ფეხბურთი

19:53 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერჟიო კონსეისაომ “ნანტი” ჩაიბარა

საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე “ნანტს” დღეიდან სერჟიო კონსეისაო გაწვრთნის. როგორც ამ გუნდის ვებგვერდზე ვკითხულობთ, 42 წლის პორტუგალიელმა გუნდი ორი წლით ჩაიბარა.

კონსეისაომ ცოტა ხნის ცუდი შედეგების გამო დათხოვილი რენე ჟირარი შეცვალა – “ნანტი” ლიგა 1-ში ბოლოსწინა ადგილზეა.

კონსეისაოს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში აქამდე მხოლოდ სამშობლოში უმუშავია: “ოლჰანენსე”, “აკადემიკა”, “ბრაგა” და “გიმარაეში”. უფრო წარმატებული კარიერა ჰქონდა ფეხბურთელობისას და ერთ დროს პორტუგალის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115308