ფეხბურთი

1:56 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ლას პალმასი” “გრან კანარიაზე” კვლავ უძლეველია

ლა ლიგის მე-13 ტურის დასკვნითი შეხვედრა “გრან კანარიაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ლას პალმასი” “ბილბაოს” დაუხვდა და შინ უქულოდ გაისტუმრა.

მასპინძლები პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქე ყველაფერში დაჯაბნეს, რაც მე-40 წუთზე კევინ-პრინც ბოატენგმა ახლო მანძილიდან გატანილ გოლში ასახა.

მეორე ნახევარი ბურთი უფრო სტუმრებს ეჭირათ, თუმცა მასპინძლები თამაშს თავიდანვე აკონტროლებდნენ და დიდად არ გასჭირვებიათ. მათთვის ტაიმი დიდებულად დაიწყო, 50-ე წუთზე სტუმართა დაცვის უხეში შეცდომით შეცვლაზე ბოატენგის ნაცვლად შემოსულმა მომომ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სხვაობა გაზარდა.

74-ე წუთზე ბასკები უმცირესობაში დარჩნენ. არიც ადურისმა ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ზედმეტად გააპროტესტა და ალვარეზ იზკუერდომ ამავე ფერის ბარათი მეორედაც აუფრიალა.

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლეს: 79-ე წუთზე რაულ გარსიამ პენალტით გაიტანა, ხოლო 90-ე წუთზე მთელი გუნდით წინ წასული “ბილბაო” ხონათან ვიერამ კონტრშეტევაზე დაიჭირა, დაახლოებით 25 მეტრიდან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

“ლას პალმასი” 19 ქულით მე-10 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ კანარული კლუბი საკუთარ მოედანზე შესანიშნავად გამოიყურება: 4 მოგება და 3 ფრე.

“ბილბაო” კი, 20 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

ლას პალმასი – ბილბაო 3:1 (1:0)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი, ბიგასი, დ.გარსია, მაჩედო, ლოპეში, მესა (მონტორო 72), პლასერესი (ელ ჟარი 81), ვ.გომესი, ვიერა, ბოატენგი (მომო 46), ლივაია.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ი.ალვარესი, ლაპორტე, ბალენსიაგა, ბოვედა (მუნიაინი 57), ბენიატი (ელუსტონდო 76), სან ხოსე, ლეკუე, რ.გარსია, უილიამსი (სუსაეტა 65), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 ბოატენგი (40), 2:0 მომო (50), 2:1 რ.გარსია (78 პენ.), 3:1 ვიერა (90)
გაფრთხილებები: მესა, ლივაია, ვიერა – ლაპორტე, ბენიატი, ი.ალვარესი, ადურისი, რ.გარსია
გაძევება: ადურისი (74)
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13808