ფეხბურთი

1:55 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალჩოში სამეული გამოიკვეთა

იტალიის სერია A-ს XV ტურის შემდგომ ცხრილის ზედა ნაწილში ცვლილებები არ მომხდარა – ტურინის “იუვენტუსი” “მილანსა” და “რომას” ისევ 4 ქულით უსწრებს. “იუვემ” რომ გუშინ მოიგო, გამცნეთ. დღეს კი, გამარჯვებით უპასუხეს მილანურმა და რომაულმა გუნდებმა.

ჯერ ტურის ცენტრალურ მატჩზე ვთქვათ – “დერბი დელა კაპიტალე” იყო რომში და ბუნებრივია ამაზე მნიშვნელოვანი თამაში დღეს იტალიაში არ იქნებოდა. მთლიანობაში თანაბარი შეხვედრა გამოდგა, მაგრამ უფრო ძლიერმა მოიგო. უგოლო პირველი ტაიმის მერე, “რომამ” კევინ სტროტმანისა და რაჯა ნაინგოლანის გოლებით იმარჯვა. სტროტმანის გოლი მთლიანად “ლაციოს” მცველის, უოლასის დამსახურება იყო, რომელმაც უდროო დროს მოინდომა ტექნიკის დემონსტრირება და ჰოლანდიელი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ისე როგორ იქნებოდა, არეულობა არ ყოფილიყო დერბის დროს – ცალკე ფეხბურთელებმა იჩხუბეს მინდორზე, რასაც დანილო კატალდის გაძევება მოჰყვა, ოღონდ სათადარიგო სკამიდან, სტადიონს გარეთ კი, ტიფოზებმა დასცხეს ერთმანეთს. სხვათა შორის, “რომას” იტალიის ჩემპიონატის ეგიდით “ლაციოსთან” უკვე 8 თამაშია არ წაუგია, ხოლო ბოლო 4 საერთოდ მოგებული აქვს. დიდებული სერიაა, ვერაფერს რომ ვერ დაუწუნებს კაცი.

სანამ, “რომა” დერბის მოიგებდა, მანამდე “მილანმა” იწვალა, იწვალა და მაინც გამოსძალა 3 ქულა გათამაშების აუტსაიდერ “კროტონეს” – ვინჩენცო მონტელას გუნდს მართლა ძალიან გაუჭირდა ტოსკანელთა ბარიერის გადალახვა, მაგრამ მებრძოლი სული მაინც გამოავლინმა გუნდმა და ვინ იცის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეგებ, ასეთი მოგება სჯობდა, ადვილ გამარჯვებას. თავიდან დავიდე ნიკოლას გუნდი დიეგო ფალჩინელის გოლით დაწინაურდა, “მილანმა” კი, ანგარიში ტაიმის ბოლოს გაათანაბრა – მარიო პაშალიჩმა გამოიჩინა თავი. სხვათა შორის ხორვატმა გოლი ერთწლიანი პაუზის შემდგომ პირველად გაიტანა. მეორე ტაიმში “როსონერი” მეტოქის დასამარცხებლად არაერთხელ გაიწია და ყველაზე რეალური შანსი 53-ე წუთზე მიიღო – ჯანლუკა ლაპადულამ პენალტი მოინადარა, დარტყმაც თავად სწყუროდა, მაგრამ ვინ დააცადა?! – მბიაიე ნიანგმა გინდა თუ არა, მე უნდა დავარტყაო, დაარტყა კიდეც და... ვერ გაიტანა. ამის გამო ფრანგს მობოდიშება მოუწია თამაშის მერე, იტალიურ მედიას კი თავისი საქციელით სალაპარაკო თემა მისცა. სამაგიეროდ, ლაპადულამ მაინც თქვა გადამწყვეტი სიტყვა: 86-ე წუთზე ახლო მანძილიდან შეაგდო და “მილანმაც” მოიგო. სხვთა შორის, ლაპადულას “მილანის” ახალ ინძაგის ეძახიან... ისე, ბოლო დროს შედეგიანად ათამაშდა იტალიელი და ისიც აღსანიშნავია, რომ “სან სიროზე” ძირითად შემადგენლობაში პირველად სწორედ “კროტონეს” წინააღმდეგ ითამაშა ამ ფეხბურთელმა და იმ მცირე სათამაშო დროში, რაც ეძლეოდა, ურიგოდ მართლა არ გამოიყურება.

ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია, “ტორინოს” მარცხი გენუაში “სამპდორიასთან” – სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს კარგი შანსი ჰქონდა ცხრილის ზედა ნაწილში წაეწია, მაგრამ ქარს გაატანა. როგორც იქნა, მოიგო “სასუოლომ”, რომელმაც შინ “ემპოლის” ადვილად, 3:0 მოუგო. სათამაშო დრო დაეთმო ქართველ ლევან მჭედლიძეს, რომელიც 56-ე წუთიდან შევიდა მინდორზე, თუმცა თავი დიდად არ გამოუჩენია. “ემპოლის” მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. დღევანდელი დღის დასკვნით შეხვედრაში კი, ფლორენციის “ფიორენტინამ” ბოლოადგილოსან “პალერმოს” მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ქულა ხელიდან გამოგლიჯა. ხუმა ბაბაკარის თავურმა პაულო სოუზას სამსახური შეუნარჩუნა.

XV ტური ორშაბათს, ორი მატჩით დასრულდება: “კიევო” – “ჯენოას”, ხოლო “უდინეზე” – “ბოლონიას” უმასპინძლებს.

“მილანი” – “კროტონე” 2:1 (1:1)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 41 000

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; პაშალიჩი, ლოკატელი, სოსა (ლუის ადრიანო 73); სუსო, ლაპადულა (კუცკა 89), ნიანგი (ჰონდა 81)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა (სამპრისი 75); როდენი (ნვანკვო 88), კაპეცი; კრისეტიჯი, სტოიანი (პალადინო 70); ფალჩინელი, ტროტა

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 0:1 ფალჩინელი (26), 1:1 პაშალიჩი (41), 2:1 ლაპადულა (86)

გამოუყენებელი პენლატი: ნიანგი (53)

გაფრთხილება: ლოკატელი (49), სოსა (63), ლაპადულა (87), კუცკა (90) – როზი (43), კრისეტიჯი (53), როდენი (60), სტოიანი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 8 (5) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: მარკო დი ბელო

“ლაციო” – “რომა” 0:2 (0:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 57 000

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა (პატრიკი 80), უოლასი, რადუ, ლულიჩი; პაროლო, ბილია (ლომბარდი 80), მილინკოვიჩ-სავიჩი; ფელიპე ანდერსონი, იმმობილე, კეიტა (კიშნა 85)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“რომა” (3-5-2): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი, ფაციო; ბრუნო პერესი (ჟუან ჟესუსი 90), სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი, ემერსონი; პეროტი, ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 სტროტმანი (64), 0:2 ნაინგოლანი (77)

გაფრთხილება: ბილია (29), ლულიჩი (70), პაროლო (79), ლომბარდი (90) – რუდიგერი (51), სტროტმანი (67), ბრუნო პერესი (84)

გაძევება: კატალდი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 6 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

“პესკარა” – “კალიარი” 1:1 (0:1)

პესკარა, “ადრიატიკო”

მაყურებელი: 14 000

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; ძამპანო, დიომბერი (ძუპარიჩი 90), ფორნასიერი, ბირაგი; მემუშაი (პეტინარი 60), ბრუგმანი, ვერე (მანაი 69); ბენალი, კაპრარი; პეპე

მწვრთნელი: მასიმო ოდო

“კალიარი” (4-3-1-2): ისლა; ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, პისაჩენე; დესენა, დი ჯენარო, ბარელა; ფარიასი (სალამონი 46), ბორიელო (მუნარი 82), საუ (მელკიორი 68)

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 0:1 ბორიელო (24), 1:1 კაპრარი (90)

გაფრთხილება: მემუშაი (29), ბენალი (39) – ჩეპიტელი (17), დი ჯენარო (29, 34), დესენა (30), ბორიელო (74)

გაძევება: დი ჯენარო (34)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 3 (2) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: დანიელე დოვერი

“სამპდორია” – “ტორინო” 2:0 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; პერეირა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბარეტო, ტორეირა, პრატი (ალვარესი 83); ბრუნო ფერნანდესი (ლინეტი 60); მურიელი (შიკი 90), კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაოაკოსტა, როსეტინი, კასტანი, ბარეკა; ბენასი (ბოიე 70), ვალდიფიორი, ბაზელი (აკქუა 84); იაგო ფალკე (მაქსი ლოპესი 79), ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 ბარეტო (29), 2:0 შიკი (90)

გაფრთხილება: ბარეტო (29) - როსეტინი (22), ბენასი (58), ბარეკა (59), ბაზელი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 12 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: დანიელე ორსატო

“სასუოლო” – “ემპოლი” 3:0 (2:0)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 10 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, ანტეი, აჩერბი, პელუზო; პელეგრინი (მაციტელი 62), მანიანელი, მისიროლი (სენსი 76); რიჩი, დეფრელი (მატრი 81), რაგუზა

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; კოშიჩი, ბელუსკი, ბარბა, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსე (მაური 46), კროჩე; საპონარა; მარილუნგო (მჭედლიძე 56), მაკარონე (ჯილარდინო 56)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

გოლები: 1:0 პელეგრინი (22, პენ), 2:0 რიჩი (36, პენ), 3:0 რაგუზა (53)

გაფრთხილება: რაგუზა (45), მანიანელი (68), ანტეი (69), მაციტელი (82) - სკორუპსკი (22), ბარბა (34), კროჩე (36), კრუნიჩი (44), მაური (61), ბელუსკი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 10 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 3:6

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ფიორენტინა” – “პალერმო” 2:1 (1:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 22 533

“ფიორენტინა” (3-4-1-2): ტატარუშანუ; სალსედო, ასტორი, ტომოვიჩი; ტელო (ბადელი 67), ბორხა ვალერო, ვესინო, ბერნარდესკი (ზარატე 78); ილიჩიჩი (კიეზა 85); ბაბაკარი, კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“პალერმო” (3-5-1-1): პოსავეცი; ჩიონეკი, ანდელკოვიჩი, პეცელა; მორგანელა (რისპოლი 66), ჰიემარკი, იაიალო (გაცი 87), ჩოჩევი, ალეეზამი; ქუაისონი; ნესტოროვსკი

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი

გოლები: 1:0 ბერნარდესკი (33, პენ), 1:1 იაიალო (50), 2:1 ბაბაკარი (90)

გაფრთხილება: ტომოვიჩი (51), ბადელი (82) - მორგანელა (30), ალეეზამი (33)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (8) – 4 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111497