ფეხბურთი

2:11 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “დეპორტივომ” ძველი დრო გაიხსენა

ლა ლიგის მე-14 ტურის მეორე და მესამე სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართა. ორშაბათს “დეპორტივომ” “რიასორიზე” შესანიშნავ ფორმაში მყოფი “სოსიედადი” მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა. სტაჟიან ქომაგებს ამ შედეგზე ძველი (ხავიერ ირურეტას) “დეპორტივო” გაახსენდებოდათ, რომლის ასეთი გამარჯვებები არავის არ უკვირდა და ჩვეულებრივი ამბავი იყო.

მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მთელი შეხვედრა ასევე გაგრძელდა. გალისიური კლუბი მე-13 წუთზე შეტევაში ჩართულმა სიდნეიმ დააწინაურა, რომელმაც ხერონიმო რულის ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა. 29-ე წუთზე ინიგო მარტინესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ხოლო 42-ე წუთზე ფლორინ ანდონეს ჯერი დადგა და ტაიმი 3:0 დასრულდა.

მეორე ნახევარი ბასკების აქტიურობით დაიწყო და 57-ე წუთზე იური ბერჩიჩიმ ლამაზი დარტყმით სხვაობა შეამცირა, თუმცა ამის მეტი სტუმრებმა ვერაფერი გააკეთეს და შეხვედრა კვლავ “დეპორტივოს” კარნახით მიმდინარეობდა. 64-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ბურთთან რაიან ბაბელი მივიდა, რომელმაც რულის ვერ აჯობა, თუმცა დამატებაზე ბურთი კვლავ მას მიუვიდა და ცარიელ კარში შეაგორა. “სოსიედადის” წვალებას ბოლო ფლორინ ანდონემ მოუღო, რომელმაც 77-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 5:1.

რაც შეეხება კვირის მატჩებს, ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა “ბენიტო ვილამარინზე” შედგა, სადაც “ბეტისმა” და “სელტამ” ექვსგოლა ფრე ითამაშეს.

ბასკური დერბი გაიმართა “სან მამესზე”, სადაც ადგილობრივმა “ბილბაომ” “ეიბარი” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

მორიგი საშინელი შეხვედრა ჩაატარა “ვალენსიამ” და ჩეზარე პრანდელის ფაქტობრივად გასავარდნ ზონაშია (“ხიხონს” ურთიერთშეხვედრებით ჯობს). “ღამურებმა” შინ “მალაგა” მიიღეს და ფორნალსის ლამაზი გოლით უკვე მე-3 წუთზე აგებდნენ, თუმცა სამ წუთში როდრიგო მორენომ თავური დარტყმით გაათანაბრა, ხოლო 33-ე წუთზე ალვარო მედრანმა შეაგდო და ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში “ვალენსიამ” სათამაშო ინიციატივა მთლიანად მეტოქეს დაუთმო და თვითონ მხოლოდ “მალაგას” შეტევების მოგერიებით იყო დაკავებული. რისთვისაც, მასპინძლები ძალიან მკაცრად, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ დაისაჯნენ: მცველების უყურადღებობით კვლავ ფორნალსმა ისარგებლა, დიეგო ალვეშს აუღებელი დაურტყა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 2:2. “ლოს ჩეს” კი, უკვე 6 მატჩი არ მოუგია და თუ ასე განაგრძეს, კლუბი უდიდესი კატასტროფის წინაშე დადგება...

“ხიხონმა” საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი “ოსასუნა” დამაჯერებლად დაამარცხა და ქულებით “ვალენსიას” გაუთანაბრდა, ხოლო “ალავესის” და “ლას პალმასის” დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

ბეტისი – სელტა 3:3 (1:1)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, ბ.გონსალესი (რ.ნავარო 46), ხ.კარლოსი, პაცელა, დურმისი, სეხუდო, სებალიოსი, დონკი (გუტიერესი 70), პეტროსი, რ.კასტრო, სანაბრია (ხოაკინი 62).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

სელტა (4-2-3-1): ბლანკო, რონკალია, კაბრალი, ფონტასი, ხონი, მ.დიასი (სისტო 77), რადოია (ორელიანა 52), ვასი, პ.ერნანდესი, ბონგონდა (როსი 84), ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1, 2:2 ასპასი (15; 61), 1:1 რ.კასტრო (41 პენ.), 2:1 სანაბრია (53), 3:2 პაცელა (73), 3:3 რონკალია (85)
გაფრთხილებები: დონკი, პეტროსი, სანაბრია, გუტიერესი, პაცელა – კაბრალი
გაძევება: პეტროსი (92)
მსაჯი: ხოსე სანჩესი

ბილბაო – ეიბარი 3:1 (1:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ი.ალვარესი, ლაპორტე, ბოვედა, ბალენსიაგა, ბენიატი, სან ხოსე, მუნიაინი, უილიამსი (ვილალიბრე 85), სუსაეტა (ერასო 65), მერინიო (საბორიტი 75).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, გალვესი, ლეიუნი, არბილია, ლუნა, დ.გარსია, ფ.რიკო (ხოტა 86), ინუი (კიკე 83), ადრიანი (პენია 60), ლეონი, ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0 ბენიატი (42), 2:0 უილიამსი (55), 2:1 ენრიჩი (70) 3:1 მუნიაინი (91)
გაფრთხილებები: სან ხოსე – ინუი, გალვესი, ლეონი, არბილია
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

ალავესი – ლას პალმასი 1:1 (1:0)

ალავესი, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ფედალი, ალექსისი, ტ.ერნანდესი, ვიგარაი, დ.ტორესი (ტოკერო 85), მ.ლორენტე, იბაი (სანტოსი 70), კამარასა, მენდეში (ლაგუარდია 70), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ბიგასი, დ.გარსია, მიჩელი, ლოპეში, ტანაუსუ, მომო, ვიერა (მ.ე. გარსია 92), ლივაია (ასდრუბალი 68).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0 ალექსისი (4), 1:1 ლივაია (57)
გაფრთხილებები: ტ.ერნანდესი, მ.გარსია (სკამიდან), ალექსისი – ლოპეში, ლივაია, მიჩელი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ხიხონი – ოსასუნა 3:1 (1:0)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (5-4-1): კუელარი, მერე, ამორობიეტა, კასტელიანო, ი.ლოპესი, დუგლასი, აიტ-ატმანე (კასესი 69), ს.ალვარესი, მ.გომესი (ვიგუერა 79), კარმონა, ჩოპი (კ.კასტრო 81).
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი

ოსასუნა (4-4-2): ნაუზეტი, ი.მარკესი, ფლანიო, კლერკი, ოიერი, კაუსიჩი, ი.გარსია, დე ლას კუევასი, რ.ტორესი (ბერენგუერი 58), კოდრო (ს.ლეონი 46), რიერა.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლები: 1:0, 3:0 კარმონა (43;78), 2:0 დუგლასი (56), 3:1 ფლანიო (86)
გაფრთხილებები: ამორობიეტა, ჩოპი, დუგლასი – ი.მარკესი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

ვალენსია – მალაგა 2:2 (2:1)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (3-4-1-2): ალვეში, მანგალა, გარაი, აბდენური, სიკეირა (გაია 58), კანსელო, მედრანი, მ.სუარესი, პარეხო (კარტაბია 69), როდრიგო, ელ ჰადადი (მინა 84).
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

მალაგა (4-4-2): ბოიკო, მ.ტორესი, ვილანუევა, რიკა, როსალესი, ფორნალსი, კამაჩო, ჩ.კასტრო (დუდა 63), ონტივეროსი, ხუანპი (ხონი 69), მ.სანტოსი (ენ ნესირი 77).
მწვრთნელი: ხუანდე რამოსი

გოლები: 0:1, 2:2 ფორნალსი (3; 93), 1:1 როდრიგო (7), 2:1 მედრანი (33)
გაფრთხილებები: როდრიგო, კანსელო, გარაი, მედრანი, აბდენური – ჩ.კასტრო
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

დეპორტივო – სოსიედადი

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი, სიდნეი, ალბენტოსა, ხუანფრანი, ფ.ნავარო, ბორგესი, გილერმე (მოსკერა 83), ბაბელი, ჩოლაკი (ფაჟრი 87), ანდონე (ხოსელუ 81).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, ბერჩიჩი, კ.მარტინესი, პრიეტო (გრანერო 64), ილარამენდი, კანალესი (კონჩა 78), ოიარზაბალი, ველა (ხუანმი 64), ვილიან ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 1:0 სიდნეი (13), 2:0 ი.მარტინესი (29 ს.კ.), 3:0, 5:1 ანდონე (42; 77), 3:1 ბერჩიჩი (57), 4:1 ბაბელი (64)
გაფრთხილებები: ჩოლაკი – ი.მარტინესი, გრანერო, ბერჩიჩი, ხუანმი
მსაჯი: ხოსე ლუის მუნუერა მონტერო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128216