თამაშგარე

13:07 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდია ეფენბერგის გზა მედიისაკენ

ლეგენდარული გერმანელი მობურთალის, შტეფან ეფენბერგის მეუღლე, კლაუდია ეფენბერგი შეიძლება მობერდა, მოსუქდა და წლებმაც თავისი დაღი დაასვა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ მუდმივად ეპატაჟურობდეს და რამე რომ იყოს პოპულარობით ბევრ ახალგაზრდას ჩაისვამს ჯიბეში.

“ეფეს” მეორე ნახევარი ერთ დროს მსახიობობდა და ამ ქალს სრულიად გერმანიის გლამურულ საზოგადოებაში თავისი სათქმელი ყოველთვის ეთქმოდა. ერთი ისაა, რომ თავად დიდი ეფენბერგი არაა ისეთი კაცი, რომელსაც საზოგადოების “სიბრჭყვიალე” მოსწონს და ქმრის ხასიათი კლაუდიას მუდამ უშლიდა ხელს.

ამასწინათ, კლაუდიამ ჟურნალისტები სახლში მიწვია, გემრიელობებით გაუმასპინძლდა და მიმდინარე მოვლენებზეც კოხტად წაიჭორავა. თურმე ნუ იტყვით და ეფენბერგის ცოლს საკუთარი გლამურული ჟურნალის გაკეთება სურს და საამისოდ პარტნიორებს ეძებს. აი ჟურნალი ის იქნება თუ იქნება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159415