიწურულს მათ კიდევ ერთხელ გაუშვეს გოლი. 27-ე წუტზე ანგარიში უკვე 4-1 გახდა, თუმცა ამან „ვარსკვლავები“ ვერ გატეხა და უკანმოუხეავად განაგრძობდნენ იერიშებს, რომელიც ხან უზუსტო დარტყმით სრულდებოდა, ხანაც სდსს-ს მეკრის დავით ღლონტის ნადავლი ხდებოდა. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეძლეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება, თუმცა მეტისთვის დრო და ენერგია აღარ ეყოთ - 4-3. თვაის მხრივ ცალკე აღნიშვნის ღირსია სდსს-ს ფეხბურთელების თავდადებული და დამაჯერებელი თამაში, რამაც მათ მორიგი სამი ქულა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა მოუტანა.

18.12.2016. სუპერლიგა A. V ტური

FC PSP - სკ ჯვაროსნები 4:1

მფკ ნატახტარი - GM ჭიათურა 10:1

ტვ იმედი - CFCP 3:2

სდსს - სფფ 4:3

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო BELLA COSTA

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124904