კალათბურთი

21:46 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამომ“ უცხოელი მწვრთნელ-ასისტენტი დაიმატა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ,,დინამომ“ მთავარი მწვრთნელის მეორე ასისტენტად უცხოელი მარკო მინიჩი აიყვანა. ამის შესახებ worldsport.ge-ს კლუბის პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ,,დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, ირაკლი ხოშტარიას პირველ ასისტენტად მამუკა ტურაშვილი მუშაობს. გუნდი შესანიშნავ სეზონს ატარებს - უკვე შეძლო სუპერთასისა და დუდუ დადიანის მემორიალის მოგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111219