თამაშგარე

20:15 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სილვია არავის დავიწყებია

ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელის – რაფაელ ვან დერ ვაარტის შესახებ ბოლო დროს არაფერი გვსმენია. ანდა რა უნდა გაიგო კაცზე, რომელმაც თავისი სათამაშო უკვე ითამაშა და თავისი წილი ოფლი უკვე კარგა ხნის წინ დაღვარა. სამაგიეროდ, კვლავ პოპულარულია რაფაელის ცოლი, მოდელი სილვია ვან დერ ვაარტი.

სილვია რამდენიმე ცნობილ ჟურნალთან თანამშრომლობს. აქამდე იგი მხოლოდ მოდელის იმიჯით კმაყოფილდებოდა და არც შემოსავლის სიმცირეს უჩიოდა. თუმცა, როგორ ჩანს, ეს ნიდერლანდელი ლამაზმანისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა და, სილვია ვან დერ ვაარტმა გადაწყვიტა, საკუთარი სამოდელო ფოტო-სტუდია გახსნას.

როგორც თავად მოდელი ამბობს, მისი ფოტოსტუდია ძირითადად საზოგადოებისათვის უცნობი მოდელების მოძიებასა და პოპულარიზაციაზე გააკეთებს აქცენტს. ამას გარდა, სალვიას მიერ დამოძღვრილი და დაფრთიანებული ახალბედა ლამაზმანები ევროპაში გამომავალი სხვადასხვა ფერადი ჟურნალების ყდებსაც დაამშვენებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148056