ფეხბურთი

2:00 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “იუნაიტედის” წარუმატებლობა გრძელდება, “არსენალი” ტრიოს არ ჩამორჩა

პრემიერლიგის მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთი” მიიღო, დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და ლიდერთა სამეულს წინ გაჭრის საშუალება არ მისცა.

“მეთოფეები” მე-12 წუთზე ალექსისმა დააწინაურა, რომელმაც კუკის უხეში შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში შეაგდო. 23-ე წუთზე უილსონმა პენალტით გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და ტეო უოლკოტმა მალევე დააწინაურა საკუთარი გუნდი, ხოლო 91-ე წუთზე სანჩესმა დუბლის შესრულება შეძლო – 3:1. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში წელს პირველად მოხვდა მატიე დებუში, მაგრამ 15 წუთის შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

მორიგი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც შინ “ვესტ ჰემს” ვერ მოუგო. სტუმრები მე-2 წუთზე დიაფრა სახომ დააწინაურა, თუმცა 21-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეძლო გათანაბრება. “წითელ ეშმაკებს” მოსაგებად ძალიან დიდი დრო ჰქონდათ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან. გამოსარჩევი ფაქტია, ჟოზე მოურინიოს მიერ ათვალწუნებული ბასტიან შვაინშტაიგერის განაცხადში პირველად მოხვედრა.

“სტოკმა” ეურელიო გომეშის ავტოგოლით გასვლაზე “უოტფორდს” აჯობა, ხოლო “საუთჰემპტონმა” ოსტინის მიერ პირველივე წუთზე გატანილი ბურთით შინ “ევერტონის” დამარცხება მოახერხა.

უოტფორდი – სტოკი 0:1 (0:1)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (3-4-3): გომეში, ქაბული (კაბასელე 21), პროდლი, ბრიტოსი, კაპუ, ბეჰრამი, ჯანმაატი, ჰოლებასი (იგალო 56), ამრაბატი (ოკაკა 78), პერეირა, დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, მუნიესა, ინდი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ადამი, იმბულა, არნაუტოვიჩი (კრაუჩი 82), დიუფი, შაქირი, უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლი: გომეში (29 ს.კ.)
გაფრთხილებები: ამრაბატი, ბრიტოსი, ჰოლებასი, ბეჰრამი
გაძევება: ბრიტოსი (90)
მსაჯი: რობერტ მედლი

არსენალი – ბორნმუთი 3:1 (1:1)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მუსტაფი, დებუში (პაულისტა 16), მონრეალი, ჯაკა, ელნენი, ოზილი, უოლკოტი (ჟირუ 76), ჩემბერლენი (რემსი 75), სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ბორნმუთი (4-2-3-1): ფედერიკი, აკე, კუკი, ფრანცისი, ბ.სმიტი (მუსეტი 81), გოსლინგი, არტერი, ა.სმიტი, კინგი, სტალისლასი (აიბი 71), უილსონი (აფობი 63).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0, 3:1 სანჩესი (12; 91), 1:1 უილსონი (23 პენ.), 2:1 უოლკოტი (53)
გაფრთხილებები: მუსტაფი, სანჩესი, პაულისტა – კუკი, ფრანცისი, არტერი, ბ.სმიტი, გოსლინგი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

მანჩესტერ იუნაიტედი – ვესტ ჰემი 1:1 (1:1)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, როხო, ჯონსი, ა.ვალენსია, დარმიანი, პოგბა, ერერა, მატა (მხიტარიანი 65), რეშფორდი (რუნი 65), ლინგარდი (ფელაინი 85), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი, კოლინსი, ოგბონა, კუაიტე, ობიანგი, ნობლი, ანტონიო, კრესველი, ლანცინი (ა.აიუ 74), პაიე (ფეგული 94), სახო (ა.ფლეტჩერი 66).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 0:1 სახო (2), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (21)
გაფრთხილებები: პოგბა, ფელაინი, ა.ვალენსია – კრესველი
მსაჯი: ჯონათან მოსი

საუთჰემპტონი – ევერტონი 1:0 (1:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, სოარეში, უარდ-პროუსი, რომეუ, ჰიობერგი, სიმსი (მაკქუინი 84), რედმონდი (კლასი 79), ოსტინი (ლონგი 89).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

ევერტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, უილიამსი, იაგიელკა, კოულმენი, ბეინსი (ე.ვალენსია 83), ბერი, გაიე, ბარკლი (მირალაში 71), ლენონი (დეულოფეუ 65), ბოლასი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლი: ოსტინი (1)
გაფრთხილებები: ლუკაკუ, უილიამსი
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

0.159032