ფეხბურთი

3:15 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა განახევრდა, მთავარი წინაა (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. შესაბამისად ცნობილია ის 16 გუნდი, რომლებიც თასისთვის ბრძოლას დამდეგი წლის თებერვლიდან გააგრძელებენ. აქამდე 14-ის ვინაობა იყო ცნობილი, დღეს კი მათ რიცხვს ესპანური “სევილია” და პორტუგალიური “პორტუ” შეუერთდნენ.

ახლა კი, ჯერ წილისყრაზე მიდგება, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებაც ჩვენი ვებგვერდი მკითხველს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. მანამდე კი, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები მიმოვიხილოთ.

E ჯგუფი

ამ ჯგუფში ყველაფერი გარკვეული იყო, გარდა მესამე ადგილის ბედისა. შესაბამისად, ჯერ “ტოტენჰემისა” და ცსკას მატჩზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა: ლონდონელები მთელი თამაში კოლსარულ უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულადაც იმარჯვეს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მოსკოველები დაწინაურდნენ. “დეზებმა” ევროპა ლიგაზე გადაინაცვლეს, ხოლო “არმიელებს” შიდა ჩემპიონატის ამარა მოუწევთ ყოფნა. ზედიზედ 39-ე მატჩში გაუშვა გოლი (გოლები) იგორ აკინფეევმა. სხვთა შორის, ავტოგოლიც მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს 7 წლის შემდგომ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დაემშვიდობა.

“ლევერკუზენმა” კი “მონაკოს” შანსი არ დაუტოვა ისე მოუგო – 3:0. ეს უბრალოდ პრესტიჟის საქმე იყო, თორემ პირველ ადგილზე მაინც “თავადები” გავიდნენ. სხვთა შორის, “ბაიერმა” “მონაკოს” მეექვსე ცდაზე ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოუგო. გერმანელთაგან ერთი გოლი იულიან ბრანდტმა გაიტანა, რომელიც კლუბის ისტორიაში ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა – 20 წლის და 219 დღის. ისიც ვთქვათ, რომ "მონაკოს" კარში 39 წლის მორგან დე სანკტისი იდგა, რომელიც პირველი იტალიელი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი სხვადასხვა გუნდის რიგებში ითამაშა: "უდინეზე", "სევილია", "ნაპოლი", "რომა" და ახლა უკვე "მონაკოც".

“ლევერკუზენი” – “მონაკო” 3:0 (1:0) VIDEO

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 21 928

“ლევერკუზენი” (4-4-2): ოზჩანი; და კოსტა, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი; ბრანდტი (კრუსე 71), ბაუმგარტლინგერი, იურჩენკო (ჰენრიხსი 76), ჩალჰანოღლუ (არანგიზი 67); ჩიჩარიტო, კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“მონაკო” (4-3-3): დე სანკტისი; ტურე, რაჯი, ჯემერსონი, დიალო; მოუტინიო, ნ’დორამი, ბოსკილია (ტრაორე 67); დირარი, კარილიო (ლემარი 79), ჟანი (ჟერმენი 76)

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 1:0 იურჩენკო (30), 2:0 ბრანდტი (48), 3:0 დე სანკტისი (82, ა.გ)

გაფრთხილება: დრაგოვიჩი (88) - ჯემერსონი (24), ბოსკილია (41), ჟერმენი (88)

გამოუყენებელი პენალტი: ვენდელი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 12 (0) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: გედიმინას მაზეიკა (ლიტვა)

“ტოტენჰემი” – ცსკა 3:1 (2:1) VIDEO

ლონდონი, “უემბლი”

მაყურებელი: 62 034

“ტოტენჰემი” (4-2-3-1): ლორისი; უოლკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი; ვანიამა (ალდერვეირელდი 68), ვინკსი; სონი (ნ’კუდუ 62), ალი, ერიკსენი; კეინი (ონომა 83)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენიკოვი; ძაგოევი, ნათხო; ტოშიჩი (გორდიუშენკო 71), გოლოვინი (ჩალოვი 46), მილანოვი; ტრაორე (სტანდბერგი 79)

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

გოლები: 0:1 ძაგოევი (33), 1:1 ალი (38), 2:1 კეინი (45), 3:1 აკინფეევი (77, ა.გ)

გაფრთხილება: შენიკოვი (31), ვ. ბერეზუცკი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (12) – 5 (3) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

F ჯგუფი

მარკო როისმა 89-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადაცემა შეიშნო და “დორტმუნდი” პირველ ადგილზე გაიყვანა. არადა, “რეალი” 2:0 იგებდა ქარიმ ბენზემას გოლებით, მაგრამ მატჩის ბოლო ნახევარ საათში ორი გოლი გაუშვა. ამ ფრით კი, ზინედინ ზიდანის გუნდმა ჯგუფში მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, იქნებ ასეც ჯობდა, რადგან “სამეფო კლუბის” შესაძლო მეტოქეები ალბათ ახლა გაცილებით სუსტები არიან (ქაღალდზე), ვიდრე პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში იქნებოდა. ბენზემა გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-6 მოთამაშე, ვინც 50 გოლის გატანა შესძლო პრესტიჟულ ტურნირზე.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში კი, მესამე ადგილის ბედი ირკვეოდა – “ლეგიას” “სპორტინგთან” მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს და გილერმეს კინკილა გოლით მიაღწია კიდეც მიზანს. პოლონეთის ჩემპიონი ევროპა ლიგაზე ითამაშებს. სამწუხაროდ, ვაკო ყაზაიშვილი “ლეგიას” 18 კაციან განაცხადშიც არ იმყოფებოდა.

“რეალი” – “დორტმუნდი” 2:2 (1:0) VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 76 894

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი (კროოსი 63), კაზემირო, ხამესი; ვასკესი, ბენზემა (მორატა 85), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“დორტმუნდი” (4-3-3): ვაინდეფელერი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი; კასტრო (როდე 80), ვეიგლი, პულიშიჩი (მორი 61); დემბელე, ობამეიანგი, შურლე (როისი 61)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 1:0 ბენზემა (28), 2:0 ბენზემა (53), 2:1 ობამეიანგი (60), 2:2 როისი (88)

გაფრთხილება: მოდრიჩი (38), კაზემირო (69) – სოკრატისი (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 12 (7) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: სჟიმონ მარჩინიაკი

“ლეგია” – “სპორტინგი” 1:0 (1:0)VIDEO

ვარშავა, “პეპსი არენა”

მაყურებელი: 28 232

“ლეგია” (4-4-1-1): მალარჟი; ბერენჟინსკი, რზესჩჟინიაკი, პაზდანი, ჰლუსეკი; გილერმე (კუჩარჟიკი 62), მულინი, პოკჩინსჟკი, რადოვიჩი (დაბროვსკი 90); ოჯიჯა; პრიოვიჩი (ჰამალაინენი 86)

მწვრთნელი: იაცეკ მაგიერა

“სპორტინგი” (4-4-2): რუი პატრისიო; ოლივეირა (ესგაიო 58), კოატეში, სემედო, ზეეგელაარი (ანდრე 68); ჟელსონ მარტინსი, ანდრე სილვა, კარვალიო, ბრუნო სეზარი; მარკოვიჩი (ბრაინ რუისი 59), დოსტი

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

გოლი: 1:0 გილერმე (30)

გაფრთხილება: კოპჩზინსკი (36), რზეზნიჩაკი (74), ოჯიჯა (75), რადოვიჩი (79), პაზდანი (81) – ადრიენ სილვა (56), კარვალიო (81, 85)

გაძევება: კარვალიო (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 19 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 8:1

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

G ჯგუფი

ინგლისის ჩემპიონმა “ლესტერმა” პირველ ხუთ ტურში ისეთი ფეხბურთი აჩვენა, ყველა აალაპარაკა, მაგრამ “დრაგაუზე” “მელიებს” კოშმარული საღამო ელოდათ – 5:0. “დრაკონებმა” მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. სხვათა შორის, იკერ კასილიასმა ზედიზედ მეოთხე მატჩში შესძლო ლიგაზე კარის მშრალად შენახვა. “ლესტერმა” კი ანტირეკორდები ამყარა. უნდა გამირჩეს, რომ ასეთი სხვაობით ლიგაზე ინგლისური გუნდი მოქმედი ჩემპიონის რანგში აქამდე არასდროს დამარცხებულა. მიუხედავად ამისა, “ლესტერი” დასაძრახი არაა – გუნდმა დიდებულად განვლო გზა მერვედფინალამდე. თან “პორტუსთან” მატჩში მეორე შემადგენლობით ითამაშა. სხვა თუ არაფერი გუნდს რიად მაჰრეზი და ჯეიმი ვარდი აკლდნენ...

დანიის ჩემპიონმა “კოპენჰაგენმა” “ბრიუგეს” საქმე პირველ 15 წუთში დაუმთავრა, მაგრამ შეხედა რა, რომ პარალელურად “პორტუ” “ლესტერთან” ქულებს არ დაკარგავდა, მოეშვა და 2:0 მოგეას დასჯერდა. სტალე სოლბაკენის გუნდი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

“პორტუ” – “ლესტერი” 5:0 (3:0) VIDEO

პორტუ, “დრაგაუ”

მაყურებელი: 39 310

“პორტუ” (4-4-2): კასილიასი; მაქსი პერეირა (ნევეში 76), ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; კორონა (ერერა 76), დანილო, ოლივერ ტორესი, ბრაჰიმი; ანდრე სილვა (რუი პედრო 78), დიოგო ჟოტა

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ

“ლესტერი” (4-4-2): ჰამერი; ერნანდესი, ვასილევსკი, მორგანი, ჩილუელი; გრეი, მენდი, დრინკუოთერი (ბარნესი 76), შლაფი (ალბირგტონი 76); მუსა (ულოა 46), ოკაზაკი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 ანდრე სილვა (6), 2:0 კორონა (26), 3:0 ბრაჰიმი (44), 4:0 ანდრე სილვა (64), 5:0 დიოგო ჟოტა (77)

გაფრთხილება: ჩილუელი (39)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 6 (0) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

“ბრიუგე” – “კოპენჰაგენი” 0:2 (0:2)VIDEO

ბრიუგე, “იან ბრეიდელი”

მაყურებელი: 18 981

“ბრიუგე” (4-3-3): ბუტელე; ვან რინი (ვორმერი 77), მეჩელე, დენსვილი, კულსი; პინა, კლაუდემირი, რაფაელოვი (ვანაკენი 66); გედოზი, ვესლი, ბოლინგოლი-მბომბო

მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი

“კოპენჰაგენი” (4-4-2): ოლსენი; ანკერსენი (ჰოგლი 89(, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტუნსონი; ფალკი (გრეგუში 58), კვისტი, დელანი, ტუტუ; პავლოვიჩი (კეიტა 88), კორნელიუსი

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

გოლები: 0:1 მეჩელე (8, ა.გ), 0:1 იორგენსენი (15)

გაფრთხილება: კლაუდემირი (83) - პავლოვიჩი (10), კვისტი (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 7 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 7:4

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

H ჯგუფი

ტურინის “იუვენტუსმა” ზაგრების “დინამო” მეორე ტაიმში გატეხა და მერვედფინალში პირველი ადგილით გააღწია. სხვათა შორის, “იუვემ” 14 ქულა დააგროვა და ეს საუკეთესო მაჩვენებელია 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ. “იუვედან” გოლები გონსალო იგუაინმა და დანიელე რუგანიმ გაიტანეს – პირველმა 418 წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა, მეორემ კი სადებიუტო ბურთი შეაგდო ლიგაზე (მესამე მატჩში). სხვათა შორის “იუვენტუსმა” ევროასპარეზზე ზედიზეც მეოცე წაუგებელი მატჩი ჩაატარა საკუთარ მოედანზე, ხოლო ბოლო 37 მატჩში მხოლოდ ორჯერ აქვს წაგებული ტურინში. ისიც გამოვყოთ, რომ თადარიგში იყო ჯიჯი ბუფონი – ჩემპიონთა ლიგაზე კი, ბოლო ბუფონის გარეშე “ბებერმა ქალბატონმა” 2008 წლის 10 დეკემბერს ითამაშა.

ამავე ჯგუფიდან გავიდა “სევილია” – “ლიონს” ანდალუზიელებთან მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, მაგრამ უდიდესი უპირატესობის მიუხედავად გოლი ვერ გაიტანა და ნულოვან ფრეს დასჯერდა, რამაც “ოლიმპიკს” მხოლოდ ევროპა ლიგის საგზური მოუტანა. “სევილია” კი, მერვედფინალშია. სხვათა შორის, უკვე შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ევროპა ლიგას სამი წლის მერე ახალი გამარჯვებული ეყოლება.

“ლიონი” – “სევილია” 0:0 (0:0) VIDEO

ლიონი, “სტად დე ლიონი”

მაყურებელი: 52 423

“ლიონი” (4-3-3): ლოპესი; რაფაელი, იანგა-მბივა, დიახაბი, მორელი; დარდე (კორნე 72), გონალონსი, ტოლისო (გრენიე 78); გეძალი (ფეკირი 65), ლაკაზეტი, ვალბუენა

მწვრთნელი: ბრუნო ჟენესიო

“სევილია” (3-5-2): სერხიო რიკო; მერკადო, პარეხა, რამი; მარიანო, ნ’ზონზი, სარაბია (ბენ იადერი 65), იბორა, ესკუდერო; ვიტოლი, ნასრი (კრანევიტერი 87)

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გაფრთხილება: გონალონსი (38), იანგა-მბივა (53) – სარაბია (32), ნასრი (36), მერკადო (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (5) – 2 (0) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

“იუვენტუსი” – “დინამო” 2:0 (0:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 380

“იუვენტუსი” (3-5-2): ნეტო; ბენატია, რუგანი, ევრა; კუადრადო, მარკიზიო (სტურარო 74), პიანიჩი (დიბალა 80), ასამოა; იგუაინი, მანჯუკიჩი (ერნანესი 85)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“დინამო” (4-3-3): ლივაკოვიჩი; სიტუმი, სიგალი, შილდენფელდი, პივარიჩი; მორო (მაცელი 85), კნეზევიჩი, გოიაკი (ფიოლიჩი 57); სუდანი (სტოიანოვიჩი 74), ჩორიჩი, ფერნანდესი

მწვრთნელი: ივაილო პეტევი

გოლები: 1:0 იგუაინი (52), 2:0 რუგანი (73)

გაფრთხილება: იგუაინი (15), ევრა (54) – ჩორიჩი (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 3 (2) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125315