ფეხბურთი

22:17 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაჰამ ინგლისს კოტ დივუარი არჩია

ინგლისური “კრისტალ პალასის” ნახევარმცველმა ვილფრედ ზაჰამ გადაწყვეტილება მიიღო და ამიერიდან კოტ დივუარის ნაკრებში ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელი დაბადებული სწორედ ამ აფრიკულ ქვეყანაშია, მაგრამ ინგლისშია გაზრდილი და ამ ქვეყნის მოქალაქეცაა.

აღსანიშნავია, რომ ზაჰას 2012 და 2013 წლებში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებიც აქვს, ოღონდ ამხანაგურ მატჩებში, ეს კი კოტ დივუარის გუნდში თამაშის უფლებას არ ართმევს.

როგორც ჩანს, ვილფრიდმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდგომ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ ალბიონელთა მთავარ გუნდში მოხვედრის დიდი შანსი არ ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113891