თამაშგარე

10:13 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს თურმე სულ ქალები ესიზმრება

თუკი ტიგრან გულოიანს სულ მოკლულები ესიზმრებოდა, “სიზმარას” მეფეს კი თაგვები და ვირთხები, მადრიდის “რეალში” მობურთალი კრიშტიანუ რონალდუ ბედნიერი კაცია და როგორც ამ ცოტა ხნის წინ მან ჟურნალისტებს გაუმხილა, მისი სიზმრები ხშირ შემთხვევაში ნამეტნავად ეროტიული ხასიათისაა.

როგორც პორტუგალიელი ფეხბურთელი ამბობს, მას ძილში მუდმივად ქალები ესიზმრება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი სიზმრისეული ქალების ერთი ნაწილი რეალურად კოტრიალობდა რონალდუს სარეცელში, თუმცა ასევე ესიზმრება ისეთი ქალებიც, რომლებიც კრიშტიანუს სარეცელს ჯერ არ წვევიან.

ჟურნალსიტების კითხვაზე – რამდენად ტკბება რონალდუ ამგვარი სიზმრებით, პორტუგალიელი ხუმრობით ამბობს, რომ ვისაც ეროტიული სიზმრები არ დასიზმრებია, მან არ იცის რა რთულია სიზმრის შემდგომი პერიოდი. მით უმეტეს მაშინ, თუ გვერდით იმ წუთში პარტნიორი არ გყავს.

0.148377