ჭადრაკი

14:15 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სენიორთა ტრიუმფი ჩეხეთში

ქართველ სენიორ მოჭადრაკეთა ტრიუმფით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ქალაქი მარიანს კელაჟნე (ჩეხეთი) მასპინძლობდა.

ოთხ კატეგორიაში ქართველმა მოჭადრაკეებმა ოთხი მედალი აიღეს. აქედან ორი ოქრო და ამდენივე ბრინჯაო.

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელს გადაცილებული ასაკის მოჭადრაკეთა შორის 9 შესაძლებლიდან 8 (6 მოგება, 2 ყაიმი) ქულა დააგროვა და პირველი ადგილი არავის დაუთმო. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ელენა ფათალიბეკოვა (რუსეთი) ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა. 6,5 ქულით ბრინჯაოს მედალი საქართველოს წარმომადგენელმა თამარ ხმიადაშვილმა მოიპოვა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა ტურნირი 50 წელს გადაცილებულ მოჭადრაკეთა შორის. მე-15 რეიტინგის მქონე ქართველმა მოჭადრაკე გიორგი ბაღათუროვმა 11 შესაძლებლიდან 9,5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედალი რეიტინგ-ფავორიტ ზურაბ სტურუას ერგო, ხოლო ამ ასაკობრივი ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე ვარლამ ვეფხვიშვილი 6,5 ქულით 48-ე იყო.

0.116584