თამაშგარე

13:53 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელას სიკეთე და მოგონებები

იტალიელი მოდელი, რაფაელა ფიკო, რომელიც თავის დროზე შავტუხა მარიო ბალოტელისთან “იმასშობოდა”, გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა და ამიერიდან აფრიკაში ხშირად მოუწევს ჩასვლა და გაჭირვებული აფრიკელების დახმარება, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ.

როგორც რაფაელამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მარიო ბალოტელის ხშირად მოუყოლია იმ წერილების შესახებ, რომლებსაც იტალიელ მობურთალს აფრიკიდან მისი ნათესავები თუ ფსევდონათესავები წერდნენ. იმ წერილებში ასახული ამბები იმდენად შემზარავი იყო, რომ რაფაელაზეც ძალიან იმოქმედა.

მიუხედავად იმისა, რომ მარიო ბალოტელისა და რაფაელა ფიკოს შორის შავთან ერთად ლამის ყველა ფერის “კატამ” გაირბინა, სავარაუდოდ, ბალოტელი როდესაც რაფელას გადაწყვეტილებას გაიგებს - ძალიან გაუხარდება. სხვა თუ არაფერი, ყველა ადამიანს უხარია, მის ყოფილ გულისსწორზე გავლენა თუ მოუხდენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135417