ფეხბურთი

18:57 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A XV ტურის წინ: ეპიცენტრში ნეაპოლი, ტურინი და განსაკუთრებით, რომი

იტალიის სერია A-ს XV ტური დღეს, მისთვის უჩვეულოდ დაიწყება. ამის მიზეზი “ნაპოლის” მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე სამშაბათს. სწორედ მაურიციო სარის გუნდი გახსნის ტურს, რომლის მეტოქე მილანის “ინტერი” იქნება. ორივე გუნდს რთული დროება უდგას. “ნაპოლი” ბოლო დროს წარუმატებელი თამაშების შემდეგ აგერ მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა და გონს დროზე უნდა მოვიდეს, თუ უფრო მაღალ მიზნებზე აქვს პრეტენზია. “ინტერი” კი მერვე ადგილზეა, რომც მოიგოს ამ ტურის მერე პოზიციას ვერ შეიცვლის. “ნერაძურიში” სტეფანო პიოლის მისვლის შემდგომ თითქოს სიტუაცია გამოსწორდა. ყოველშემთხვევაში, ლომბარდიულმა გრანდმა “მილანთან” და “ფიორენტინასთან” 4 ქულა აიღო, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ პიოლის “სან პაოლოზე” “ბოლონიასა” და “ლაციოს” თავკაცის რანგში 4-ჯერ მოუგია და ვნახოთ, “ინტერთან” ერთად რას იზამს.

აღნიშნული მატჩი უდაოდ ტურის ცენტრალური მატჩი იქნებოდა, მაგრამ კვირას ისეთი შეხვედრაა, ყველა დანარჩენს რომ წონის – დერბი დელა კაპიტალე, ანუ, “ლაციო” – “რომა” “სტადიო ოლიმპიკოზე”. ორივე გუნდი ამ მატჩს კარგი ფორმაში ხვდება. განსაკუთრებით ეს “ბიანკოჩელესტეზე” ითქმის, რომელიც იმდენად კარგად თამაშობს, რომ უკვე მეოთხე ადგილზეა და დერბის თუ მოიგებს, “რომას” გადაასწრებს, შესაბამისად, სამეულში შევა. არც ისაა გამორიცხული, მეორე პოზიციამდე აღზევდეს. ამისთვის “მილანმა” ვერ უნდა მოიგოს. თუმცა, იქამდე “ლაციალეს” აქვს თავისი მატჩი მოსაგები. უმნიშვნელოვანეს თამაშს დანაკლისით ხვდება “რომა” – ლუჩანო სპალეტის გუნდს წამყვანი შემტევი მოჰამედ სალაჰი დააკლდება, რომელმაც ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს. რომის “ოლიმპიურ სტადიონზე” კვირა საღამოს უდიდესი ვნებათაღელვა იქნება და დაველოდოთ, გამარჯვებული ვინ გამოვა “კაპიტალეს” დერბში.

ჩემპიონატის ლიდერი და ბოლო დროს ცუდ ფორმაში მყოფი “იუვენტუსი” შაბათს ითამაშებს. “ბებერ ქალბატონს” ნამდვილი გამოცდა ელის – ბერგამოს “ატალანტა” მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. ჯამპიერო გასპერინის გუნდს ზედიზედ 6 თამაში აქვს მოგებული და მეორეადგილოსანს ოდენ კინკილა ქულით ჩამორჩება. “იუვენტუსმა” წინა ტურში “ჯენოასთან” მძიმე თამაში ჩაატარა და იტალიაში ბევრი კრიტიკაც შეხვდა. “იუვეს” სერიოზული საკადრო პრობლემებიც აქვს, განსაკუთრებით დაცვაში, სადაც ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი დიდი ხანი ვერ გავლენ მოედანზე. სწორედ ამიტომაა, რომ მასიმილიანო ალეგრის უთამაშებელი ჯორჯო კიელინის სასტარტოში გამწესება უწევს, რომელიც ასევე კარგა ხანი იყო ლაზარეთში. სამაგიეროდ, ტურინულ გრანდს პაულო დიბალა უბრუნდება – არგენტინელი “ატალანტასთან” მატჩში სავარაუდოდ სათადარიგო სკამზე იქნება.

“მილანს” კონკურენტების ურთიერთდაპისპირების გამო კარგი შანსი აქვს მეორე ადგილზე ერთპიროვნულად გადავიდეს. “როსონერის” მეტოქეც ისეთი ჰყავს, რომ წესით არ უნდა გაუჭირდეს გამარჯვების მოპოვება. “კროტონე” მიმდინარე სეზონში ზედმეტად მძიმედ და სუსტად გამოიყურება. ვინჩენცო მონტელა ისევ ძირითადში გაამწესებს ჯანლუკა ლაპადულას, რომელიც დიდებულ ფორმაშია და წინა ტურში დუბლიც შეასრულა. სხვათა შორის, ლაპადულას ყოველ 83 წუთში გააქვს გოლი და ეს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია.

სხვა მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს გენუაში გასამართი მატჩი იწვევს, სადაც “სამპდორია” – “ტორინოს” უმასპინძლებს. საინტერესოა, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდის ძალიან მიმზიდველი თამაში როდემდე გაგრძელდება. ამასობაში კი, “ტორინო” სამეულთან ძალიან ახლოსაა. ტურინული გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა შემტები სამეულია: იაგო ფალკე-ანდრეა ბელოტი-ადემ ლიაიჩი.

“ნაპოლი” – “ინტერი”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

2 დეკემბერი, 23:45 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი; კალეხონი, გაბიადინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, მირანდა, ანსალდი; ბროჟოვიჩი, კონდოგბია; კანდრევა, ბანეგა, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“იუვენტუსი” – “ატალანტა”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

3 დეკემბერი, 23:45 საათი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; რუგანი, ბენატია, კიელინი; ლიხშტაინერი, ხედირა, მარკიზიო, პიანიჩი, ევრა; მანჯუკიჩი, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ატალანტა” (3-4-1-2): სპორტიელო; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი, კესიე, ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი; პეტანია, გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“მილანი” – “კროტონე”

მილანი, “სან სირო”

4 დეკემბერი, 15:30 საათი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; პაშალიჩი, ლოკატელი, სოსა; სუსო, ლაპადულა, ნიანგი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი, კაპეცი, ბარბერისი; ტროტა, ფალჩინელი, პალადინო

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

მსაჯი: მარკო დი ბელო

“ლაციო” – “რომა”

რომი, “ოლიმპიკო”

4 დეკემბერი, 18:00 საათი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, უოლასი, დე ვრეი, რადუ; პაროლო, ბილია, მინინკოვიჩ-სავიჩი; ფელიპე ანდერსონი, იმმობილე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი, ფაციო; ბრუნო პერესი, დე როსი, სტროტმანი, ემერსონი; ნაინგოლანი, პეროტი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: ლუკა ბანტი

“პესკარა” – “კალიარი”

პესკარა, “ადრიატიკო”

4 დეკემებრი, 18:00 საათი

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; ძამპანო, ძუპარიჩი, დიომბერი, ბირაგი; მემუშაი, ბრუგმანი, ვერე; ბენალი, პეპე; კაპრარი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

“კალიარი” (4-3-1-2): სტორარი; ისლა, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, პისაჩენე; დესენა, პადოინი, ბარელა; ფარიასი; ბორიელო, საუ

მწვრთნელი: დავიდე რასტელი

მსაჯი: დანიელე დოვერი

“სამპდორია” – “ტორინო”

გენუა, “მარასი”

4 დეკემბერი, 18:00 საათი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; პერეირა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბარეტო, ტორეირა, ლინეტი; ფერნანდესი; მურიელი, კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, კასტანი, ბარეკა; ბენასი, ვალდიფიორი, ბაზელი; იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“სასუოლო” – “ემპოლი”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

4 დეკემბერი, 18:00 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; პელეგრინი, მანიანელი, მისიროლი; რიჩი, მატრი, დეფრელი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსიე, კროჩე; საპონარა; მაკარონე, მარილუნგო

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკილო

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ფიორენტინა” – “პალერმო”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

4 დეკემებრი, 23:45 საათი

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; სალსედო, ტომოვიჩი, ასტორი, ოლივერა; ბადელი, ბორხა ვალერო; ტელო, ილიჩიჩი, ბერნარდესკი; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“პალერმო” (4-3-2-1): პოსავეცი; რისპოლი, ვიტიელო, ანდელკოვიჩი, ალეეზამი; ჰილიემარკი, გაცი, ჩოჩევი; სალაი, ქუაისონი; ნესტოროვსკი

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“კიევო” – “ჯენოა”

ვერონა, “ბენტეგოდი”

5 დეკემბერი, 22:00 საათი

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; ფრეი, დაინელი, გამბერინი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, იცკო; ბირსა; პელისიერი, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ლაზოვიჩი, რინკონი, ველოზუ, ლაქსალტი; რიგონი, სიმეონე, ოკამპოსი

მწვრთნელი: ივან იურიჩი

მსაჯი: კარმინე რუსო

“უდინეზე” – “ბოლონია”

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

5 დეკემბერი, 23:59 საათი

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, სამირი, ფელიპე; ფოფანა, კუმსი, იანტკო; დე პაული, ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; კრაფტი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა; ტაიდერი, ვივიანი, დზემაილი; კრეიჩი, დესტრო, დი ფრნაჩესკო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112029