კალათბურთი

20:24 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რუსთავი“ - „სოხუმის“ მატჩი გადაიდო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მეოთხე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „რუსთავი“ და „სოხუმი“ უნდა შეხვედროდნენ, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამუნა რუაძემ განუცხადა.

„იმის გამო, რომ რუსთაველთა ერთ-ერთი ლიდერი გიგი გოგობერიშვილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული, ასევე რუსთავის საკალათბურთო დარბაზი დღეს დაკავებულია, „რუსთავის“ ხელმძღვანელობამ მატჩის გადადება ითხოვა და დავაკმაყოფილეთ“ - გვითხრა რუაძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126678