ფეხბურთი

23:48 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ჩემპიონმა ბრჭყალები გამოაჩინა

პრემიერლიგის მე-15 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა “კინგ პაუერ სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ლესტერმა” “მანჩესტერ სიტი” მიიღო და ძალიან იოლად დაამარცხა.

მოქმედი ჩემპიონები მიმდინარე პრემიერლიგაში ძალიან ცუდად გამოიყურებიან და გასავარდნ ზონასთან ტრიალებდნენ, თუმცა როგორც იქცა შარშანდელი თამაში აჩვენეს და ტიტულის ერთ-ერთი მაძიებელი უშანსოდ დაამარცხეს.

“მელიებმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მეტოქეს ჯოჯოხეთური დასაწყისი მოუწყეს. ანგარიში მე-3 წუთზე ჯეიმი ვარდიმ გახსნა, რომელიც ისლამ სლიმანის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და 9 სექტემბრის შემდგომ პრემიერლიგაში პირველად გაიტანა. ორ წუთში კინგმა შორეული დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მე-20 წუთზე მასპინძელთა შესანიშნავ კონტრშეტევას ვარდის მეორე გოლი მოჰყვა.

სტუმრებმა მეორე ტაიმში სწრაფი გოლის გატანა სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და პირიქით, 78-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა. დარჩენილ დროში “ქალაქელებმა” სხვაობის შემცირება მოახერხეს: 82-ე წუთზე კოლაროვმა მშვენიერი საჯარიმო გაიტანა, ხოლო 90-ე წუთზე ნოლიტომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.

“სიტის” წაგებით “არსენალმა” ისარგებლა, შინ “სტოკი” დაამარცხა და მანჩესტერული კლუბი 4 ქულით ჩამოიტოვა. ლონდონელები თავიდან აგებდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს ტეო უოლკოტმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარში ოზილმა და ივობიმ გაიტანეს და “მეტოფეებმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 3:1.

დღის გახსნით მატჩში “უოტფორმა” “ევერტონი” მიიღო და დაძაბულ, უხვგოლიან თამაშში 3:2 დაამარცხა. ამავე ანგარიშით, “ბარნლიმ” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთს” მოუგო.

აუტსაიდერების ჯახი შედგა “ლიბერთი სთედიუმზე”, სადაც ადგილობრივმა “სუონსიმ” “სანდერლენდს” 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. “ჰალის” და “კრისტალ პალასის” ჯახი კი, ექვსგოლა ფრედ დასრულდა.

უოტფორდი – ევერტონი 3:2 (1:1)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-3-3): გომეში, პროდლი, ბრიტოსი, ჰოლებასი, ზუნიგა (კაბასელე 93), კაპუ, გედიურა (ჯანმაატი 61), ბეჰრამი, ოკაკა (უოტსონი 81), დინი, ამრაბატი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

ევერტონი (4-3-3): შტეკელენბურგი, მორი, უილიამსი, ბეინსი (ლენონი 83), კოულმენი, გაიე (ბარკლი 64), ბერი, მაკკარტი, მირალაში (ე.ვალენსია 71), დეულოფეუ, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 0:1, 3:2 ლუკაკუ (17; 86), 1:1, 3:1 ოკაკა (36; 64), 2:1 პროდლი (59)
გაფრთხილებები: გედიურა, ჰოლებასი – დეულოფეუ, ბეინსი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

არსენალი – სტოკი 3:1 (1:1)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მუსტაფი (ბელერინი 25), კოშელნი, პაულისტა, მონრეალი, კოკლენი, ჯაკა, ჩემბერლენი (ივობი 69), ოზილი, უოლკოტი, სანჩესი (ჟირუ 78).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

სტოკი (3-4-2-1): გრანტი, ინდი, მუნიესა, გ.ჯონსონი, ადამი (სობი 81), იმბულა, პიტერსი, დიუფი (კრაუჩი 72), შაქირი (ნგოი 86), ალენი, არნაუტოვიჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 0:1 ადამი (29 პენ.), 1:1 უოლკოტი (42), 2:1 ოზილი (49), 3:1 ივობი (75)
მსაჯი: ლი მეისონი

ბარნლი – ბორნმუთი 3:2 (2:1)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-2-3-1): ჰიტონი, კინი, მი, იარდი, ლოუტონი, მარნი, დეფური (ბარნესი 55), ჰენდრიკი, არფილდი, ბოიდი (ტარკოვსკი 92), ვოკსი (ა.გრეი 55).
მწვრთნელი: სეან დიჩი

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი, კუკი, აკე, დანიელსი, ფრანცისი, გოსლინგი (ჯ.კინგი 72), არტერი, ფრეისერი (პუგი 81), ა.სმიტი, აფობი, უილსონი (უილშირი 59).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0 ჰენდრიკი (13), 2:0 იარდი (16), 2:1 აფობი (45+2), 3:1 ბოიდი (75), 3:2 დანიელსი (91)
გაფრთხილებები: არფილდი, ბოიდი – არტერი, გოსლინგი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ჰალი – კრისტალ პალასი 3:3 (1:0)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (3-5-1-1): მარშალი, მაგუირე, კ.დევისი, დოუსონი, ჰადლსტოუნი, ლივერმორი, კლუკასი (ჰენრიკსენი 92), ელმოჰამადი, რობერტსონი, სნოდგრასი, დიომანდე.
მწვრთნელი: მაიკლ ფელანი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დელანი, დანი, იარდი, კელი (კემპბელი 80), მაკარტური (კაბაიე 71), ლედლი, პანჩონი, თაუნსენდი (ფრიერსი 46), ზაჰა, ბენტეკე.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 სნოდგრასი (27 პენ.), 1:1 ბენტეკე (52 პენ.), 1:2 ზაჰა (70), 2:2 დიომანდე (72), 3:2 ლივერმორი (78), 3:3 კემპბელი (89)
გაფრთხილებები: სნოდგრასი, ელმოჰამადი – დანი, მაკარტური, პანჩონი, კაბაიე
მსაჯი: მაიკ ჯონსი

სუონსი – სანდერლენდი 3:0 (0:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, მოუსონი, ამატი, რანხელი, ნ.ტეილორი, ფულტონი, ბრიტონი, ბაროუ (მონტერო 77), სიგურდსონი, რუტლიჯი, ლორენტე (მაკბარნი 84).
მწვრთნელი: ბობ ბრედლი

სანდერლენდი (4-3-3): რიკფორდი, ჯილობოჯი, კონე, ჯონსი, ვან აანჰოლტი, დენაიერი, ნდონგი (კირხოფი 57), პიენაარი (მანკილიო 85), ლარსონი (იანუზაი 55), ანიჩებე, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 1:0 სიგურდსონი (51 პენ.), 2:0, 3:0 ლორენტე (54; 80)
გაფრთხილებები: რანხელი – ნდონგი, დენაიერი
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

ლესტერი – მანჩესტერ სიტი 4:2 (3:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): ცილერი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუქსი, კინგი, ამარტი, მაჰრეზი (ჯეიმსი 92), ოლბრაიტონი, ვარდი (დ.გრეი 88), სლიმანი (ოკაზაკი 78).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ბრავო, სტოუნზი, სანია, ზაბალეტა, კოლაროვი, ფერნანდო, დე ბრუინი, გიუდოგანი (ნოლიტო 68), სილვა, ნავასი (სტერლინგი 58), იჰეანაჩო (ტურე 58).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0, 3:0, 4:0 ვარდი (3; 20; 78), 2:0 კინგი (5), 4:1 კოლაროვი (82), 4:2 ნოლიტო (90)
გაფრთხილებები: სიმპსონი, მაჰრეზი, ოკაზაკი – ფერნანდო
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179018