ფეხბურთი

23:24 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტიმ” მეორე ადგილზე გადაინაცვლა

პრემიერლიგის მე-17 ტურის მეორე სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. დღის გამორჩეული ჯახი “ეტიჰად სთედიუმზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “მანჩესტერ სიტიმ” ლონდონის “არსენალი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრა სტუმართათვის მშვენივრად დაიწყო და მათ კონტრშეტევას მე-5 წუთზე ტეო უოლკოტის გოლი მოჰყვა. “სიტი” პირველივე ტაიმში ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლო და საწყისი 45 წუთი ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა.

შესვენებაზე ხოსეპ გვარდიოლამ საჭირო კორექტივები შეიტანა. პაბლო ზაბალეტას ნაცვლად, მოედანზე ბაკარი სანია გამოჩნდა, რომელიც მარჯვენა ფლანგზე გაცილებით აქტიური გახლდათ, ვიდრე არგენტინელი. გვარდიოლას დარიგებებმა შედეგი გამოიღო. მასპინძლებმა თავიდანვე მთელი ძალებით შეუტიეს და ეს მთელი მეორე ტაიმის განმალობაში ასე გაგრძელდა. “სიტის” შეტევებმა შედეგი ორ წუთში გამოიღო: დავიდ სილვას ჭკვიანური გადაცემით (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სანე მცველებზე ოდნავ წინ იყო და მსაჯს თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაეფიქსირებინა) ლეროი სანე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გაათანაბრა. “ქალაქელებმა” შეტევები განაგრძეს და 71-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგის ინდივიდუალურ ოსტატობას ჩეხის კარში გატანილი მეორე ბურთი მოჰყვა. მასპინძლებს 6 წუთში კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ დე ბრუინმა ძელს გაარტყა. სტუმრებს კი, ღირებული აღარაფერი შეუქმნიათ და ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:1.

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა 36 ქულა დააგროვეს და მინიმუმ ერთი დღით მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო "არსენალი" მე-4 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

“ტოტენჰემმა” შინ “ბარნლი” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა, 3 ქულა მაინც მოიპოვა. ანგარიში 21-ე წუთზე ბარნესმა გახსნა, 6 წუთში კი დეილი ალიმ წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა. “დეზებს” დენი როუზმა მოაგებინა, რომელმაც 71-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაუტანა ჰიტონს – 2:1.

დღის მესამე შეხვედრა “დინ კურტზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ბორნმუთი” “საუთჰემპტონთან” დამარცხდა.

ბორნმუთი – საუთჰემპტონი 1:3 (1:1)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, აკე, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, არტერი, უილშირი, პუგი (ფრეისერი 55), ჯ.კინგი (აიბი 72), ა.სმიტი, უილსონი (აფობი 64).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ვან დეიკი, იოშიდა, ბერტრანი, სოარეში, კლასი, ჰიობერგი, რიდი (ს.დევისი 46), რედმონდი, ბუფალი (ტადიჩი 62), ჯ.როდრიგესი (ლონგი 93).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 1:0 აკე (6), 1:1 ბერტრანი (14), 1:2, 1:3 ჯ.როდრიგესი (48; 85)
გაფრთხილებები: ბუფალი, კლასი, ს.დევისი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ტოტენჰემი – ბარნლი 2:1 (1:1)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, დაიერი, უოლკერი, როუზი (ბ.დევისი 77), ვანიამა, ვინკსი, დემბელე (სისოკო 63), ალი (სონი 73), ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, მი, ლოუტონი, იარდი, კინი, მარნი (დეფური 84), ჰენდრიკი, არფილდი, ბოიდი (კიგტლი 83), ბარნესი (ვოკსი 80), ა.გრეი.
მწვრთნელი: სეან დიჩი

გოლები: 0:1 ბარნესი (21), 1:1 ალი (26), 2:1 როუზი (71)
გაფრთხილებები: სისოკო – ბარნესი, ლოუტონი
მსაჯი: კევინ ფრენდი

მანჩესტერ სიტი – არსენალი 2:1 (0:1)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ბრავო, ოტამენდი, კოლაროვი, კლიში, ზაბალეტა (სანია 46), ფერნანდო, ტურე, სილვა, დე ბრუინი (იჰეანაჩო 84), სანე (ნავასი 76), სტერლინგი.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, პაულისტა, ბელერინი, მონრეალი, ჯაკა, კოკლენი (ჟირუ 75), ოზილი, ივობი (ჩემბერლენი 65; ელნენი 78), უოლკოტი, სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 უოლკოტი (5), 1:1 სანე (47), 2:1 სტერლინგი (71)
გაფრთხილებები: სილვა, ტურე, დე ბრუინი, ფერნანდო – ელნენი, პაულისტა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

0.111431