ფეხბურთი

2:53 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

Cosa ha fatto Mertens?! - ბელგიელის და "პალერმოს" შოუ კალჩოში (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XVII ტურს პირველ სათამაშო დღეს ორი გმირი თუ ჰყავდა ლევან მჭედლიძისა და გონსალო იგუაინის სახით, მათ რიცხვს აუცილებლად უნდა დავუმატოთ დრის მერტენსი და საფეხბურთო კლუბი “პალერმო”...

ბრწყინვალე ერთი კვირა ჰქონდა დრის მერტენსს – ალბათ, ნებისმიერი ფეხბურთელი მოაწერდა ორი შეხვედრაში გატანილ 7 გოლს ხელს. ბელგიელმა შემტევმა წინა ტურში “კალიარის” ჰეთ-თრიქი შეუსრულა, ხოლო ამჯერზე “ტორინოსთან” შედეგი გაზარდა – პოკერი! თან, პოკერსაც ხომ გააჩნია? - განსაკუთრებით დიდებული კი მეოთხე გოლი გამოდგა. შეიძლება ითქვას, ჩია ტანის ბელგიელმა “ნაპოლის” გონსალო იგუაინი დაავიწყა. ყოველშემთხვევაში ფაქტია, რომ დრის მერტენსი მიმდინარე სეზონში უბრალოდ შეუდარებელია. მერტენსი პირველი ფეხბურთელია 1994-1995 წლების სეზონის შემდეგ, ვინც კალჩოში ზედიზედ ორ მატჩში შესძლო ჰეთ-თრიქის შესრულება და მეტი გოლის გატანა. ბოლოსკენ, მერტენსზე იმას გეტყვით, რომ დომენიკო ბერარდის შემდგომ პირველი ფეხბურთელია, ვინც სერია ა-ში პოკერი შეასრულა. იტალიელმა თავდამსხმელმა იგივე 2014 წლის იანვარში, “მილანთან” გააკეთა. თავის მხრივ, “ტორინომაც” ბლომად გაიტანა გოლები. როგორი საქმეა გასვლაზე “ნაპოლის” სამი ბურთი გაუტანო, მაგრამ სინიშა მიხაილოვიჩის ძალზე სიმპატიური გუნდის დღე არ იყო. მაურიციო სარის გუნდმა კი, ამ სამი ქულით სამეულში საკმაო პაუზის მერე შეაბიჯა.

“ნაპოლის” მსგავასად 34 ქულა აქვს რომის “ლაციოს” – წაგებულ რომაულ დერბის თუ არ ჩავთვლით, სიმონე ინძაგის გუნდი წლეულს საკმაოდ წარმატებულად თამაშობს. “არწივებმა” ამჯერად სახლში ფლორენციის “ფიორენტინას” შანსი არ დაუტოვეს და 3:1 აჯობეს. ისე, “იებმა” მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი ვერ გაიტანეს, თორემ იქნებ არც წაეგოთ. “ფიორენტინამ” მიჯრით მეორე თამაში წააგო და ცხრილის შუაშია გაჭედილი.

როგორც იქნა, გასვლაზე თამაში მოიგო მილანის “ინტერმა” – “ნერაძურის” ბოლოს სტუმრად 21 სექტემბერს ჰქონდა მოგებული. ხანგრძლივი წარუმატებელი სერია კი, რეჯიო ემილიაში “სასუოლოსთან” შეწყვიტა. გამარჯვების გოლო ანტონიო კანდრევამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ “ინტერნაციონალემ” ზედიზედ ორ მატჩში შესძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა. სტეფანო პიოლის გუნდი ნელ-ნელა ცხრილის ზედა ნაწილისკენ ამოდის, თუმცა სამეული ჯერ კიდევ შორსაა. რაც შეეხება “სასუოლოს”, კარგად ჩანს, რომ გუნდს დომენიკო ბერარდი ძალიან აკლია. ფაქტია, ეუსებიო დი ფრანჩესკო ერთ დროს ძალიან კარგი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი ქულებს ვერ აგროვებს და გასავარდნი ზონაც უკვე ხელის გაწვდენაზეა. როგორც ამბობენ, ბერარდი მოედანს იანვარში დაუბრუნდება...

საოცრება მოხდა გენუაში, “სტადიო მარასიზე” - სიცილიური “პალერმო” ის გუნდია, რომელსაც სერია A-ში ერთადერთი მოგება ჰქონდა, ისიც 21 სექტემბრით თარიღდებოდა. იმის შემდგომ კუნძულელებმა 11 თამაში ჩაატარეს და მხოლოდ და მხოლოდ კინკილა ქულა მოიპოვეს. XVII ტურში გენუაში, იმ “ჯენოას” ესტუმრა, რომელსაც შინ “იუვენტუსი” და “მილანი” ჰყავს წელს დამარცხებული და რომელსაც, “სტადიო მარასიზე” 8 თამაშიდან წაგება არ ჰქონდა, მხოლოდ 4 გოლი გაეშვა და ეს უკანასკნელი საუკეთესო შედეგი იყო მთელს ჩემპიონატში...

ივან იურიჩის “ჯენოა” აუტსაიდერ “პალერმოს” მთელი თამაში უგებდა, 69-ე წუთამდე 3:1, 88-ე წუთამდე კი, 3:2, მაგრამ... დარჩენილ დროში ეუჯენიო კორინის გუნდმა გნებავთ პატარა დაარქვით, გნებავთ დიდი, სასწაული მოახდინა და თამაში მოიგო – 4:3.

ანუ, გამოვიდა, რომ “ჯენოამ”, რომელსაც რვა თამაშში 4 გოლი ჰქონდა სახლში ოდენ გაშვებული, ღრმა აუტსაიდერ “პალერმოსგან” გაუშვა იგივე რაოდენობის გოლები... ისიც აღსანიშნავია, რომ სიცილიელებს მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ერთი ქულაც არ მოუპოვებიათ. ამ მოგებით, კორინის გუნდმა ბოლო საფეხბური დატოვა და ახლა ყველაზე ქვემოთ “პესკარაა”.

ის “პესკარა”, რომელმაც თავის მხრივ ისევ წააგო. უშანსოდ, სახლში “ბოლონიასთან” – 0:3. რობერტო დონადონის შეგირდთა უპირატესობა მთელი თამაში ძალიან დიდი იყო და დამსახურებულადაც იმარჯვეს. უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა.

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება – გამოსარჩევია “უდინეზეს” გამარჯვება შინ “კროტონესთან”. ფრიულელებმა მიჯრით მესამე თამაში მოიგეს და ოდნავ სული მოითქვეს. ვერონას “კიევომ” კი, გენუის “სამპდორიას” 2:1 აჯობა.

“სასუოლო” – “ინტერი” 0:1 (0:0) VIDEO

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 10 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, აჩერბი, ანტეი, დელ’ორკო; პელეგრინი (მისიროლი 60), სენსი, მაციტელი (იემელო 77); რიჩი (მატრი 61), დეფრელი, რაგუზა

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ინტერი” (3-4-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო; კანდრევა (გაბრიელ ბარბოსა 90), ბროზოვიჩი, ფელიპე მელო, ანსალდი; ჟოაო მარიო (ბანეგა 70), იკარდი, პერიშიჩი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 0:1 კანდრევა (48)

გაფრთხილება: მისიროლი (62) – ჟოაო მარიო (68), ბროზოვიჩი (72), ფელიპე მელო (75, 90), გაბრიელ ბარბოსა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 20 (6) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მარკო დი ბელო

“კიევო” – “სამპდორია” 2:1 (2:0) VIDEO

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 14 000

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; ფრეი, დაინელი, გამბერინი (სპოლი 46), კაჩატორე; დე გუზმანი, რადოვანოვიჩი, კასტრო (რიგონი 56); ბირსა (იცკო 83); მეჯორინი, პელისიერი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; სალა, პალომბო, სკრინიარი, რეჯინი; პრატი, ტორეირა, ბარეტო (ჯურიჩიჩი 77); ალვარესი (ფერნანდესი 58); კვალიარელა (შიკი 54), მურიელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 მეჯორინი (10), 2:0 პელისიერი (42, პენ), 2:1 შიკი (90)

გაფრთხილება: სპოლი (61) – რეჯინი (18), პეჯუინო (41)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 21 (6) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 3:10 თამაშგარე: 8:1

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“პესკარა” – “ბოლონია” 0:3 (0:2) VIDEO

პესკარა, “ადრიატიკო”

მაყურებელი: 14 000

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; კრეშენცი, კამპანიარო, გიომბერი, ბირაგი; მემუშაი, ბრუგმანი (კრისტანტე 46), ვერე; ბენალი (პეტინარი 65), კაპრარი; მანაი (ძამპანო 36)

მწვრთნელი: მასიმო ოდო

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ტოროსიდისი, გასტალდელო, მაიეტა (კრაფტი 36), მაზინა; ნადი, ვივიანი, დზემაილი (დონსა 72); მუნიე, დესტრო, კრეიჩი (ოკვონკვო 84)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 0:1 მაზინა (7), 0:2 დზემაილი (41), 0:3 კრეიჩი (57, პენ)

გაფრთხილება: ბირაგი (83) – ნადი (23), გასტალდელო (68)

გაძევება: ვერე (16)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 18 (8) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ნაპოლი” – “ტორინო” 5:3 (3:0) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 35 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კირიკეში, გულამი; ზიელინსკი (ალანი 73), ჟორჟინიო (დიავარა 69); ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი (ჯაკერინი 81), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; დე სილვესტრი (იაგო ფალკე 56), როსეტინი, მორეტი, ბარეკა; ბენასი, ვალდიფიორი (ლუკიჩი 46), ბაზელი (მაქსი ლოპესი 67); ძაპაკოსტა, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 მერტენსი (13), 2:0 მერტენსი (18, პენ), 3:0 მერტენსი (22), 3:1 ბელოტი (58), 4:1 კირიკეში (70), 4:2 როსეტინი (76), 5:2 მერტენსი (80), 5:3 იაგო ფალკე (84, პენ)

გაფრთხილება: როსეტინი (34), მორეტი (60), ლუკიჩი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (10) – 10 (5) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: დანიელე დოვერი

“უდინეზე” – “კროტონე” 2:0 (1:0) VIDEO

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

მაყურებელი: 15 000

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; სამირი, ფელიპე, ანჯელა, ვიდმერი; იანტკო (ჰალფრედსონი 46), ფოფანა, კუმსი; დე პაული (მატოსი 84), ტერო (ბადუ 89), ძაპატა

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; როზი, ფერარი, ჩეკერინი, მარტელა; კრისეტიჯი, როდენი (სტოიანი 52), ბარბერისი; ფალჩინელი, პალადინო (ფესტა 87), ტროტა (ნვანკვო 60)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 1:0 ტერო (43), 2:0 ტერო (61)

გაფრთხილება: კრისეტიჯი (38), ტროტა (55), ფერარი (59), ბარბერისი (90)

გაძევება: კორდაზი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 9 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ლუკა საკი

“ჯენოა” – “პალერმო” 3:4 (1:1) VIDEO

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-4-2-1): პერინი; იცო (პანდევი 90), ბურდისო, მუნიოსი; ლაზოვიჩი, კოფიე, ველოზუ (ნტჩამი 29), ლაქსალტი (ედენილსონი 62); რიგონი, ნინკოვიჩი; სიმეონე

მწვრთნელი: ივან იურიჩი

“პალერმო” (3-4-2-1): პოსავეცი; ჩიონეკი (ტრაიკოვსკი 80), გოლდანიგა, ანდელკოვიჩი; რისპოლი, გაცი, იაილო (ჰილიემარკი 74), ალეეზამი; ქუაისონი, ბრუნო ენრიკე (დიამანტი 66); ნესტოროვსკი

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი

გოლები: 1:0 სიმეონე (5), 1:1 ქუაისონი (42), 2:1 სიმეონე (57), 3:1 ნინკოვიჩი (65), 3:2 გოლდანიგა (69), 3:3 რისპოლი (88), 3:4 ტრაიკოვსკი (90)

გაფრთხილება: ნტჩამი (48), რიგონი (58), ედენილსონი (68) – ანდელკოვიჩი (26), ჩიონეკი (45), გოლდანიგა (52), იაიალო (61)

გაძევება: პერინი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 13 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“ლაციო” – “ფიორენტინა” 3:1 (2:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 18 000

“ლაციო” (3-5-2): მარკეტი; ბასტოსი, დე ვრეი, რადუ; ფელიპე ანდერსონი (უოლასი 77), კატალდი (მურჯია 85), ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი; იმმობილე, კეიტა (კიშნა 68)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი (კრისტოფორო 46), დე მაიო, ასტორი, ოლივერა; სანჩესი, ვესინო; ტელო (კიეზა 81), ილიჩიჩი (სარატე 59), ბერნარდესკი; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 1:0 კეიტა (23), 2:0 ბილია (45, პენ), 2:1 სარატე (65), 3:1 რადუ (90)

გაფრთხილება: ბასტოსი (57) – ტომოვიჩი (26), ოლივერა (49), ბერნარდესკი (76), ასტორი (77), სანჩესი (83)

გამოუყენებელი პენალტი: ილიჩიჩი (48)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (50 – 13 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 12 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 12, ედინ ჯეკო (“რომა”) – 12, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 10, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 10, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 9.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.273662