ფეხბურთი

1:50 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" "ლაიპციგს" გაუთანაბრდა (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგის ლიდერ “ლაიპციგს” ქულებით გაუთანაბრდა და ახლა ბურთების უკეთესი ბალანსის გამო თავად გალიდერდა. თუმცა, თავის მხრივ, “რედ ბულს” მე-13 ტურის შეხვედრა მარაგში, რომელსაც რალფ ჰასენჰუტლის გუნდი შაბათს, “შალკესთან” გამართავს.

თუმცა, იქამდე “ბაიერნის” თამაშზე ვისაუბროთ – კარლო ანჩელოტის გუნდს არც ამჯერად უთამაშია გადასარევად და მეტიც, თამაში ახალი დაწყებული იყო გოლი რომ გაუშვა. იუნის მალის გადაცემის შემდეგ “რეკორდმაისტერის” დაცვა აშკარად ჩავარდა, ჯონ კორდობამ კი მანუელ ნოიერს მახვილი კუთხიდან გაუტანა და “ოპელ არენა” სიხარულმა მოიცვა. მაგრამ, მაინცელთა სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა: არიენ რობენის ჭკვიანური პასის მერე ახლო მანძილიდან რობერტ ლევანდოვსკიმ გაქვითა პირველი ბურთი. ცოტა ხანში, მიუნხენელები დაწინაურდნენ: ამჯერზე უკვე თავად რობენმა იხეირა თავური დარტყმით.

დარჩენილ დროში “მაინცს” ცდა არ დაუკლია წონასწორობის აღსადგენად, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა და გოლი აქეთ მიიღეს. მსაჯის კომპესირებულ დროში ლევანდოვსკიმ ისე დიდოსტატურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, გეგონებოდათ, თითქოს ყოველ მატჩში იტანდეს გოლებს ასეთ სტილში. სხვათა შორის, პოლონელი ფორვარდი გახდა პირველი მოთამაშე ბუნდესლიგისი ისტორიაში, რომელმაც საგარეო მატჩში ერთი და იმავე გუნდს ოთხჯერ გაუტანა 2 ან მეტი გოლი...

მოედანი კვლავ უგოლოდ დატოვა ტომას მიულერმა და მან ანირეკორდი დაამყარა – მიულერი უკვე 15 საათია ბუნდესლიგის ეგიდით გოლის შეგდებას ვერაფრით ახერხებს.

“ბაიერნს” ამ გამარჯვებით 30 ქულა გაუხდა და როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, “ლაიპციგს” გაუთანაბრდა.

“მაინცი” – “ბაიერნი” 1:3 (1:2) VIDEO

მაინცი, “ოპელ არენა”

მაყურებელი: 34 000

“მაინცი” (5-3-2): ლოესლი; დონატი, ბალოგუნი, ბელი, ჰაკი (ოზტუნალი 62), ბროზინსკი; ფრეი (ლატცა 72), სილვა (დე ბლასისი 81), მალი; ონისივკო, კორდობა

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი (ვიდალი 77), მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ლამი, ალკანტარა; რობენი, მიულერი (რენატუ სანჩესი 87), რიბერი (დუგლას კოშტა 66); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 კორდობა (4), 1:1 ლევანდოვსკი (8), 1:2 რობენი (21), 1:3 ლევანდოვსკი (90)

გაფრთხილება: კორდობა (84), ბელი (85) - მარტინესი (44), ლევანდოვსკი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 15 (6) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 1:5 თამაშგარე: 6:3

მსაჯი: დანიელ შიბერტი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 13 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) -12, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 9, ვედად იბიშევიჩი (“ჰერტა”) – 8, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 7.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1151