ჩოგბურთი

20:49 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ექვსი დაპატიმრებული ჩოგბურთელი

ესპანეთის პოლიციამ ჩოგბურთში გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის ესპანეთსა და პორტუგალიაში 34 ადამიანი დაიჭირა. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გარიგებულ მატჩებში ექვსი ჩოგბურთელი მონაწილეობდა, თუმცა მათი ვინაობა არ გაამხილა. ისინი ბრალდებულები არიან 17 სხვადასხვა ტურნირზე წაგებული მატჩების ჩაწყობაში.

ამ გარიგებული მატჩებიდან მათმა შემოსავალმა 500 000 ევროს გადააჭარბა. პოლიციის პრეს სამსახურის განცხადებით, მატჩების წასაგებად მოთამაშეებს 500-დან 1000 ევრომდე დაჰპირდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში 50 ევრო გადაუხადეს. ეს მოთამაშეები რეიტინგში ტოპ 800-ში არ შედიან.

რამდენიმე თვის წინ BBC-იმ და Buzzfeed-მა ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს და აღმოაჩინეს სამხილები, გარიგებაში მონაწილე ტოპ მოთამაშეების წინააღმდეგ.

0.113256