ჭადრაკი

21:10 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვენცზიუნი ერთპიროვნული ლიდერია

დასასრულს მიუახლოვდა მოჭადრაკე ქალთა გრან პრის გათამაშების ბოლო, მეხუთე ეტაპი, რომელსაც ქალაქი ხანტი -მანსიისკი (რუსეთი) მასპინძლობს.

რაღა თქმა უნდა, ბოლოსწინა მე-10 ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევდა თამაში სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ნინო ბაციაშვილისა და ვენცზიუნის მონაწილეობით, რომლებიც ერთმანეთს ხვდებოდნენ. სამწუხაროდ, გაიმარჯვა ჩინელმა მოჭადრაკემ და შვიდი ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. სხვა პარტიებიდან ყველა ყაიმით დასრულდა.

ამ წაგების შემდეგ ბაციაშვილს კოსტენიუკი წამოეწია და მასთან ერთად 6,0-6,0 ქულით II-III ადგილებს ინაწილებს. ხოტენაშვილი 4,5 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო ჯავახიშვილი 4,0-4,0 ქულით პოგონინასთან ერთად X-XI ადგილებს ინაწილებს.

ბოლო, მე-11 ტურში ვენცზიუნი თეთრებით პოგონინას შეხვდება. რაც შეეხებათ ქართველ მოჭადრაკეებს, ბაციაშვილი, ხოტენაშვილი და ჯავახიშვილი შესაბამისად გირიას, ხადემალშარეხს და ჟუკოვას ეთამაშებიან.

მეათე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ნინო ბაციაშვილი -ცზიუ ვენცზიუნი(ჩინეთი) 0:1

ლელა ჯავახიშვილი- ალექსანდრა კოსტენიუკი(რუსეთი) 0,5:0,5

სარასადატ ხადემალშარეხი(ირანი) -ოლგა გირია(რუსეთი 0,5:0,5

ვალენტინა გუნინა(რუსეთი) -დრონოვალი ჰარიკა(ინდოეთი) 0,5:0,5

ნატალია პოგონინა(რუსეთი)-ნატალია ჟუკოვა(უკრაინა) 0,5:0,5

ელმირა სკრიპჩენკო(საფრანგეთი)- ბელა ხოტენაშვილი0,5: 0,5

სატურნირო მდგომარეობა ათი ტურის შემდეგ:

1.ვენცზიუნი 7,0 ქულა

2- 3.ბაციაშვილი, კოსტენიუკი 6,0-6,0

4-5.ხადემალშარეხი, გირია 5,5-5,5

6-8.ჰარიკა, ჟუკოვა, გუნინა 5,0-5,0

9.ხოტენაშვილი 4,5

10-11.ჯავახიშვილი, პოგონინა 4,0-4,0

12.სკრიპჩენკო 2,5

ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრათა განრიგი

ჟუკოვა- ჯავახიშვილი

ვენცზიუნი- პოგონინა

გირია- ბაციაშვილი

ხოტენაშვილი - ხადემალშარეხი

ჰარიკა- სკრიპჩენკო

კოსტენიუკი- გუნინა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113285