ჭიდაობა

16:54 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩემპიონმა" მსოფლიოს საკლუბო თასზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა

30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს უკრაინის ქალაქ ხარკოვში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს რიგით მესამე საკლუბო ჩემპიონატზე სადაც მსოფლიოს 12-მა საუკეთესო კლუბმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს სახელით გიორგი გოგშელიძის დაფუძნებულმა კლუბმა "ჩემპიონმა" იასპარეზა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

ჩვენებმა ქვეჯგუფში უკრაინის ცსკას 5-3 მოუგეს, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი მომავალ ჩემპიონებთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილით (61) გაძლიერებულ ამერიკულ "ტიტან-მერკურისთან" თანაბარ ბრძოლაში დამარცხდნენ 3-5. აღსანიშნავია რომ ამერიკელებთან შეხვედრაში შოთა ფარტენაძე (61) 6-0-ს ამარცხებდა ხინჩეგაშვილს თუმცა ტუტილოვანმა ქართველმა მაინც შეძლო ბოლო წამებზე გამარჯვების მოპოვება. ელიზბარ ოდიკაძემ (97) კი რევანში აუღო ამერიკელების ოლიმპიურ ჩემპიონ კაილს სნაიდერს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

მომდევნო შეხვედრაში კი ბ ჯგუფის მეორე ადგილისან მონღოლურ კლუბს 7-1 მოუგეს ამით კი მხოლოდ მეხუთე ადგილისათვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს, ტურნირის რეგლამენტის მიხედვით 4 ქვეჯგუფის გამარჯვებულები ერთამენთს ნახევარფინალში შეხვდებოდნენ, მეორე ადგილოსნები კი მეხუთე ადგილისათვი იბრძოლებდნენ. "ჩემპიონმა" კი ირანული სატრაგენი დიდი უპირატესობით 7-1 დაამარცხა, ტიტან-მერკურისთან მიღებული ფეხის ტრამვის გამო როგორც მონღოლეთთან ისევე ირანელებთან ვერ იჭიდავა ბექა ბუჯიაშვილმა (57), დანარჩენ შეხვედრებში კი გამარჯვებები შოთა ფარტენაძემ (61), ლევან ქელეხსაშვილმა (65), ალექსანდრე ჯაჭვაძემ (70), ავთანდილ კენჭაძემ (74), ნოდარ ეგაძემ (86), ელიზბარ ოდიკაძემ (96) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125) მოიპოვეს.

ტურნირის საუკეთესო ოჭიდავეთ ელიზბარ ოდიკაძე დასახელდა, ვინც ოთხივე შეხვედაში გაიმარჯვა, მათ შორის მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი კაილ სნაიდერიც დაამარცხა. ოთხივე პირდარი შეხვედრა მოიგო ქართველმა მძიმეწონოსანმა გიორგი მეშვილდიშვილმაც.

გუნდის ხელმძღვანელი და მთავარი მწვრთნელი გიორგი გოგშელიძე, მწვრთნელი დავით ოქროპირიძე.

მსაჯი: ზაზა ჯიბლაძე

მსოფლიო თასის გამარჯვებული კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის "ტიტან-მერკური "გახდა ვინც ფინალში შარშანდელი ჩემპიონი ირანული "რაზი" 4-3 დაამარცხა.

გამარჯვებულმა გუნდმა 25 000$-ს მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა 15 000$, მესამე 10 000$.

wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10133