ფეხბურთი

2:15 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სევილიამ” “ბარსელონას” გადაუსწრო

ლა ლიგის მე-16 ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. “სევილიამ” ანდალუსიურ დერბიში “მალაგას” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა, ქულების რაოდენობით “ბარსელონას” გადაუსწრო და მინიმუმ ერთი დღით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

მასპინძლებმა ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. 25-ე წუთიდან მოყოლებული 35-ე წუთამდე ათწუთიან მონაკვეთში “დალაქებმა” 4 ბურთის გატანა მოახერხეს და შეხვედრას ინტრიგა დაუკარგეს. პირველი ორი ბურთი ლუსიანო ვიეტომ გაიტანა, ხოლო თითო გოლი ბენ იედერის და ვიტოლოს ანგარიშზეა.

მეორე ნახევარში “სევილიას” თავი აღარ გამოუდია, ხოლო 61-ე წუთზე რამის უაზრო საქციელს, რასაც ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი და ფრანგი მცველს გაძევება მოჰყვა, სტუმრების ოდნავი გათამამება მოჰყვა და 64-ე წუთზე სანდრო რამირესმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში “მედუზები” ეცადნენ, რომ კაცნაკლული მეტოქისთვის კიდევ ერთი ბურთი გაეტანათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – 4:1.

არასახარბიელო ფორმაში მყოფმა “ატლეტიკომ” შინ “ლას პალმასი” მიიღო და დიდი გაჭირვებით დაამარცხა. მასპინძლებმა კლასის ხარჯზე უფრო მოიგეს, თორემ თამაშით არაფრით უჯობნიათ კუნძულელებისთვის. ერთადერთი ბურთი 59-ე წუთზე საულმა გაიტანა, რომელმაც შორიდან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0.

“ვილიარეალი” გასვლაზე გასავარდნ ზონაში მყოფ “ხიხონს” დაუპირისპირდა და 3 ქულის მოპოვება იოლად მოახერხა, ხოლო “სოსიედადმა” ასევე სტუმრად მეორე აუტსაიდერი “გრანადა” დაამარცხა.

ხიხონი – ვილიარეალი 1:3 (0:2)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (5-4-1): კუელარი, მერე, ამორობიეტა (ხ.როდრიგესი 63), ბაბინი (ბურგუი 36), ი.ლოპესი, დუგლასი, ს.ალვარესი, აიტ-ატმანე (კასესი 35), მ.გომესი, კარმონა, ჩოპი.
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, ალვარო, რუისი, გასპარი, ხ.კოსტა, ტრიგეროსი, ბ.სორიანო, რ.სორიანო (რ.ერნანდესი 77), ჯ.დოს სანტოსი, პატო (ლეონარდო სუარესი 88), სანსონე (ბორე 81).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 0:1 ჯ.დოს სანტოსი (12), 0:2 სანსონე (19), 0:3 პატო (74), 1:3 კარმონა (89)
გაფრთხილებები: ამორობიეტა, კასესი – რ.სორიანო
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

ატლეტიკო – ლას პალმასი 1:0 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): მოია, სავიჩი, გოდინი, ლ.ერნანდესი, ვრსკალკო, გაბი, საული, კოკე, კარასკო (ფ.ტორესი 77), გამეირო (გაიტანი 84), გრიზმანი (ტეიე 90).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი, ბიგასი, ლემოსი, ლოპეში (კასტელიანო 84), მაჩედო, მესა, ვ.გომესი (პლასერესი 83), ელ ჟარი (მომო 86), ვიერა, მონტორო, ლივაია.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლი: საული (59)
გაფრთხილებები: საული, კარასკო – მესა
მსაჯი: მელერო ლოპესი

გრანადა – სოსიედადი 0:2 (0:0)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-3-3): ოჩოა, სუნიერი, კომბანი, ტიტო (ბუენო 71), გაბრიელი, ტორალი (ანგბანი 46), სამპერი, ა.პერეირა, კარსელა-გონსალესი, ბოგა, კრავეტსი (პონსე 71).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, რ.ნავასი, კ.მარტინესი (ზალდუა 60), ბერჩიჩი, გრანერო, ილარამენდი, პრიეტო, ველა, ოიარზაბალი (ბაუტისტა 54), ხუანმი (კანალესი 82).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 0:1 ბაუტისტა (56), 0:2 ხუანმი (69)
გაფრთხილებები: გრანერო
მსაჯი: დანიელ ოკონ არაისი@

სევილია – მალაგა 4:1 (4:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (3-5-2): ს.რიკო, მერკადო (კოლოძიეჩაკი 46), პარეხა (კრანევიტერი 46), რამი, ნ’ზონზი, იბორა, ნასრი, სარაბია, ვიტოლო, ბენ იედერი (დ.გონსალესი 67), ვიეტო.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

მალაგა (4-1-4-1): ბოიკო, ვილანუევა, მ.ტორესი, რიკა (რესიო 46), როსალესი, დ.ლორენტე, კამაჩო, ფორნალსი, ხ.კარლოსი (ჩ.კასტრო 64), ხუანპი (ონტივეროსი 46), ს.რამირესი.
მწვრთნელი: ხუანდე რამოსი

გოლები: 1:0, 2:0 ვიეტო (25; 28), 3:0 ბენ იედერი (34), 4:0 ვიტოლო (35), 4:1 ს.რამირესი (64)
გაფრთხილებები: პარეხა, ნ’ზონზი, რამი – ონტივეროსი, როსალესი, ვილანუევა
გაძევება: რამი (61)
მსაჯი: კლოს გომესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.246114