თამაშგარე

19:56 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაკირა და მკითხავიაანთ ხვთისო

ბაღიბოლოდან სამნი ამოვდიოდით – მე, ნოდარას ბიჭი ნუგო და გაღმაუბნელი კოლა. სოფლისთავში მკითხავიაანთ ხვთოსო დაგვხვდა. აბა მაგი დანახვა ვის უხარია? იგეთია, კარგი საქმეც რომ უნდოდეს, მაინც ცუდ მხარეს შამააბრუნებს და ყველაფრის ხალისი დაგეკარგება კაცსა.

გადაუშლია ფერადი ჟურნალი და ხმამაღლა კითხულობს. იძახის რომა, შაკირა როა კოლუმბიელი მომღერალი, იმასაო, დიდი ჩხუბი მოსვლია თავი ქმართანაო და საქმეს იგეთი პირი უჩანს, რო სულ მალე შაკირა ისევ ჩიტივით თავისუფალი გახდება და მერე ჩასდქით რიგში ჯეელი ბიჭებიო.

თურმე კაცო, აი “ბარსელონას” მამაილა მცველი როა, პიკე. ხო იცი კაცო პიკე? ისა რა, მაღალ-მაღალი და ნაფხანი თმასეეფ რო აქვ წვერი. ჰოდა, თურმე მაგის ცოლი ყოფილა ის შაკირა. მკითხავიაანთ ხვთისო იძახის, - მე კაცი არ ვიყო ეგენი თუ არ დაშორდნენო. იგრე იძახის თითქო კაცადაცა ვთვლიდე...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09631